რამ გააცინა სააკაშვილი და ზღულაძე?!
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ოდესას სტუმრობდა, სადაც ოდესის ოლქის მილიციის ხელმძღვანელის პოსტზე გია ლორთქიფანიძე წარადგინა. ავაქოვი მიხეილ სააკაშვილისა და ეკა ზღულაძის შესახებ "ფეისბუქის" გვერდზე წერს:
"ვიყავი ოდესაში. სააკაშვილი. ახალი კადრების მიღება პატრულში… უამრავი სამუშაოა და…
ოდესელები ანეკდოტს მოგვიყვნენ : წყალდიდობის დროს თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული ბეჰემოტი უკან იმედგაცრუებული დაბრუნდა - უკრაინაში ძალზე დაბალი თანამდებობა შესთავაზეს."
ყველაზე ბევრი მიშამ და ეკამ იცინეს."