პროკურატურა აზერბაიჯანს სააკაშვილის დაპატიმრებას სთხოვს, ის კი ილჰამ ალიევს ხვდება - კვირის პალიტრა

პროკურატურა აზერბაიჯანს სააკაშვილის დაპატიმრებას სთხოვს, ის კი ილჰამ ალიევს ხვდება

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ის ბაქოში უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსით ჩავიდა, ანუ როგორც პოროშენკოს მთავრობას წარმომადგენელი.

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირების თაობაზე აზერბაიჯანში მოთხოვნა უკვე გაგზავილია. აზერბაიჯანელიპოლიტოლოგები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ბაქოს მიერ ექსტრადირებას გამორიცხავენ. ვრცელდება ფოტოები, რომელზეც ასახულია მიხეილ სააკაშვილისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა. ოფიციალური ინფორმაციით მათი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმარტა დ და საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.