"საკადრო ცვლილებები იყო, არის და იქნება" - ბერუჩაშვილს კვირიკაშვილი შეცვლის? - კვირის პალიტრა

"საკადრო ცვლილებები იყო, არის და იქნება" - ბერუჩაშვილს კვირიკაშვილი შეცვლის?

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს შეცვლიან. მის სავარაუდო შემცვლელად ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სახელდება, თუმცა ამას მინისტრთა კაბინეტის წევრები არ ადასტურებენ.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა, რამდენადაც მან იცის, ამ კუთხით არაფერი ცვლილება არ მზადდება. "არანაირ კონსულტაციებში მე არ ვმონაწილეობ და არავითარი ინფორმაცია არ მოსულა ჩემამდე", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი რამ არ იგეგმება.

"ეს ინფორმაცია გამიგია მხოლოდ ზოგიერთი ჟურნალისტისგან და არა უფრო სერიოზულ დონეზე. მე ჟურნალისტებს არასერიოზულებს არ გიწოდებთ, უბრალოდ, გადაწყვეტილების მიღების დონეზე ჭორადაც კი არაფერი გამიგია", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი არ მიდის.

რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ზოგადად საკადრო ცვლილებები იყო, არის და იქნება. "დანარჩენი როცა რამე მოხდება გაიგებთ ყველაფერს. ამაზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის", - აღნიშნა სუბარმა.

"ინტერპრესნიუსი"