ხოკრიშვილიც წავიდა - კვირის პალიტრა

ხოკრიშვილიც წავიდა

საინფორმაციოა სააგანეტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა თანამდებობა დატოვა.

შეგახსენებთ, ამ პოსტამდე მას მცირე ხნით ინფრასტრუქტრისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის სავარძლი ეკავა. მან ამ თანამდებობაზე დავით ნარმანია შეცვალა. მანამდე კი ის მუნიციპალური განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა. თავის დროზე ის არა მხოლოდ მინისტრთა კაბინეტისთვის იყო ახალი სახე, მის შესახებ ძალიან ცოტა რამ იცოდა საზოგადოებამაც. მას ნარმანიას კადრად მიიჩნევდნენ, სწორედ, აწ უკვე ქალაქის მერმა, გაუწია მას თავის დროზე "ქართულ ოცნებაში" რეკომენდაცია. ნარმანია და ხოკრიშვილი ერთმანეთს წლებია იცნობენ და მეგობრობენ. მერობის კანდიდატსაც სტაჟირება გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტში აქვს გავლილი, სადაც ხოკრიშვილი სწავლობდა. როგორც ამბობენ,  ხოკრიშვილს, ვიდრე ის "ქართულ ოცნებაში" მივიდოდა, ირაკლი ღარიბაშვილიც კარგად იცნობდა.