"სტო პრო" სისხლისღვრა იქნება" - მიხეილ სააკაშვილის, სოფო ნიჟარაძისა და ნიკა გვარამიას ახალი სატელეფონო ჩანაწერები - კვირის პალიტრა

"სტო პრო" სისხლისღვრა იქნება" - მიხეილ სააკაშვილის, სოფო ნიჟარაძისა და ნიკა გვარამიას ახალი სატელეფონო ჩანაწერები

"არ გვინდა შეშინება ჟურნალისტების კოლექტივის... ერთადერთი წაიმუშავე ყველასთან სათითაოდ..."

უკრაინულმა საიტმა uarevo.in.ua საქართველოს ყოფილი პრეზდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის, ასევე, მიხეილ სააკაშვილისა და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შორის სატელეფონო საუბარი გაავრცელა. სოფო ნიჟარაძესთან გამოქვეყნებულ საუბარში მიხეილ სააკაშვილი სავარუდოდ პეტრე პოროშენკოსთან შეხვედრის შესახებ საუბრობს. რაც შეეხება სააკაშვილი-გვარამიას სატელეფონო საუბარს, ჩანაწერის მიხედვით, სააკაშვილი ნიკა გვარამიას ეუბნება, რომ ჟურნალისტთა კოლექტივთან "წაიმუშავოს". წინააღმდეგ შემთხვევაში, სააკაშვილის თქმით, "ყველას დედას უტირებენ".

დღეს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ნიკა გვარამიამ. ის ამ ჩანაწერების ავთენტურობას არ ადასტურებს და მისი თქმით, ჩანაწერები არ არის უწყვეტი და არის დამონტაჟებული.

გთავაზობთ ორივე სატელეფონო საუბრის ტექსტურ ვერსიას:

მიხეილ სააკაშვილი - ნიკა გვარამია:

მიხეილ სააკაშვილი: ნიკუშ, ველაპარაკე კეზერას, რო გელაპარა. კი, მე ვიზიარებ რომ, არ გვინდა შეშინება ჟურნალისტების კოლექტივის... ერთადერთი წაიმუშავე ყველასთან სათითაოდ... კაკო გოგიჩაიშვილი რომ იძახის, რომ მე რევოლუცია არ მინდაო.. მაგათ აუხსენი, ყველას გაყრიან სათითაოდ.

ნიკა გვარამია: არა, მაგათ ავუხსნი. ერთადერთი, თემური რომ

დავიბარო, ჯანაშია და ვთხოვო აქ დაცვის ორგანიზება, იმიტომ, რომ მე არ მაქვს ექსპერტიზა, თემური ხომ შეძლებს, ხომ არ არის პრობლემა?..

მიხეილ სააკაშვილი: თემური პრობლემა არ არის, მაგრამ ყველაზე სწორია, მანდ ვინც ყოფილი სპეცრაზმელები არიან და იციან როგორ...

ნიკა გვარამია: თემურის ხალხი ხომ არის ჩემთან, ყველა ჩემი დაცვა ეგენი არიან...

მიხეილ სააკაშვილი: ხო, მარა ეგენი დაცვის თანამშრომლები არიან, მაგათ სპეცრაზმისგან დაცვა არ იციან.

ნიკა გვარამია: ეს სპეცრაზმელები საიდან მოვიყვანო, ნაცებს ვთხოვო, რომ დამაკავშირონ?

მიხეილ სააკაშვილი: გივიმ იცის, იცნობს ყველას.... და მაგათ, ყველას განუმარტე, რომ ყველას დედას უტირებენ, გაყრიან. ტუილა გონია ვინმეს, რომ რაღაც...

ნიკა გვარამია: OK, შენ თემურის მიწერე...

ვიდეო: "ეს სპეცრაზმელები საიდან მოვიყვანო?.." - უკრაინულმა საიტმა მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას მორიგი სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა

მიხეილ სააკაშვილი - სოფო ნიჟარაძე:

(იხილეთ სოფო ნიჟარაძის პირველი კომენტარი)

მიხეილ სააკაშვილი: ეხლა ვიყავი პოროსთან და ეხლა მოვედი

სოფო ნიჟარაძე: რაო მერე, როდის გადავწყვეტო?

მიხეილ სააკაშვილი: რა ვიცი, დავილაპარაკოთ 26-შიო

სოფო ნიჟარაძე: არჩევნების მერე ანუ?

მიხეილ სააკაშვილი: მოემზადე, ოცდაექვსში უნდა დაველაპარაკოთ

სოფო ნიჟარაძე: მდაა, და რისთვის მოვემზადო, არ უთქვამთ?

მიხეილ სააკაშვილი: იმისთვის, ზუსტადაც. იმისთვის, რაც საჭიროა.

სოფო ნიჟარაძე: პირველი, თუ მეორე?

მიხეილ სააკაშვილი: მანდ სისხლის ღვრა იქნება, რომ იცოდე...

სოფო ნიჟარაძე: რა პონტში, აქა, ჩვენთან?

მიხეილ სააკაშვილი: აბა...

სოფო ნიჟარაძე: ხო, ალბათ იქნება

მიხეილ სააკაშვილი: სტო პრო იქნება, ქინძი ვიყო.

სოფო ნიჟარაძე: ხო, მარა რაღაცნაირად არის, პასიურობენ, ცოტა ეშინიათ

მიხეილ სააკაშვილი: ვისა?

სოფო ნიჟარაძე: ჩვენებს.

მიხეილ სააკაშვილი: ხო, ეს თავიდან ყოველთვის ასეა. რო იქნება, მერე ნახავ. ნოდარ მელაძე გახდება ფილდ-კომანდერი.

სოფო ნიჟარაძე: ნოდარ მელაძეა ყველაზე ჩაჯმული. სუნი ასდის შორიდან

ვიდეო: უკრაინულ საიტზე, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა