"ევროპა ტრადიცებს გვართმევს", "დასავლეთი გვაპიდარასტებს" - როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას?! - კვირის პალიტრა

"ევროპა ტრადიცებს გვართმევს", "დასავლეთი გვაპიდარასტებს" - როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას?!

რუსული პროპაგანდისტული მანქანა პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში

ოქტომბრის ბოლოს, ლიტვაში მოქმედმა ორგანიზაცია  "აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრმა" (Eastern Europe Study Centre) ქართველი, მოლოდველი და უკრიანელი ჟურნალსიტები ვილნიუსში მიგვიწვია სემინარზე, რომლის თემა რუსული პროპაგანდა იყო. ზოგადად რუსეთის გააქტიურება პროპაგანდის ველზე ევროკავშირში ძალიან აღელვებთ და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასაც ცდილობენ.

მაშინ როცა ევროპის ქვეყნები დემოკრატიის და დამოუკიდებელი მედიის განვითარებაზე ზრუნავენ, რუსეთმა მთელი თავისი რესურსი სწორედ პროპაგანდისკენ მიმართა და ქვეყნის შიგნით მედია საინფორმაციო ომის სასახურში ჩააყენა. როგორ მუშაობს პროპაგანდა შიდა ბაზარზე ეს ჩვენი უახლოესი წარსულიდანაც ვიცით, როცა სააკაშვილმა ძირთადი მედიასაშუალებები ასევე პროპაგანდის იარაღად აქცია და ამ მხრივ ის პუტინის საუკეთესო მოსწავლე იყო, თუმცა პუტინი ახლა უფრო შორს მიდის და პროპაგანდის გავლენის ქვეშ არა მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტრიაზე მცხოვრები ადამიანების მოქცევასაც ცდილობს. ამისთვის მას მძლავრი იარაღი აქვს, რუსული ენა, რომელიც ამ ტერიტორიაზე უმეტესობამ ჯერ ისევ იცის და რუსული არხები, რომლებიც თითქმის ყველა ყოფილ მოძმე რესპუბლიკაში ჯერ ისევ პოპულარულია.

მეგონა, რომ ბალტიისპირეთში ეს პრობლემა ნაკლებად აწუხდებდათ, რადგან უკვე ნატო - ს და ევროკავშირის წევრები არიან, მაგრამ თურმე ვცდებოდი. ეს საკითხი იქ, შეიძლება ითქვას, ჩვენზე მეტადაც პრობლემურია, რადგან გაცილებით მეტია რუსულენოვანი მოსახლეობა. ლიტვაში ყველაზე ნაკლები - დაახლოებით 7%-ია, მაგრამ ესტონეთში და ლატვიაში ეს მაჩვენებლი გაცილებით მაღალია. მაგალითად, ლატვიის მოსალხოების 37% სწორედ რუსულენოვანია. ეს ისეთი რაოდნეობაა, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა მოქალაქეობის მინიჭების პროცედურაში გარკვეული შეზღუდვები შემოეღო, მაგალითად, არჩევნებში მონაწილეობის უფლევა მათ მიანიჭეს, ვისი წინაპარიც ლატვიაში მის გასაბჭოებამდე ანუ 1940 წლამდე დასახლდა, ხოლო გასაბჭოების შემდეგ ჩასულ რუსებს მისცეს დოკუმენტი, რომელიც მათ ლატვიაში ცხოვრების და მუშაობის საშუალებას აძლევს, მარგამ არა არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. მათ აქვთ უფლება განაცხადი შეიტანონ მოქალაქეობაზე, მაგრამ უნდა ჩააბარონ გამოცდა ლატვიურ ენაში და ისტორიაში. ზოგი ამას აკეთებს, ზოგი კი პრინციპულად უარს აცხადებს, რადგან არ უნდათ ისტორიის გამოცდაზე თქვან, რომ საბჭოთა კავშირი ოკუპანტი იყო. ასე რომ ეს ადამიანები ცხოვრობენ ევროკავშირში, მაგრამ უარს ამბობენ ევროკავშირის მოქალაქეობაზე, უყურებენ რუსულ არხებს და სჯერათ რუსული პროპაგნდისტული მანქანის, რომელიც მათ ევროკავშირის და ევროპული ღირებულებების წინააღდმეგ განაწყობს.

როგორც უკვე გითხარით, ესტონეთში ეთნიკური რუსების და სხვა ეროვნების ადამიანების რაოდენობა, ვისთვისაც რუსული მთავარი საკომუნიკაციო ენაა, არანაკლებია.

ამ თვალსაზრისით ყველაზე კარგი მდგომაროება ლიტვაშია, მაგრამ გამოკითხვებით აღმოჩნდა, რომ რუსულ არხებს მოსახლეობის 14 პროცენტი უყურებს ანუ ეთნიკური ლიტველების ნაწილსაც მოსწონს ეს არხები. ასეთი სიტუაციის გამო ბალტიისპირელების დღის წესრიგში სერიოზულად დადგა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი.

მაგრამ როგორ? - აკრძალონ რუსული არხები? ეს არადმეკრატიული იქნება. ლიტვაში მხოლოდ სამი თვით შეაჩერეს ერთ-ერთი რუსული არხის ტრანსლირება, რადგან ამ არხზე გასულმა ერთ-ერთმა გადაცემამ დაარღვია კანონით გათვალისწინებული კონკრეტული მუხლები. თუცმა დღეს ეს ტელევიზია ისევ დაბრუნდა.

მაშ სადაა გამოსავალი? - პროპაგანდიზე კონტრპროპაგანდით პასუხი?

