პოლიტიკოსთა კლასობრივი ვენდეტა, ღრენა-კბენა, კვერცხების წვიმა და ქართული მუშტი-კრივი, ანუ ვინ "ჩმორია" და ვინ - "დუქნის ლომი'" - კვირის პალიტრა

პოლიტიკოსთა კლასობრივი ვენდეტა, ღრენა-კბენა, კვერცხების წვიმა და ქართული მუშტი-კრივი, ანუ ვინ "ჩმორია" და ვინ - "დუქნის ლომი'"

პოლიტიკოსებს, როგორც ამბობენ, თმენის ვალდებულება აქვთ, თუმცა ხშირად ისინი ყველაზე დიდ მოუთმენლობასა და თავშეუკავებლობას იჩენენ და ერთმენეთს არა მხოლოდ სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებენ. შედეგად არაერთი საჯარო სივრცე, განსაკუთრებით კი საპრალამენეტო დარბაზები, გადაიქცევა ხოლმე რინგად. ამით გამორჩეული ქართული პარლამენტარიზმიცაა. გთავაზობთ ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკოსთა ყველაზე გახმაურებულ ჩხუბების ისტორიებსა და ფოტოგალერეას.

კლასობრივი ვენდეტა იტალიის პარალამენტში

2011 წლის 26 აპრილს მსოფლიოს წამყვან ტელევიზიებს მიეცათ საშაუალება ეჩვენებინათ ორი იტალიელი ერთმანეთში საქმეს მუშტებით როგორ არჩევდა. საქმე ქუჩის გარჩევას ან იტალიური კინოს კრიმინალრ ეპიზოდს კი არ შეეხებოდა, არამედ იტალიის პარლამენტს, სადაც საპენსიო რეფორმას იხილავდნენ. ოპოზიციური პარტია ცდილობდა დაეცვა უბრალო ხალხის ინტერესი, მაშინ, როდესაც მმართველი პარტია საპენსიო ასაკის 65 და მეტ წლამდე გაზრდას გეგმავდა. ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც გაირკვა, რომ რეფორმის მომხრე დეპუტატ ფაბიო რანიერის ცოლი პენსიაზე 39 წლისა გავიდა, ოპოზიციის წარმომადგენელმა კლაუდიო ბარბატომ კლასობრივი შურისძიება რანიერს დაატეხა თავზე, საყელოში სტაცა ხელი და... ასე აიძულა სამშობლოს სიყვარული.

პოლიტიკოსთა ჩხუბი თურქეთში ტრაგედიით დასრულდა

2001 წელს, ტრაგიკულად დასრულდა ჩხუბი თურქეთის პარლამენტში. სხდომის დროს ოცამდე ადამიანი დაერია ერთმანეთს, ხელჩართული ჩხუბისას დაშავადა რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის ფევზი სიჰანლიოღლუ, რომელიც რამდენიმე საათში გულს შეტევით გარდაიცვალა.

კვერცხები წვიმა და ქოლგები უკრაინის რადაში

საკმაოდ ხშირია დაპირისპირება უკრაინის სახელმწიფო რადაში, თუცა ამ დაპირისპრებებს შორისაც გამოირჩევა 2010 წელს, მოსკოვთან ე.წ. ხარკოვის შეთანხმების რატიფიცირებისას მომხდარი დაპირისპირება. იმჟამად "ნარინჯისფერი" ოპოზიცია ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზირებას აპროტესტებდა, სწორედ ისინი მივიდნენ სხდომათა დარბაზში კვამლის ბობმებითა და კვერცხებით შეიარაღებული, ფოტო და ვიდეოარქივი ინახავს ქოლგებმომარჯვებული პარლამენტარების ფოტოებს, რომლებიც ასე ცდილობდნენ კვერცხებისგან თავის დაცვას. გაბოლილ სხდომათა დარბაზში, ქოლეგების ქვეშ, დოკუმენტს მაინც მოეწერა ხელი, საბოლოოდ კი რუსეთმა არა მხოლოდ სამხედრო ბაზირებისთვის გამოიყენა ყირიმი, არამედ ოკუპაციის გზით მიიტაცა კიდეც.

სეულს ცრემელების არ სჯერა

მოჩხუბარი დეპუატტები საშიში სანახაობაა, მაგრამ გაცილებით საშიშია მოჩხუბარი აზიელი დეპუტატები. მაგალითად, სამხრეთ კორეელი დეპუტატების ჩხუბი არაერთხელ მოექცა მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში, 2009 წელს, როდესაც პარალამენტი მასობრივი საინფორმაცო საშუალებების შესახებ მომზადებულ კანონ-პროექტს განიხილავდა, სხდომათ დარაბაზში ისეთი ჩხუბი ატყდა, რომელშიც თითქმის ყველა დეპუტატი მონაწილეობდა, თავი განსაკუთრებით ქალებმა გამოიჩინეს, რომლებიც განწირულად კიოდნენ, ტიროდნენ, ერთმანეთს ტანსაცმლით მიითრევდენ და ტრიბუნებზე დახატოდნენ.

