"ივანიშვილს ვადანაშაულებ იმაში, რომ მან ერთ "ენჯეოელ სოროსელს" საქსოვი ჩხირები ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს ვადანაშაულებ იმაში, რომ მან ერთ "ენჯეოელ სოროსელს" საქსოვი ჩხირები ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა"

"აქ ცალკეულ შემთხვევაში მოვისმინეთ საკმაოდ შეურაცხმყოფელი განცხადებები. თქვენ უკეთ იცით, რომ ეთიკა და კულტურა ეს საპარლამენტო საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. პიროვნული შეურაცხყოფები აქ აბსოლუტურუად უსაფუძვლო იყო."

"ბიძინა ივანიშვილს ვადანაშაულებ იმაში, რომ მან ერთ "ენჯეოელ სოროსელს", რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ის ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა , რომლითაც ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭაურმა.

ეროვნული ბანკისგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის გამოყოფისა და ცალკე სააგენტოს ჩამოყალიბების მიზანშეწონილობაზე საუბრისას, მეჭიაურმა ლარის კურსის ვარდნაზე გაამახვილა ყურადღება. დეპუტატის თქმით, ლარის გაუფასურებას ოპოზიცია მოსახლეობაში პროტესტის გამოწვევის და ამის ხელისუფლებისკენ მომართვის მიზნით იყენებს.

პარლამენტი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებას განიხილავდა.

ამ განცახდებას

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილმა იპასუხა: "მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვეტო და მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც წარმოდგენილია პრეზიდენტის მიერ, არის თანამშრომლობის და არა დაპირისპირებისა და ნიშნისმოგების საშუალება. აქ ცალკეულ შემთხვევაში მოვისმინეთ საკმაოდ შეურაცხმყოფელი განცხადებები. თქვენ უკეთ იცით, რომ ეთიკა და კულტურა ეს საპარლამენტო საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. პიროვნული შეურაცხყოფები აქ აბსოლუტურუად უსაფუძვლო იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წარმოდგენილია მოტივირებული შენიშვნები, პროფესიული არგუმენტები და მოდით ვიმსჯელოთ ამაზე", - მიმართა აბაშიშვილმა დეპუტატებს.

"ინტერპრესნიუსი"