შექმნეს კიდეც ბალტიისპირეთში საკუთარი რუსულენოვანი არხი, რომელიც რუსულ პროპაგანდას დაუპირსპირდებოდა და რომელიც ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკაში მაუწყებლობს, მაგრამ რთულია მოსახლოება აიძულო გადართოს ახალ არხზე, როცა წლებია შეჩვეულია სხვა არხების ყურებას. მოსწონს რუსული არხების პროდუქტი, პრიველ რიგში გასართობი გადაცემები და ვერც კი ხვდება ამ გასართობ გადაცემებს შორის, საინფორმაციო გამოშვებებით პროპაგანდის დოზებს როგორ აყლაპებენ.

შესაბამისად, ჯერ ეს არხი რუსულ არხებს კონკურენციას ვერ უწევს. გახსოვთ, ალბათ, სააკშვილმაც შექმნა რუსულენოვნი არხი "პიკი", რომელმაც სრული კრახი განიცადა. პროპაგანდის წინააღმდეგ კონტრპროპაგანდით ბრძოლა არაეფექტიანია. ამიტომ ბალტიისპირეთში თავიანთ რუსულენოვან არხზეც აქცენტი არა კონტრპროპაგანდაზე, არამედ გართობაზე აიღეს და სწორედ მსუბუქი გდაცემებით ცდილობენ მაყურებლის გადაბირებას. აქვთ პოლიტკაც, მაგრამ მცირე დოზით. როგორც ამბობენ, რეიტინგიც მატულობს, მაგრამ რუსული არხების გავლენის გადაფარვამდე ჯერ შორია.

პრობლემა არანაკელებ მწავევეა მოლოდვეთში. აღარაფერს ვამბობ, უკრიანაზე, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა ალბათ ყველაზე მეტია და სადაც რუსული არხები ხალხს ტვინს მასობრივად ურეცხავენ. მოლდოვეთშიც ბოლო არჩევნებზე პირველ ადგილზე სწორედ პრორუსული პარტია გავიდა და ხელისუფლების აღება მხოლოდ იმიტომ ვერ მოახერხა, რომ დპუტატების რაოდნეობა არ ეყო და უმრავლესობა მე-2, მე- 3, მე-4, მე-5 ადგილებზე გასულმა პარტიებმა შექმენს.

ჩვენთან ამ მხრივ შედარებით უკეთესი ვითარებაა. საქართველოში დღეს რუსული არხების და განსაკუთრებით მათი საინფორმაციო გამოშვებების გავლენა არც ისე დიდია, რადგან 2008 წელს სააკაშვილმა საომარი ვითარებით ისარგებლა და პრაქტიკულად აუკრძალა საკაბელოებს რუსული არხების ტრანსლირება. ძალიან დიდი ხანი ჩვენთან ამ არხებს მხოლოდ ისინი უყურებდნენ, ვისაც საკუთარი სატელიტური ანტენა ჰქონდა. დღეს ცოტა სიტუაცია შეიცვალა და საკაბელოების ბადეში რამდენიმე რუსული არხი დაბრუნდა, მაგრამ ჯერჯერობით არ შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც ამბობდეს, რომ ინფორმაციას რუსული არხებიდან იღებს და მითუმეტეს ექცევა ამ არხების გავლენის ქვეშ. ქართველი მაყურებელი გადაეჩვია "ვრემიას" ყურებას და ინფორმაციის ძირითადი წყარო მისთვის ქართული არხებია, რასაც ალბათ ვერ ვიტყვით ჩვენს ეროვნულ უმცირესობებზე.

აზერბაიჯანული და სომხური მოსახლეობა ენის პრობლემის გამო, სავარაუდოდ, მეტად არის მიბმული რუსულ არხებზე. თუმცა ბოლო დროს რუსებმა ქართულენოვან მოსახლოებაზეც დაიწყეს "ზრუნვა", ოღონდ სხვა გზებით. ახლა ქართულენოვან საინფრომაციო საშუალებებს ხსნიან, ან არსებულებს აფინანსებენ. ახლახან რადიო გახსნეს, აქვთ რამდენიმე ვებპორტალი, ზოგიერთი სატელევიზიო არხიდანაც ისმის მათი საყვარელი თემები, ზუსტად ის, რაზეც ვილნიუსშიც გაამახვილეს ყურადღება. რუსული პროპაგანდის ძირითადი მეთოდეია ნეგატიური მესიჯები, მაგალითად, ევროპა ტრადიცებს გვართმევს, დასავლეთი გვაპიდარასტებს დ ა. შ ბალტიისპირეთში და უკრიანაში აქცენტი კეთდება, რომ დასავლეთი ფაშიზმს უჭერს მხარს, ჩვენთან უფრო "ნაციონალების" მახრდაჭერაზეა გადატანილი რუსული ფოკუსი.

რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია ბრალდების რაიმე წმინდასთან, საკრალურთან მიბმა, რათა ამა თუ პროპაგადისტულ გზავნილს ადამიანები მსჯელობის გარეშე დაეთანხმონ. ჩვენთან ეს არის მართლმადიდებლობა, ოჯახი, რომ დასვალეთი მართმადიდბელობის და ოჯახური ტრადიციების მტერია და ა. შ. მოკლედ, ეს მეთოდები დიდი ხანია ჩამოყალიბებეული, ცნობილი და გამოკვლეულია. ახლა მთავარი თავსატეხი ისაა, მათ რა დავუპირისპიროთ. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ეს პროპაგანდა ჩვენთანაც კარგად მუშაობს და ევრაზიული კავშირის მხარდმაჭერთა რიცხვი იზრდება.

მერაბ მეტრეველი (სპეციალურად საიტისთვის)