გრებენშიკოვს სააკაშვილთან გადაღებული ფოტოს გამო "ისტორიიდან ამოშლით" ემუქრებიან - კვირის პალიტრა

გრებენშიკოვს სააკაშვილთან გადაღებული ფოტოს გამო "ისტორიიდან ამოშლით" ემუქრებიან

რუსეთში სკანდალი მოჰყვა  ცნობილი რუსი მუსიკოსის ბორის გრებეშიკოვის, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, გადაღებულ ფოტოს, რომელიც "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სწორედ ამ უკანსკნელმა გამოაქვეყნა.

გრებენშიკოვი ოდესაში თბილისსა და კიევში ჩატარებული კონცერტების შემდეგ ჩავიდა. ის არაერთხელ გამოვიდა უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის წინააღმდეგ, 2014 წელს ამის თაობაზე სპეციალური მიმართვაც კი გაავრცელა. მისი ერთ-ერთი ბოლო სიმღერა " სიყვარული ომის დროს" სწორედ გართულებულ რუსულ-უკრაინულ ურთიერთობებს ეძღვნება. ოდესაში გრებენშიკოვს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა გავრცელებული ფოტო მის წინააღმდეგ საბრძოლველად პოლიტიკურ იარაღად იქცა ზოგიერთისთვის. სკანდალმა რუსეთის პარლამენტშც კი შეაღწია. სახელმწიფო სათათბიროს წევრმა ალექსეი ჟურავლიოვმა გრებენშიკოვი მოღალატედ შერაცხა და მას "ისტორიიდან ამოშლით" დაემუქრა. მუსიკოსს არც უკრაინულ ვიზიტზე და არც აგორებულ სკანდალზე კომენტარი არ გაუკეთებია.

წყარო