"უკუღმართ დროებას რა ვუთხარი, თორემ მე და მეჭიაური რანაირად უნდა ვითვლებოდეთ ერთ გუნდში?" - კვირის პალიტრა

"უკუღმართ დროებას რა ვუთხარი, თორემ მე და მეჭიაური რანაირად უნდა ვითვლებოდეთ ერთ გუნდში?"

"ეჭვი მაქვს, თამაზ მეჭიაურისთვის "ენჯეოელი", "სოროსელი," იეღოველი," "სომეხი" და "პიდარასტი" დაახლოებით ერთი და იგივეა."

თავდაცვის მინისტრ, რესპუბლიკელ თინა ხიდაშელის შემდეგ "ფეისბუქის" პირად გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას და პრზიდენტის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას კიდევ ერთი რესპუბლიკელი, თბილისის საკრებულოს წევრი, დავით ზურაბიშვილი ეხმაურება

"ეჭვი მაქვს, თამაზ მეჭიაურისთვის "ენჯეოელი", "სოროსელი," იეღოველი," "სომეხი" და "პიდარასტი" დაახლოებით ერთი და იგივეა."

უკუღმართ დროებას რა ვუთხარი, თორემ მე და ეს კაცი რანაირად უნდა ვითვლებოდეთ ერთ გუნდში?" - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მისამართით მმართველი გუნდის წევრმა თამაზ მეჭიაურმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს, რადგან "ენჯეოელ სოროსელს", რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა".

იხილეთ ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან

იხილეთ ასევე