მარგველაშვილის სვლა - მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა გადადებულია - კვირის პალიტრა

მარგველაშვილის სვლა - მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა გადადებულია

"მე როგორც ქვეყნის მთავარსარდალი, ვსვამ კითხვას - რამდენ ხანში ერთხელ უნდა იცვლებოდეს ქვეყანაში თავდაცვის მინისტრი?!"

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას ხელი არ მოაწერა, შესაბამისად, სია დამტკიცებისთვის პარლამენტს ვერ გადაეგზავნება.

მისი თქმით, ის გაუგებრობები რაც თან ახლდა მინისტრების წასვლას და ახალი შემადგენლობის დასახელებას, აჩვენებს, რომ პროცესები ფორსმაჟორშში მიმდინარეობს. იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტმა უფრო მშვიდ ვითარებაში მოახერხონ კონსულტაციები, მარგველაშვილმა პარალმენტისთვის მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა ერთი კვირით გადადო. ეს მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტისა და პარლამენტისგან მინისტრთა კაბინეტის რაც შეიძლება მოკლე დროში დამტკიცება მოითხოვა. "მე როგორც ქვეყნის მთავარსარდალი, ვსვამ კითხვას - რამდენ ხანში ერთხელ უნდა იცვლებოდეს ქვეყანაში თავადცვის მინისტრი?!" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.