საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანს სააკაშვილის დაკავება მოსთხოვა?! - კვირის პალიტრა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანს სააკაშვილის დაკავება მოსთხოვა?!

სააკაშვილი ბაქოშია

"მიხარია, რომ კვლავ მოძმე აზერბაიჯანში ვიმყოფები. საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი დაბრკოლებების მიუხედავად, მე კვლავ აქ, მეგობრებს შორის ვარ", - განაცხადა ბაქოში ჩასულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. ინფორმაციას ამის თაობაზე აზერბაიჯანული წყაროები ავრცელებენ. სააკაშვილის მტკიცებით, ის ბაქოში უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსიც ჩავიდა, ანუ როგორც პოროშენკოს მთავრობას წარმომადგენელი.

"ლაპარაკი, რომ ინტერპოლი მეძებს , პროფანაციაა და მეტი არაფერი", - აცხადებს სააკაშვილი გამოცემა haqqin.az-თან სააკაშვილი. კითხვაზე, ხომ არ გაართულებს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობას მისი აზერბაიჯანში ჩასვლა, სააკაშვილი პასუხობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ურთიერთობები ბევრ ქვეყანასთან უკვე გაიფუჭა.

მიხეილ სააკაშვილი ბაქოში "ნიზამი განჯელის საერთაშორისო ცენტრისა" და მადრიდის კლუბის მიერ ორგანიზებულ ღია საზოგადოებათა მესამე გლობალურ ფორუმში მიიღებს მონაწილებას.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანს მიხეილ სააკაშვილის დაკავება და საქართველოში ექსტრადირების მოსთხოვა, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება.

პ.ს. ახლახან მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირების თაობაზე აზერბაიჯანში მოთხოვნა უკვე გაგზავილია. აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ბაქოს მიერ ექსტრადირებას გამორიცხავენ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება.

"საქართველოს პროკურატურის მხრიდან აზერბაიჯანისთვის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და გადაცემის თხოვნით მიმართვა შეუფერებელია", - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ილგარ ველიზადემ განაცხადა. მისივე თქმით, ქართულმა მხარემ იცოდა, რომ სააკაშვილი ბაქოში აპირებდა ჩასვლას. ამის შესახებ თავად სააკაშვილმაც არაერთხელ განაცხადა. - ეს ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა.