"ისლამურმა სახელმწიფომ" კავკასიის ტერიტორიაზე საკუთარი პროვინციის დაარსება გამოაცხადა
ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" კავკასიის ტერიტორიაზე საკუთარი პროვინციის დაარსების შესახებ განაცხადა.
ამის შესახებ სააგენტო "ფრანს-პრესი" დაჯგუფების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, აბუ-მუჰამად ალ-ადნანის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
"ვულოცავთ "ისლამური სახელმწიფოს" ჯარისკაცებს კავკასიაში ხალიფასადმი ერთგულების ფიცის დადებას. ის იღებს თქვენ ფიცს და აბუ მუჰამად ალ-ქადარს ნიშნავს კავკასიის მმართველად", - ამბობს ალ-ადანი ინტერნეტში გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, "ომის შესწავლის ინსტიტუტი" აზუსტებს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ახალი ვილაიეთის დაარსება ჩრდილოკავკასიის რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა - წერს "დოიჩე ველე".
"ინტერპრესნიუსი"
იხილეთ ასევე: პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტი - "ამბობენ, ის ხალხი უშიშროებასთან არის შეკრულიო"
დაგაინტერესებთ: პანკისელი გოგონები მოჯაჰედებისთვის - როგორ გზავნიან პატარძლებს საქართველოდან სირიაში