"სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენება რატომ გვგონია, რომ ღირსებას გვანიჭებს" - თავდაცვის მინისტრმა მეჭიაურს "შეუტია" - კვირის პალიტრა

"სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენება რატომ გვგონია, რომ ღირსებას გვანიჭებს" - თავდაცვის მინისტრმა მეჭიაურს "შეუტია"

თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას ეხმაურება და პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას სამარცხვინოს უწოდებს.

პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მისამართით მმართველი გუნდის წევრმა და აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა თამაზ მეჭიაურმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს, რადგან "ენჯეოელ სოროსელს", რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა".

აი, რას წერს თავდაცვის მინისტრი:

"ეს წუთია სახლში მოვედი, შემოვიხე და მივხვდი რა ბედნიერებაა ხანდახან ტელევიზორს რომ ვერ უყურებ. ეს რეები უთქვამთ დღეს და რეები გავიგე ერთმა ძალიან სუპერპატრიოტმა, სუპერგულზემჯიღისმცემელი ტელევიზიის სუპერ პატრიოტული გადაცემიდან გვითხრა, რომ გახსნას რუსეთმაც საწვრთნელი ცენტრი საქართველოში, ისინიც ხომ პარტიონები არიან, ვინ დაუშალათო.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი მედავებოდა თურმე იმაზე, რომ პრეზიდენტი მთავარსარდალი არ არის, მისი ასეთად მოხსენიება დაკნინებაა, მთავარსარდალი კაპანაძეაო.

მაგრამ ეს იმასთან შედარებით რა არის, რაც ჩემს ყოფილ კოლეგას უთქვამს დღეს პრეზიდენტზე და რა სირცხვილია, ღმერთო, ეს ყველაფერი, რა სირცხვილია. თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ რომ მასწავლიდნენ პარლამენტი სარკეაო, ის ისევე ყველანაირი ხალხისგან შედგება როგორც საზოგადოებაო.

მაგრამ ძალიან მორალისტად თუ არ გამოვჩნდები სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენება რატომ გვგონია ხოლმე რომ ღირსებას გვანიჭებს, ეს ვერ გამიგია მაინც.

რა ვიცი, რა ვიცი. არადა რა დიდებული საღამო გვქონდა, ჩვენს "ნატოელებთან" ვიყავით, მეგონა, საქართველოს მოქალაქეებს, საკუთარი ქვეყნის აწმყოთ შეწუხებულ ადამიანებთან ვიყავი, რომლებიც ჩვენთვის გამოსავლის, მეტი უსაფრთხოების პოვნისთვის შრომობენ. რაღაც კარგიც ხდება ამ ქვეყნად და ეს მამშვიდებს მხოლოდ

ყველაფერი კარგად იქნება!

ჩვენს ქვეყანაში ბოლოს მაინც სიკეთე, რაციონალური აზრი, ერთგულება, წესიერება და პროფესიონალიზმი იმარჯვებს ხოლმე!"

იხილეთ ასევე: