პუტინის იქედნური ღიმილი და ობამას შეფარული ზიზღი - ის, რაც ფოტოკამერას არ გამოეპარა (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

პუტინის იქედნური ღიმილი და ობამას შეფარული ზიზღი - ის, რაც ფოტოკამერას არ გამოეპარა (ფოტოგალერეა)

როგორც ამბობენ, ადამიანის განწყობებზე ხშირად სიტყვებზე მეტს მიმიკები და ჟესტები ამბობენ. პოლიტიკოსთა უმეტესობა, პირადპირი მნიშვნელობით, სპეციალურ სწავლის კურსს გადის, რათა ეს მიმიკები და ჟესტები მაქსიმალურად აკონტროლოს, თუმცა ზოგჯერ ეს შეუძლებელი ხდება და ისეთი რამ გამეპარებათ ხოლმე, რაც, თანამედროვე ტენოლოგიური სიხლეების სამყაროში, ფოტო და ვიდეოკამერების "მსხვერპლი" მარტივად ხდება. (ფოტოგალერეა)

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ სადილზე აშს-სა და რუსეთის ლიდერების მიერ შესმული სადღეგრძელო ფოტოკამერამ ერთობ უცნაურად აღიბეჭდა.

ფოტოზე, რომელმაც ინტერნეტში გავრცელებისთანავე მიიქცია მსოფლიო საზოგადოების ყურადღება, სადღეგრძელოს თქმის დროს ერთმანეთს სასმის უჭახუნებს მსოფლიოს ორი ძლიერი ქვეყნის ლიდერი. ფოტოს გაშიფვრა ბევრმა მიმომხილველმა სცადა:

"პუტინის თავმომწონე ღიმილი, ობამას დაუფარავი ზიზღი იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ჭიქას უჭახუნებს, მის სახეზე კითხულობთ ფრაზას, - მოდით, ყველაფერი ამით დავასრულოთ! თვალშისაცემია ობამას შორს გაშლილი ხელი, (რაც პუტინისგან დისტანცირების სურვილზე მიუთითებს) და ვლადიმირ პუტინის დროული პასუხი სადღეგრძელოზე, როდესაც ჭიქას-ჭიქაზე უჭახუნებს".

საღამო დაწერილ სცენერს ჰგავდა, თუცმა იყო ბევრი უხერხული მომენტიც. სადილამდე ცოტა ხნით ადრე ობამა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც აღნიშნა, რომ "ზოგიერთი ძალა მსოფლიოში საკუთარი უფლებამოსილების დამკვიდრების ისეთი გზებით ცდილობს, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება". გამოსვლის იმ წუთიდან ობამა პუტინის ფარულ კრიტიკაზე გადავიდა და დაწვრილებით განიხილა უკრაინაში რუსეთის შეცდომები.

არც პუტინის გამოსვლა ყოფილა ხანმოკლე, მან აშშ ლიბიის, სირისა და უკრაინის ომებისთვის დაადანაშაულა. თუმცა ორივე ლიდერი თავინთ გამოსვლაში შეეცადა მიმდინარე მოვლენებში ერთმანეთი დაედანაშაულებინათ...

დილისაგან განსხვავებით, როცა ორი ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ გამოსვლებში მსოფლიო პრობლემებზე ლაპარაკობდა, მოგვიანებით ეს უკანასკნელნი ერთ მაგიდასთან სადღეგრძელოს სვამდნენ, ანუ ერთმანეთის ფარული ლანძღვის მერე საზეიმო მაგიდასთან გადაინაცვლეს და რა გასაკვირია ამ ორს შორის "თვალების დიპლომატია" გამართულიყო...

ობამასა და პუტინის ერთმანეთში საქმის შეძლებისდაგვარად დიპლომატიურად გარჩევის პარალელურად, საქართველოდან აშშ-ში ორ დელეგაციად წასული ქვეყნის პირველი პირები შემთხვევით თუ გადეყარნენ სადმე ერთმანეთს, დანარჩენად დიდად არ იმჩნევდნენ შექმნილ უხერხულობას, თუმცა ისიც აშკრაა, რომ დანარჩენ მსოფლიოს ჯერჯერობით საქართველოსთვის არ სცალია.

(მიიღეთ მონაწილეობა "კვირის პალიტრის" გამოკითხვაში)

გთავაზობთ გაერო-ს ასამბლეის 70-ეს სესიის ამსახველ მეტ-ნაკლებად სახალისო ფოტოებს, თავისი სახალისო წარწერებით.

მოამზადა თაკო ესებუამ

იხილეთ ფოტოგალერეა