სერგი კაკალაშვილი: "ხალხის დიდი ნაწილი გამოაყეყეჩეს... წითელი ინტელიგენცია ოკუპანტს თეთრი ბედაურით ელის" - კვირის პალიტრა

სერგი კაკალაშვილი: "ხალხის დიდი ნაწილი გამოაყეყეჩეს... წითელი ინტელიგენცია ოკუპანტს თეთრი ბედაურით ელის"

"სააკაშვილს ომი არც დაუწყია და ვერც დაიწყებდა! ამას სისულელეს დავარქმევდი, რომ არ ვიცოდე ვისი მოგონოლია ეს და რისთვისაა მოგონილი!"

"ხალხის დიდი ნაწილი გამოაყეყეჩეს! წითელი ინტელიგენცია ოკუპანტს თეთრი ბედაურით ელის! მთავრობა პოლიტიკაში არ ერევა! პოლიტკოსთა ის სპექტრი, ვინც მტერს ებრძვის დააპატიმრეს, განდევნეს ან დევნიან! ჟურნალისტს პროტესის უფლება არა აქვსო!ვინ გაათავისუფლოს ბრჭყალებიდან

ცნება "სამშობლო?" - ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილის საყვარელმა პოეტმა,  სერგი კაკალაშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა... სერგი კაკალაშვილმა თავისი შეფასებები ჩვენც გაგვიზიარა:

- დიდი ხანია არავის ვთანხმდებოდი ინტერვიუზე - ქართული მედიასივრცე იმდენად პრორუსული და ანტიცივილური გახდა, რომ უაზრობად ჩავთვალე ჩემი შეხედულებების კიდევ ერთხელ საჯაროზე გამოტანა. ვფიქრობ, ჩემი მოთმინების ფიალაც აივსო! ასე გულხელდაკრეფილი ჯდომა და ყურება, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე, უარეს დღეში ჩააგდებს ჩვენი ქვეყნის დღევანდელობასაც და მომავალსაც. ძალიან ძლიერი და ვერაგი, იმპერიულ დიპლომატიაში გამობრნედილი მტერი გვყავს! ჩვენ კი, როგორც 200 წლის მანძილზე იმპერიის ნაწილ დამონებულ ერს, აღარც საერთაშორისო დიპლომატიის გამოცდილება შემოგვრჩა, აღარც ჯარის შენების, და აღარც სახელმწიფოს მართვის. ამ ყველაფერს ის უმთავრესი უბედურება ემატება რომ დღეს ქართულ საზოგადოებაში იმპერიის მიერ გაზრდილი და აღზრდილი ე.წ. ინტელიგენცია მძლავრობს და აშკარად პრორუსულად ორიენტირებული მედიის საშუალებით ხალხს შთააგონებენ, რომ ერთმორწმუნე რუსეთი (არასოდეს რუსეთი საქართველოს ერთმორწმუნე არ ყოფილა!) მტერი არ არის, მას საქართველოს ოკუპაცია დამორჩილება არ სურს, სსრკ კარგი იყო, სოციალიზმი და კომუნიზმი მიღწევადია და ა.შ. ამასთან ევროპა და ამერიკა გახრწნილი და გათახსირებულები არიან და ამდაგვარი სისულელეები. . . ვინც აზროვნებს გაეღიმება, მაგრამ ხალხს რომ სჯერა, ესაა უბედურება! უფრო დიდი საშინელებაა ქართული

მართმადიდებლური ეკლესიის აშკარად ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია, რომელიც საქართველოში მთლიანად რუსული მართმადიდებლური ეკლესიის იმპერიული პოლიტიკის გამტარებლად და ინსტრუმენტად იქცა! რელიგია ყოველთვის იყო და არის დიდი პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ საქართველოში ქართული ეკლესია ქართული სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. სამწუხაროდ მტერმა აქაც გვაჯობა! ამას ჰქვია ზუსტად ხალხის გამოყეყეჩება! ამაზე მუშაობენ რუსეთის სპეცსამსახურები ე.წ. მეხუთე კოლონის უკვე დაუფარავი მხარდაჭერით. ამიტომაც ვთვლი, რომ ყველა საღად, ქართულად, სახელმწიფოებრივად, ცივილურად მოაზროვნემ ხმა უნდა ამოიღოს, თორემ ხვალ შეიძლება გვიან იყოს!

- საზღვრის გადმოწევაზე რას იტყვით?

- საზღვარი რუსებმა არც პირველად გადმოსწიეს და დარწმუნებილი ვარ, არც უკანასკნელად. რუსეთი (პუტინი) არ მოისვენებს და ამაში საქართველოს არცერთი ხელისუფლება, არც შევარდნაძე, არც სააკაშვილი და ივანიშვილი არ არის დამნაშავე. - ეს რუსეთის იმპერიული ბუნების უპირველესი გამოვლინებაა! პირისპირ მარტონი დავრჩით მტრის წინაშე! ერთი ერთზე! რუსეთის წინააღმდეგ ერთი ერთზე - ეს უგუნურობაა, ან ღალატი! ვინ, სად და როდის დამჯდარა რუსეთის წინააღმდეგ ერთი ერთზე?!საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა მეგობარი და თანამოაზრე ჩამოვიცილეთ - ჩვენ თვითონ მივხედავთ ჩვენ თავსო. . . ვინ შეგვეხვეწება? - მიხედეთო. . . რისი მაქნისები ვართ? წყალდიდობა ვერ დავათვალიერეთ ვერტმფრენიდან - ჩვენ ღამე ვერ ვხედავთო. . . უნდა ხედავდე! ყოველთვის, ყველაფერს უნდა ხედავდე, თუკი სამშობლოს მართვის პრეტენზია გაქვს! რკინის ქალამნები უნდა ჩაიცვა და მსოფლიოს ძლიერთა ოფისები უნდა შემოიარო, ქვეყანა უნდა შეძრა, სადაც არ გიშვებენ უნდა შეძვრე, სადაც არ გისმენენ უნდა იყვირო, მტერმა ერთი სამშობლოს ერთი გოჯიც კი თუ წაგართვა!

- თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ყველაფერი 2008 წლიდან მოდის, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ომი დაიწყოო...

- სააკაშვილს ომი არც დაუწყია და ვერც დაიწყებდა! ამას სისულელეს დავარქმევდი, რომ არ ვიცოდე ვისი მოგონოლია ეს და რისთვისაა მოგონილი!

- ისევ გაქვთ იმედი "ნაციონალური მოძრაობაში," რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებით?

- რატომ "გაქვთ" და "დაბრუნდებით"? - მესამე პირში ვისაუბროთ. "ნაციონალური პარტიის" წევრი არასოდეს ვყოფილვარ. თუმცა, ახლა გულწრფელად ვნანობ! მე რეალური ეკონომიკური სფერო და ბიზნესი უფრო მიზიდავდა ყოველთვის ვიდრე პოლიტიკა. ნაციონალები აუცილებლად დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, თუმცა რა შემადგენლობით და რა ფორმით ჯერ ადრეა საუბარი. მთავარია ეროვნული, ევროპული, ცივილური და სახელმწიფოებრივი იდეა შენარჩუნდეს.

მანანა გაბრიჭიძე(სპეციალურად საიტისთვის)