"26 მაისის ღამეს ადამიანები ფიზიკურად კი არა, სულიერად გარდაიცვალნენ..." - როგორ იხსენებს 2011 წლის 26 მაისს ლუკა კურტანიძე - კვირის პალიტრა

"26 მაისის ღამეს ადამიანები ფიზიკურად კი არა, სულიერად გარდაიცვალნენ..." - როგორ იხსენებს 2011 წლის 26 მაისს ლუკა კურტანიძე

ამჟამად პარლამენტარმა ლუკა კურტანიძემ 2011 წლის 26 მაისის მოლენები "ფეისბუქგვერდზე" ასე გაიხსენა:

"4 წელი გავიდა იმ ღამიდან... 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი, დაუნდობელი, უსამართლო და ძმათმოძულე (ნაც-საკ) ხელისუფლების რეჟიმის დასასრულის დასაწყისიდან .... დღეს მე არ მეზეიმება ... ჯერ მე საქართველოს სისხლი მსდის. ჯერ მთლიანი ერთიანი საქართველო არ ვარ... ჯერ მართალი საქართველო უნდა ავაშენოთ! დამნაშავეები ჯერ კიდევ საქართველოს მტრობენ.... მე დღეს ამიტომაც არ მეზეიმება! ჩემი და ჩვენი საქართველოს ,,თავისუფლების დღე" ჯერ კიდევ ბრძოლით მოსაპოვებელი გვაქვს!!! გვახსოვდეს წარსული, რომ მართალი მომავალი მოვიპოვოთ!"

2011 წლის 26 მაისის რუსთაველზე დატრიალებულ ტრაგედიის თაობაზე ლუკა კურტანიძე"კვირის პალიტრასთან" ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა:

"26 მაისის ღამეს ადამიანები ფიზიკურად კი არა, სულიერად გარდაიცვალნენ. მეც გარდავიცვალე..."

ის იმ ავბედით ღამეს ასე იხსენებდა:

- თავისუფლების მოედნიდან პოლიციის სამმართველოში გადამიყვანეს. ნორმალური ადამიანები, რომელთაც, ალბათ, გაახსენდათ, რომ ქვეყნისთვის რაღაც გამიკეთებია, იქაც დამხვდნენ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომელთა შეურაცხყოფა არასოდეს დამავიწყდება. მიკვირს, საიდან ჰქონდათ ამხელა ზიზღი და დაუნდობლობა. მე ხომ ჩემი ქვეყნის სახელი უცხოეთში გამქონდა და როდესაც ჩემი სამშობლოს ჰჰიმნი ჟღერდა, სიხარულის ცრემლი მქონდა თვალებზე.

ასეთი სიძულვილი რატომ უნდა ჰქონოდათ, ვერ გამიგია. მე არ მძულს ეს ადამიანები, პირიქით, მეცოდება იმის გამო, რომ ასეთი სისასტიკის ჩადენა შეუძლიათ. ამხელა ზიზღი მათ ცხოვრებას დაუნგრევს და სიცოცხლეს მოუწამლავს. არავის შერჩენია ამხელა ცოდვა და ასეთი ცინიზმი. ღმერთია მოწამე, როგორც მომექცნენ, არაფრით დამიმსახურებია...

პოლიციის სამმართველოში ერთმა ბორკილდადებულს ტანსაცმელი შემომახია, შეურაცხყოფა მომაყენა და მერე ამით გახარებული ჩემთან სურათებს იღებდა. რა უხაროდა, ვერ გამიგია, ჩემი უბედურება და შეურაცხყოფა როგორ ახარებდა? ნეტავ ვისთვის უნდა ენახებინა ის სურათები? შვილისთვის თუ ნათესავისთვის? ტანსაცმელშემოხეული რომ დამინახა, სოსო ჯაჭვლიანმა გაიხადა პერანგი და მომაფარა. ნახევრად შიშველი წამიყვანეს სასამართლოში.

როგორ შეიძლება ცილი დასწამო და სამშობლოს მოღალატე უწოდო კაცს, რომელსაც არაერთხელ დაუდვია თავი სამშობლოსთვის. სამშობლოს ღალატი სიკვდილზე უარესია ჩემთვის. ტყვია ესროლათ, მერჩივნა, ვიდრე მოღალატე ეძახებინათ. ღმერთმა ყველას შეუნდოს და აპატიოს." - ამბობდა კურტანიძე ინტერვიუში.

იხილეთ ასევე