სადამდე მიგვიყვანს შეუთანხმებლობა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის და გახდება საჭირო ვადამდელი არჩევნები?! - კვირის პალიტრა

სადამდე მიგვიყვანს შეუთანხმებლობა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის და გახდება საჭირო ვადამდელი არჩევნები?!

"ამერიიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სიდუმლო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქვეყნების ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, მათ შორის ლაპარაკი საქართველოზეც არის, ასევე  უკრაინაზე, ფინეთსა და მოლდოვაზე."

როგორც ჩანს, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკუთარი პერსონის ხაზგასმას ცდილობს, როცა პრემიერის მიერ მინისტრობისთვის წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით, ფიქრისა და კონსულტაციებისთვის ერთკვირიანი ვადა მისცა პრემიერსა და პარლამენტს. მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია, მთავრობა, პრეზიდენტი ერთ გუნდად მოიაზრება, შიდა დაპირისპირება ცხადია. ექსპერტების შეფასებით, პრემიერისა და პრეზიდენტს შორის შეუთანხმებლობამ შესაძლოა სამთავრობო კრიზისამდე მიგვიყვანოს. რაც თავისთავად რიგგარეშე არჩევნების დანიშნვნას გულისხმობს.

ეროვნული ვალუტის მსგავსად, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესებიც ვერა და ვერ დასტაბილურდა. მინისტრები მოდიან და მიდიან. ზოგიერთი მათგანი ოჯახური პირობების, ზოგიც ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით ტოვებს თანამდებობას. ექსპერტების შეფასებით, ასეთი სახის ცვლილებები ქვეყნის განვითარებას შეუშლის ხელს. ამის მიუხედავად პოლიტიკური რყევები მაინც გრძელდება და უკვე მერამდენედ, პრემიერ ღარიბაშვილს მინისტრების ახალ-ახალი კანდიდატურების წარდგენა უწევს. თუმცა, ადრინდელისგან განსხვავებით გამორიცხული არ არის პოლიტიკურ სასწორზე მისი კანდიდატურაც აღმოჩნდეს. ეს ყველაფერი მას შემდეგ გაირკვევა, რაც პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტმა შეიძლება პრემიერ-მინისტრად ღარიბაშვილი აღარ წარადგინოს.

ერთი რამ ფაქტია, თუკი თავდაცვის მინისტრის პოსტზე "რესპუბლიკური" პარტიიდან თინა ხიდაშელის დამტკიცება მოხდება, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა იმ მხრივ, რომ საქართველოს პირველი თავდაცვის ქალი მინისტრი ეყოლება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ელჩი საქართველოსი რიჩარდ ნორლანდი ორი დღის წინ საქართველოს ექსპერმიერ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და სწორედ ამ შეხვედრაზე იყო ლაპარაკი თინა ხიდაშელის შესაძლოა გამინისტრებაზე. ნორლანდმა ივანიშვილთან შეხვედრის ამბავი დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ ხიდაშელის თაობაზე არ ულაპარაკიათ. მისივე თქმით: "იმ დროს, როდესაც საქართველო არის ევროპულ პროცესში, განსაკუთრებით რიგის სამიტის წინ, ამასთანავე თქვენს ქვეყანას აშშ-სთან აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, მნიშვნელოვანია, ამ პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს, განსაკუთრებით - თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშრებით, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში."

გარემოს დაცვის მინისტრის კანდიდატურაზე კიდევ ერთი "რესპუბლიკელი" გიგლა აგულაშვილია წარდგენილი. ხოლო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის კანდიდატად პარლამენტარი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

საზოგადოებაში რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე "რესპუბლიკელების" გაძლიერება მიმდინარეობს. თუმცა, ასე არ ფიქრობს ექსპერტი მამუკა არეშიძე: "თინა ხიდაშელის დანიშვნა იმ გეოპოლიტიკური პროცესების გამოწვევაა, რომელსაც ადგილი აქვს მსოფლიოში. ხიდაშელი მაინც პროდასავლურ მიმართულებასთან ასოცირდება. როგორც ჩანს სიტუაცია იცვლება, რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სიდუმლო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქვეყნების ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით მათ შორის ლაპარაკი საქართველოზეც არის, ასევე  უკრაინაზე, ფინეთსა და მოლდოვაზე."

"თავდაცვის მინისტრების გამუდმებით ცვლილება კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს" - ასეთია სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილის შეფასება, რომელიც თავის მხრივ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, თუ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის სადავეები მანდილოსნის ხელში აღმოჩნდება: "თინა ხიდაშელის კანდიდატურას თუ დაამტკიცებენ, ის იქნება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე-17 თავდაცვის მინისტრი. ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს მინისტრი ქალი იქნება თუ კაცი. მთავარია შეძლოს ისეთი რთული მიმართულების წაყვანა რასაც თავდაცვის სფერო ჰქვია. სამწუხაროდ, თავდაცვის მინისტრების ასე ხშირად შეცვლა არასწორია. ეს ახასიათებდა წინა ხელიუფლებას და რამაც კარგი შედეგი არ მოიტანა. მაშინაც ვამბობდი და დღესაც ვიტყვი, რომ ასეთი გადაწყვეტილება ასასწორიად მიმაჩნია." - აღნიშნა ალადაშვილმა.

რაც შეეხება ხეჩიკაშვილის კანდიდატურას, არეშიძის აცხადებს:

"ხეჩიკაშვილზე აუგს ვერ ვიტყვი. პირადად არ ვიცნობ. შემიძლია მისი საქმიანობიდან გამომდინარე ვიმსჯელო. პრაქტიკულად, მან და მისმა მეგობრებმა საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" ცარიელ ადგილზე შექმენს, თან მიიღეს კარგი შედეგი."

მართალია, პრემიერმა მინისტრობის კანდიდატები პრეზიდენტს დღეს დილითვე წარუდგინა (სავარაუდო კანდიდატების ვინაობა ჯერ კიდევ გუშინ გახდა ცნობილი), თუმცა, მარგველაშვილმა ერთკვირიანი ვადა მოითხოვა. ექსპერეტბის შეფასებით, გამორიცხული არ არის, რომ ამ გზით პრეზიდენტმა ირიბად მიანიშნა მისი პერსონისა და გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე.

"პრემიერიც და პრეზიდენტიც ერთ გუნდთან ასოცირდებიან, ამიტომ, შეუთანხმებლობამ შეიძლება სამთავრობო კრიზისამდე და რიგგარეშე არჩევნებამდე მიგვიყვანოს. არაფერს გამოვრიცხავ. ზოგადად, არამარტო პოლიტიკაში, არამედ ქვეყანაშიც არაჯანსაღი სიტუაციაა, რაც ძალიან ცუდია. ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებს," - აღნიშნავს არეშიძე.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, ამის შესახებ ზუსტად ერთ კვირაში გახდება ცნობილი. მანამდე კი სამთავრობო ვარიაციები თემაზე ვინ იქნება შემდეგი, გრძელდება...

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)