კვიტაშვილს უშვებენ?! - კვირის პალიტრა

კვიტაშვილს უშვებენ?!

უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა დადგენილების პროექტი, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

აღნიშნული დოკუმენტი ნომრით №2864 უკრაინის პარლამენტის საიტზეა გამოქვეყნებული.

"ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, დადგენილების პროექტის ინიციატორები არიან სახალხო დეპუტატები ანდრეი დერკაჩი, ანდრეი შიპკო, მიხეილ პაპიევი და იგორ ერემეევი. "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, რადას სხდომაზე დეპუტატმა ოქსანა კორჩინსკაიამ კვიტაშვილი იმაში დაადანაშაულა, რომ მისი მიზეზით დაშავებული სამხედროების საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა ვერ ხერხდება. კვიტაშვილმა ბრალდებები უარყო.

ალექსანდრე კვიტაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2014 წლის 2 დეკემბერს მიიღო და უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა.