"ფრთხილად იცხოვრეთ, ნაძირლებო!" - ვის ემუქრება ლუკა კურტანიძე?! - კვირის პალიტრა

"ფრთხილად იცხოვრეთ, ნაძირლებო!" - ვის ემუქრება ლუკა კურტანიძე?!

პარლამენტარმა ლუკა კურტანიძემ, "ფეისბუქგვერდზე" შემდეგი შინაარსის ჩანაწერი გამოაქვეყნა:

"ბევრი ვიფიქრე როგორ გამეცა პასუხი იმ ცილისწამებაზე და ცრუ ბრალდებებზ,ე რაც 17 მაისს "ტელეიმედის" ეთერში გავიდა.... შეტევა ოჯახზე მის ღირსებაზე... თან სპეციალურად 17 მაისს... თუმცა მესმის იმ ადამიანების, ვინც ეს ჩაიდინეს (ნაძირლებს ტიტული და ოჯახისშვილობა ვერ აკავებთ) გულდასაწყვეტია იმედის ტელევიზია რომლის მეპატრონე უშვებს და პასუხს არა სთხოვს ცრუ ადამიანებს ვინც სიტყვით კლავენ ადამიანებს... ასეთ ცრუ და ცილისმწამებლურ გადაუწმობელ ინფორმაციებს გავრცელებისთვის!ასეთი ტელევიზიისთვის და საერთოდ. .. არ უბრძოლია ერს და მათ შორის არც მე ლუკა კურტანიძეს. .. სამწუხაროა! ვახო სანაიას გადაცემაში ნახეთ იმ ცრუ ადამიანის აღიარება რომელსაც რომან რურუა ერქვა... თვითონვე გამოუტანა თავის სიცრუეს განაჩენი! ყოფილ სპორტის მინისტრს და მის წამქეზებლებს ვურჩევ ეყოფათ ის რაც ვითმინე და გადაიტანა ჩემა ოჯახმა მათ მიერ მოწყობილ დამცირების და ტალახის სროლით! თმენის ვალდებულება ამომეწურა და ფრთხილად იცხოვრეთ ნაძირლებო!რადგან იკადრეთ და გადათელეთ ჩემი და ოჯახის ღირსება არ და ვერ გაპატიებთ თქვენს ნაძირლობას პატარა კაცმაცუნებო ანუ ვირთხებო!!! მე მთელი ჩემი სიცოცხლე, ღირსებით შევწირე სამშობლოს ჩემი მთელი ადამიანური რესურსი და ამით ვხარობ..არავის აქვს უფლება ეს ბედნიერება წამართვას! ორშაბათს კი ვიტყვი მთელი ქვეყნის გასაგონად რა შევძელით და რა შევძინეთ ჩვენს ქვეყანას! და ეს იქნება ღირსეული ამაღლებული პასუხი ყველას! სიყვარულით მომილოცნია ამაღლების ბრწყინვალე დღე! ამინ!"

შეგახსნებთ, გადაცემაში "იმედის კვირა" გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ლაპარაკი იყო კურტანიძის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობის დროინდელ ფინანსურ დარღვევებზე.