გასულ კვირას, ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი არკვევდა, - ალასანია იყო ლევან გაჩეჩილაძის ტყვეობაში თუ პირიქით. ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და ერთიცა და მეორეც ნოღაიდელის ტყვედ მოიაზრა. ბოლოს ალასანიამ თვითონვე განმარტა, - არავის ტყვეობაშიც არა ვარო...
ცხადია, ალასანიამ სარისკო, თუმცა ამბიციური ნაბიჯი გადადგა, რაც ბეწვის ხიდზე გავლის ტოლფასია... მას ერთდროულად ორი და მეტი კურდღლის დაჭერა სურდა, რაც მარტივად რომ ვთქვათ, კონკურენტების გზიდან ჩამოშორებაა.
ამ პოლიტიკური სვლის მიზანი კი შემდეგი გახლავთ: ალასანიას სურს ორივე პოლიტიკური ძალისათვის (პროდასავლურად მოაზრებული "ალიანსი საქართველოსთვის" და პრორუსულად შერაცხილი გაჩეჩილაძე-ნოღაიდელის დაჯგუფებისთვის) მისაღები მერობის კანდიდატი თვითონ იყოს. თუმცა, "კურდღლებს" არც გაჩეჩილაძეები "დაეგლეჯინებიან"... ალასანიამ თუ მარცხი იწვნია და "გაერთიანებული ოპოზიციის" საერთო კანდიდატად არ დასახელდა, "ალიანსი საქართველოსთვის" ზურგს შეაქცევს. ალასანიას პოლიტიკურ კრახს კი როგორც ჩანს, ნინო ბურჯანაძეც მოუთმენლად ელოდება. ეს უკანასკნელი ბოლო დროს "გაერთიანებული ოპოზიციის" შეკრებებზე მისვლას ერიდება, რაც მისი პოლიტიკური მოთმინებით აიხსნება.
ჩვენი წყაროს ცნობით კი ბიძინა გეგიძის აგარაკზე შეკრებილი ოპოზიციონერები მერის პოსტზე საერთო კანდიდატის სოციოლოგიური გამოკითხვით გამოვლენაზე შეთანხმდნენ. ჯერჯერობით უცნობია, ამ პოლიტიკურ აიწონა-დაიწონაში ვინ გაიმარჯვებს, თუმცა ჩვენი წყაროსვე ინფორმაციით, ბიძინა გეგიძის აგარაკზე გამართული მოლაპარაკებების დროს ალასანიამ გაჩეჩილაძე დაითანხმა... ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციის კანდიდატი არა პრაიმერით, არამედ სოციოლოგიური გამოკითხვით გამოვლინდება.
ჩანს, ალასანია ფიქრობს, რომ სოციოლოგიური გამოკითხვისას მას ალტერნატივა არ ეყოლება. ალასანია პრაიმერის კატეგორიული წინააღმდეგია.
მოვლენათა ამგვარად განვითარების შემთხვევაში "ედინაია როსიასთან" ჩახუტებული ნოღაიდელის "ტრიუმფი" შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდეს... ოპოზიციის ლიდერებიდან რუსეთისთვის ალასანიაზე მეტად სხვა ფიგურებია მისაღები. ექსპერტები მოვლენათა რევოლუციურ განვითარებასაც არ გამორიცხავენ. ეს კი ალბათ იმ შემთხვევაში უფრო არის შესაძლებელი, თუ ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს და მარცხისთვის აღმოჩნდება განწირული...
ნოღაიდელი ჯერჯერობით პრესასთან ურთიერთობას თავს არიდებს. მისი აზრით, დუმილის მიზეზი ის გახლავთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს შეთანხმება არ აქვთ მიღწეული.
ჩვენი ინფორმაციით კი ალასანია მთავარ შეთანხმებად სოციოლოგიური გამოკითხვით მერობის კანდიდატის გამოვლენას მიიჩნევს. მას ამის შესახებ განცხადების გაკეთება პირველი არხის მეშვეობით აქვს დაგეგმილი. თუმცა, გეგიძის აგარაკზე მიღწეული შეთანხმება ბოლო წუთებშიც შესაძლოა დაირღვეს... დრო კი ოპოზიციის წისქვილზე წყალს ნამდვილად არ ასხამს... მაგრამ, ოპოზიციის ამგვარი ყოყმანი დაასხამს კი წყალს საკუთარი ქვეყნის წისქვილზე? ახლახან აცრემლებულმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, - მთელი თბილისი თავზე მაქაქებდა, მე კი საკუთარ თავს ვერ ვუღალატეო... როგორც ჩანს, გაჩეჩილაძე ჯერჯერობით საკუთარი თავის ტყვეობაში იმყოფება...
01-03-2010
ვინ ვის ტყვეობაში იმყოფება...












მარჯვნიდან: ვერა ქობალია, უცნობი გოგონა, ვერას და - ნინა ქობალია და ”პოტენციური მინისტრები”
წინა ნომერში "ნანუკას შოუზე" დავწერე და მინდა ახლა ქართული ტელეშოუების თემა გავაგრძელო. არ გეგონოთ, "პროფილზე," "ცხოვრება მშვენიერიაზე", "სამოთხის ვაშლებზე" ან ვანო ჯავახიშვილის თუ ღამის შოუებზე დაწერას ვაპირებდე.
ამ ბოლო დროს რუსულ საიტებზე გულდამდუღრული რუსი ექსპერტები ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების მოსაგვარებლად "თავდაუზოგავად იღვწიან". მოგეხსენებათ, ბევრ რუსულ საიტს სპეცსამსახურები და ხელისუფლება აკონტროლებს და ასეთი პროექტების კორიანტელიც შემთხვევითი არ არის.
პრეზიდენტთან ინტერვიუს "ნანუკას შოუ" ასე გვიანონსებდა - ექსკლუზივიაო. კი გამიკვირდა, მანქანას რომ ვქოქავ, "გლუშიტელიდანაც" პრეზიდენტის ხმა გამოდის (იაფფასიანი შედარებაა, მაგრამ იყოს მაინც) ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს ეს კაცი ტელევიზორშია და მასთან ინტერვიუ რაღა ექსკლუზივია-მეთქი.
გასულ კვირას უცხოელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების საქართველოში მოზღვავება ხელისუფლებამ თავისი პოზიციის გამყარებად მიიჩნია, ოპოზიციის ნაწილმა კი - სააკაშვილის არაადეკვატური ქმედებების პრევენციად.
ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო
"კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს, ფეხბურთელიც და ბალერინაც"
ჰილარი კლინტონის ჩამოსვლა ვალის მოხდას უფრო ჰგავდა, ვიდრე ძლიერ მხარდაჭერას. მიუხედავად ამისა, მაინც მნიშვნელოვნად მიმაჩნია განცხადება, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა.












