"როგორ სძინავთ ამ უსულგულოებს, როდესაც ხალხი უწამლობით იტანჯება" - ბრეგაძე ფარმაცევტული კომპანიების წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"როგორ სძინავთ ამ უსულგულოებს, როდესაც ხალხი უწამლობით იტანჯება" - ბრეგაძე ფარმაცევტული კომპანიების წინააღმდეგ

იძულებით გადაადგილებულ პირთა, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ფარმაცევტულ კომპანიებს უპირისპირდება და წერს:

"მივმართავ ჩემს კოლეგებს(იმათ ვისაც ეს საკითხი ეხება)აუცილებლად და სასწრაფოდ შესაწყვეტია ფარმაცევტული მონოპოლისტი კომპანიების აღვირახსნილი თარეში და მოსახლეობის ხარჯზე მათი უკიდეგანო გამდიდრება. პირადად ჩემს მაგალითს მოგახსენებთ - ჩემი მოხუცი მშობლებისთვის(რომელთა პენსიაც 140ლარია)  წამლის შესაძენად ვიყავი "ავერსის" და "პსპ"-ს აფთიაქებში და უბრალო წამლებში იმდენი თანხა გადამახდევინეს,რომ სახელფასო ბარათზე "ოვერდრაფტის" (პროცენტიანი სესხის)აღება დამჭირდა, რათა მედიკამენტები შემეძინა (ახლა უხელფასოდ უნდა ვიარო მთელი თვე). წარმოიდგინეთ, სხვა ჩვენი თანამემამულეები რა დღეში არიან. წამალი არ გახლავთ ფუფუნების საგანი, ეს არის ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელი რამ და ამაზრზენია როდესაც გაზულუქებული, სააკაშვილის დროინდელი კარის ბიზნესმენები, რომელთაც "ნაცებმა" აუწყვეს მონოპოლიები ფარმაცევტულ ბიზნესში, დღესაც იგივეს აგრძელებენ. დიახ, დღესაც "ნაცები" შოულობენ უზარმაზარ ფულს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ვნახე ექსპერტთა კვლევა,რომლის მიხედვითაც 500-600 პროცენტიან მოგებაზე მუშაობენ ეს მონოპოლისტი-მაფიოზური კომპანიები(რომლის წილებშიც კვლავ "ნაცები" არიან). წარმოუდგენელია ამხელა მოგება და ამხელა ფულდა სხვა კუნძულებზე დასვენებითა და გართობით არიან დაკავებულები. ვიმეორებ-500-600 პროცენტიანი მოგება არცერთ ბიზნესს არ აქვს მსოფლიოში , ან როგორ სძინავთ ამ უსულგულოებს მაშინ, როდესაც ხალხი უწამლობით იტანჯება, ხოლო მათი ოჯახის წევრები კარიბის, კანარის ზნესს არ აქვს მსოფლიოში. სასწრაფოდ უნდა აგოს პასუხი ყველა იმ ვითომ ბიზნესმენმა,რომელიც ამ საშინელებას ჩადის და ქართველი ერის გენოციდს ეწევა. იმედი მაქვს ჩემი ეს განცხადება უყურადღებოდ არ დარჩება."