"უნდათ ღირსება შეგვილახონ და ტალახში ამოსვარონ ქვეყნის იმიჯი!" - სოფო ნიჟარაძის პირველი კომენტარი სკანდალურ ჩანაწერზე - კვირის პალიტრა

"უნდათ ღირსება შეგვილახონ და ტალახში ამოსვარონ ქვეყნის იმიჯი!" - სოფო ნიჟარაძის პირველი კომენტარი სკანდალურ ჩანაწერზე

უკრაინულმა საიტმა uarevo.in.ua საქართველოს ყოფილი პრეზდენტის, მიხეილ სააკაშვილსა და მომღერალ სოფო ნიჟარაძეს, ასევე, მიხეილ სააკაშვილსა და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორს ნიკა გვარამიას შორის სავარაუდო სატელეფონო საუბარის ჩანაწერები გაავრცელა.

სოფო ნიჟარაძესთან გამოქვეყნებულ საუბარში მიხეილ სააკაშვილი, სავარუდოდ, პეტრე პოროშენკოსთან შეხვედრის შესახებ საუბრობს. სიფო ნიჟარაზე კი თითქმის უცენზუროდ მოიხსენიებს ნოდარ მელაძეს.

(იხილეთ)

ამონარიდი მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერიდან:

მიხეილ სააკაშვილი: მანდ სისხლის ღვრა იქნება, რომ იცოდე...

სოფო ნიჟარაძე: რა პონტში, აქა, ჩვენთან?

მიხეილ სააკაშვილი: აბა...

სოფო ნიჟარაძე: ხო, ალბათ იქნება

მიხეილ სააკაშვილი: სტო პრო იქნება, ქინძი ვიყო.

მომღერალმა პირველი კომენტარი "ფეისბუკზე" გააკეთა:

"ფე-ეს-ბე-ს დამონტაჟებულ სიყალბეზე სერიოზული კომენტარის გაკეთება სრულ სისულელედ მიმაჩნია, გასაგებია რის გაკეთებასაც ცდილობენ, უნდათ ღირსება შეგვილახონ და რაც კიდევ უფრო მძიმეა, ტალახში ამოსვარონ ქვეყნის იმიჯი!

რაც შეეხება ნოდარ მელაძეს, ის არის საუკეთესო ჟურნალისტი, ამავე დროს ის ჩემი მეგობარია, მე ის მიყვარს და იმედია ამ ფაბრიკაციამ არ შელახა მისი ღირსება!

ვადასტურებ ჩემს სოლიდარობას და მხარდაჭერას" რუსთავი 2"-ის მთელი კოლექტივის მიმართ!"

იხილეთ აუდიოჩანაწერი