2010 წელს კი სამხრეთ კორეის პარლამენტში კიდევ ერთი ისტორიული ჩხუბი მოხდა, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ საკნაონმდებლო ორგანოში ბარიკადები მოაწყო და სპიკერს სამუაშაო ადგილზე მისვლის საშუალება არ მისცა. დაპირისპირება რამდენიმე ადამიანის დაშავებით დასრულდა, მათგან ერთის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. როგორც გაირკვა, მას თავში სპიკერის ჩაქუჩი ჩაარტყეს.

რუსეთი სათათბიროს ჟირინოვსკისეული ვნებანი

ჩხუბები საკმაოდ ხშირია რუსეთის სათათბიროში, სადაც პირველი ფალავანი ვლადიმერ ჟირინოვსკია, რომელიც თავშეკავებით არც სათათბიროს გარეთ გამოირჩევა და მუშტებით ქალებსა და კაცებს ერთნაირი წარმატებით უმასპინძლდება. 1995 წელს მან თმით ითრია დეპუტატი ევგენია ტიშკოვსკაია, 1997 წელს კი ჟურნალისტი იულია ოლიშანსკაია სეცმა. 2003 წელს შეაფრუთხა სერეგი მიტროხინს. ორჯერ 2003 და 2005 წლებში ჟირინოვსკი ეჩხუბა დეპუტატ ანდრეი სალავიოვს, 2003 წელს სალავიოვამა დებატებისას ჟირინოვსკის ისე უთავაზა ცხვირში, ეს უკანასკნელი წაიქცა, 2005 წლს კი ჟურინოვსკიმ შურისძიება გადაწყვიტა და კვლავაც თავის საფირმო ილეთი იხმარა - სალავიოვს შეაფურთხა, რის შემდეგაც დეპუტატებმა ხელჩართული ჩხუბი დაიწყეს, შედეგად ჟირნოვსკიმ ბრძოლის ველი თითების ტრამვით დატოვა, სალავიოვმა კი - ცხვირიდან სისხლდენით.

კბენა-ღრენა ტაივანში

ტაივანის პარლამენტში ჩხუბი ლამის რეგულარულ სანხაობად იქცა. დეპუტატები ერთმანეთს ფეხსაცმლით, წიგნებითა და მიკროფონებით საკმაოდ ხშირად უმასპინძლდებიან. 2010 წელს პარლამენტრებმა სხდომათა დარბაზში ლამის კარატის შერკინებები მოაწყევს. მორიგი კანონ-პროექტის განხილვისას ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი შეეცდა შეეჭამა ამ კანონ-პროექტის ტექსტი, რათა ხმის მიცემა შეეჩერებინა, რასაც მასობროვი ჩხუბი მოჰყვა, რომლის დროსაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მმართველი პარტიის დეპუტატი დაკბინა

ქართული მუშტი-კრივი

2013 წელს "გარდიანის" მიერ შედგენლ პოლიტიკოსთა სანახაობრივი ჩხუბების სიაში მოხვდა ქართველ პარლამენტართა ჩხუბიც. კადრი, რომელზეც ჩანს როგორ გაუმასპინძლდა აკაკი ბობოხიძე დეპუტატ პეტრე მამარაძეს ალიყურით, ბრიტანულმა გამოცემამ რეიტინგში მე-7 ნომრად შეიტანა. ბობოხიძე ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში ყოჩობას და ჩხუბის სულისჩამდგმელის ტიტულს ჯერჯერობით არავის უთმობს, თუმცა ეს ისტორია სხვა არაერთ დაპირისპირებასაც მოიცავს.

პირველი არეულობა მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ე.წ. იმელის შენობაში მოხდა - იმჟამინდელი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა ნოდარ ნათაძეს "ბორჯომი" შეასხა, გამწარებულმა ნათაძემ კი, ტრიბუნაზე მჯდარ რჩეულიშვილს ტელეფონი ესროლა.

რჩეულიშვილმა ტელეფონი კი აიცილა, მაგრამ მოგვიანებით მიხეილ მაჭავარიანის ნასროლი საფერფლე ვეღარ, ეს ინციდენტი პარლამენტის ერთ-ერთ კაბინეტში მოხდა, სადაც ეს ორი ადამიანი "საქმის გასარჩევად" შეიკეტა.

