სააკაშვილის სმა-ჭამა უკრაინელების განხილვის თემადაც იქცა - კვირის პალიტრა

სააკაშვილის სმა-ჭამა უკრაინელების განხილვის თემადაც იქცა

ჟურნალისტმა და პროდიუსერმა ალექსანდრ დუბინსკიმ, ბლოგის საშუალებით, უკრაინის სახალხო დეპუტატს მუსტაფა ნაიმის უსიამოვნო კითხვები დაუსვა, რაც დეპუტატისა და ოდესის ახლადდანიშნული გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის კიევის ერთ-ერთ ძვირადღირებულ რესტორანში ვახშმობას შეეხებოდა.

"სომელიეს ნათქვამის მიხედვით, თქვენ სვამდით ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ღვინოს, რომლის ერთი ბოთლის ფასი 3250 გრივნაა. იმის გათვალსიწინებით, რომ შენმა მეგობარმა და პოროშენკოს ბლოკის ერთ-ერთმა წვერმა, სერგეი ლეშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაისში ხელფასი 5000 გრივნა აიღო, გამოდის, რომ მთელი ხელფასი ვახშამზე დახარჯე. ასევე ყველასთვის საინტერესო იქნება იმის გაგებაც, თუ რა რეფორმებზე ლაპარაკობდი მიხეილთან. გამიხარდება თუ მიპასუხებ აქ კომენტარებში, ანაც სოციალურ ქსელში." - წერს ჟურნალისტი და იქვე აანონსებს შემდეგს: "ბატონი საააკშვილის ცხოვრების წესის უცნობი დეტალები, მისი სიყვარული რესტორნებისა და ქალებისადმი, ასევე ფულისა და გართობისადმი, ნახეთ "უკრაინულ სენსაციიებში," არხ "1=1"-ზე." დუბინსკიმ რესტორანში მყოფ დეპუტატისა და გუბერნატორის ფოტოებიც გაოაქვეყნა.

მუსტაფა ნაიმი ჟურნალისტს მართლაც გამოეპასუხა: "დეპუტატად ჩემი წელიწადნახევრიანი მუშაობისას ასობით ადამიანს შევხვდი, მათ შორის: სხვადასხვა ქვეყნის მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს, დიპლომატებსა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს. ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია. ყველაზე ხშირად ამგვარი შეხვედრები იმართება სადილის ან ვახშმის დროს. როგორც წესი, ჩემთვის მთავრი კრიტერიუმი ის კი არ არის, რა დევს მაგიდაზე, არამედ ის, თუ ვის ვხვდები და რაზე ვლაპარაკობთ. მიხეილ სააკაშვილს გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ პირველად შევხვდი, ჩვენ მის სამომავლო გეგმებსა და ახალ თანამდებობას განვიხილავდით."

წყარო

იხილეთ ვიდეო