საეტაპო დაპირისპიერებად იქცა საგანელიძე-ცისკარიშვილის ორრაუნდიანი ბრძოლა - ეს "რინგი" მაშინ მოეწყო, როცა პეტრე ცისკარიშვილს დავით საგანელიძემ ჯერ აგინა, მერე კი სხდომათა დარბაზის დახურული კარი თავით "გაატანინა". რის მერეც ცისკარიშვილი სახლში წავიდა, პარლამენტში "კასტეტი" მიიტანა და "მემარჯვენე" დეპუტატს პარლამენტის ტაულეტში სახე დაუსერა.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ე.წ. მოჭიდავეების ბუნტისასა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, გიგა ბოკერიამ ლევან ბერძენიშვილს დაურეკა და დედა აგინა. ძმის გამო შური დავით ბერძენიშვილმა პირდაპირ სხდომათა დარბაზში იძია, როდესაც გიგა ბოკერიას ისეთი მუშტი "ხია", ეს უკანსკნელი კარგა ხანს შავი სათვალით დადიოდა.

პარალამენტში ყოველთვის იყო ერთი-ორი მოჩხუბარი, რომელთა მოვალეობა ძირითადად ორთაბრძოლებში მონაწილეობა და თავისი პარტიის ღირსების დაცვა იყო, ეს ევალებოდა თავის დროზე დავით კირკიტაძესა და გიორგი ასანიძეს, რომლებმაც ლაშა ნაცვლიშვილი ისე გალახეს, სულ დაასისხლიანეს, სხდომათა დარბაზიდან გამოსული ნაცვლიშვილის ლექსად ნათქვამი პროტესტიც ყველას გვახსოვს ალბათ: "დედა ვატირე ამათი, მოგვენატრება მამათი!" (ავტორი: კოტე ყუბანეიშვილი)

აი, აკაკი ბობოხიძე კი მთელი ამ პროცესების პარალელურად სულ ჩხუბობდა, ხან - ვისთან, ხან - ვისთან... 2014 წელს რამდენიმე ჩხუბის მიზეზი ისევ აკაკი ბობოხიძე გახდა, რომელიც ჯერ იყო და პარლამენტში მისულ შს მინისტრის მოადგილეს, ლევან იზორიას დაუპირისპირდა, რომელმაც არ დაუხვალია და ბობოხიძეს სულ "ნაბიჭვარი" ეძახა, ამის შემდეგ ბობოხიძე გიორგი ცაგარეიშვილს ეჩხუბა და "დუქნის ლომი" უწოდა, საპასუხოდ ცაგარეიშვილმა ოპოზიციონერს წყლიანი ბოთლი ესროლა, რომელიც თავში ლამის, პარლამენტის თავმჯდომარეს მოხვდა.

წლის ბოლოს, ბობოხიძემ კიდევ ერთხელ იჩხუბა, როდესაც, სხდომაზე ჩართული მიკროფონიდან უმრავლესობის წევრის მისამართით შეიგინა. პარლამენტში ბობოხიძის მიზეზით გამოწვეული ჩხუბი მალე ხელჩართულ მასობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ძნელი გასარჩევი გახდა, ვინ ვის "ურახუნებდა". პაატა ბარათაშვილმა პიჯაკი გაიხადა და ჩხუბისთვის თანაგუნდელები მიიპატიჟა, დავით ლორთქიფანიძე ფიზიკურად პეტრე ცისკარიშვილისკენ იწევდა, რომელსაც ბოლოს კობა სუბელიანი გაუსწორდა.

უმრავლესობის ყველა წევრის თავდასხმის ობიექტი აკაკი ბობოხიძე იყო, რომელსაც თამაზ ჯაფარიძე ზურგიდან თავში მუშტებს ურტყამდა, ხოლო ლექსო თამაზაშვილი მიკროფონს. თანაგუნდელებს არც ოლიმპიური ჩემპიონი ზვიად ზვიადაური ჩამორჩა, რომელმაც ბობოხიძესთან მისვლისთვის მაგიდებზე ირბინა, შემდეგ ნახტომი გააკეთა და სკამებს შორის ჩავარდა, მაგრამ ბობოხიძისთვის მიკროფონის სროლა მაინც მოასწრო. დარბაზში ბობოხიძისკენ სოსო ჯაჭვლიანიც იწევდა, რომელსაც ბოლოს ხელში გოგა ხაჩიძე შერჩა... მეორე დღეს საქართველოს პარლამენტში მომხდარ ამ ინციდენტზე თითქმის მთელი მსოფლიო წერდა.

დეპუტატებს შორის ჩხუბის ეპიცენტრში ხშირად, გიორგი ბარამიძეც იყო, რომელსაც 2013 წელს სოსო ჯაჭვლიანმა "ჩმორი" უწოდა - ამ რეპლიკის შემდეგ, ბარამიძე-ჯაჭვლიანს შორის სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ჯაჭვლიანმა ბარამიძეს წიხლი ჩაარტყა.

მოკლედ, პოლიტიკოსთა ამ და სხვა დაპირისპირებების ფოტოარქივს ჩვენთან ერთად გადაავლეთ თვალი, იხილეთ ჩვენი ფოტოგალერეა.