"მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილება დაიწყო" - მესამე მსოფლიო ომი კარზეა მომდგარი?! - კვირის პალიტრა

"მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილება დაიწყო" - მესამე მსოფლიო ომი კარზეა მომდგარი?!

"ზურგში დანა ჩაგვარტყეს" - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას. რა იქნება პუტინის პასუხი თურქეთზე და რამდენად დიდია მესამე მსოფლიო ომის დაწყების ალბათობა?!

"კვირის პალიტასთან" ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი და ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში ბადრი ნაჭყებია საუბრობენ:

ირაკლი ალადაშვილი:

- როგორც წესი, შეირაღებული კონფლიქტის დროს მეზობელი სახელმწიფოების საჰაერო სივრცის დარღვევა ხდება. შორს რომ არ წავიდეთ, ამის "გამოცილდება" ჩვენც გვაქვს - როცა ჩეჩნეთში რუსეთს ავიაცია ბომბავდა, ის მუდმივად არღვევდა საჰაერო სივრცეს. ისევე როგორც დღეს, მაშინაც საქართველოს არასრულყოფილი საჰაერო საავიაციო თავდაცვა ჰყავდა, რის გამოც საჰაერო სივრცის დარღვევა ან საერთოდა არ აღინუსხებოდა, ანაც თუ ფიქსირდებოდა, შესაბამის რეაგირებას ვერ ვახერხებდით. ამ მხრივ თურქეთი საკმაოდ მძლავრი სახელმწიფოა - ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალები სწორედ მას ჰყავს. შეგახსენებთ, თურქეთი რუსეთის მხრიდან საჰაერო სივრცის დარღვევაზე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ლაპარაკობდა, როდესაც პუტინმა ავიაცია სირიაში გადაისროლა. მაშინ რუსეთმა თურქეთის საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვია. თურქეთმა ჯერ კიდევ მაშინ განაცხადა, რომ მორიგ ჯერზე რუსულ თვითმფრინავს ჩამოაგდებდნენ. მოგვიანებით, თურქეთმა უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო კიდეც, რომელზეც რუსებმა განაცხადეს, ჩვენი არ იყოო.

- ამჯერად თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის განადგურება არ ნიშნავს, რომ პუტინს ნატო დაუპირისპირდა? არადა, თითქოს დასაველთი და პუტინი სირიის კონფლიქტის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

- ფაქტია, რომ მართლაც ამ შემთხვევით ნატო-სა და რუსეთის საბრძოლო შეტაკება მოხდა. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ სირიის კონფლიქტში თურქეთი და რუსეთი მოკავშირეები არ იყვნენ, რადგან რუსეთი მხარს ქურთებს უჭერს. საბჭოთა კავშირის პერიოდშიც ასე იყო - ქურთები სამხედრო წვრთნებს სომხეთის ტერიტორიაზე მალულად გადიოდნენ. თურქეთისთვის კი ნებისმიერი ქურთული სტრუქტურის გაძლიერება საშიში პროცესია, რადგან ქურთებს დიდი ქურთისტანის აღდგენის პრეტენზიები აქვთ. ასე რომ, თურქეთისთვის ქურთები "ისლამურ სახელმწიფოზე" არანაკლები მოწინააღმდეგეა.

- პუტინი აცხადებს, რომ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებით რუსეთს ზურგში დანა ჩაარტყეს. რა იქნება რუსეთის პასუხი და რამდენად მოსალოდნელია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოთა შორის დაპირისირებასა და საბოლოოდ, მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს?

- გამორიცხული არაფერია. ფაქტია, რომ ნავთობის გამო მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილება დაიწყო. საბოლოოდ, ეს ყველაფერმ ერთ დიდი პოლიტიკურ თამაშს ჰგავს, რომელსაც უდანაშაულო მოქალაქეები ეწირებიან. იმედი მაქვს, პროცესები საბოლოოდ მაინც დასტაბილურდება, რადგან დიდი მასშატბის ომის შეჩერება შეუძლებელი იქნება და ეს ყველა მასში მონაწილე სახელმწიფოს დააზარალებს.

ბადრი ნაჭყებია:

-  ბუნებრივია, ეს ინციდენტი პირველ რიგში, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობაზე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას მოახდენს და დაპისპირება, დიდი ალბათობით, კულმინაციას მიაღწევს, თუმცა პროცესის განმუხტვას ისევ ნატო-ს ხელმძღვცანელობა შეეცდება. რეალურად ეს ყველაფერი ენერგორესურსებისთვის ბრძოლაა, რადგან სირიის ტერიტორიაზე ნავთობის დიდი მარაგია. ვფიქრობ, ყველლაფერი იმით დამთავრდება, რომ გეოპოლიტიკური გადანაწილება მაინც შეთანხმების საფუძველზე მოხდება და პროცესები მესამე მსოფლიო ომამდე არ მიგვიყვანს.

(იხილეთ ასევე: თურქეთ-რუსეთის საჰაერო დაპირისპირება ცივი ომის "ცეცხლმოკიდებული" ცის რაკურსით - საზღვრის დარღვევის მიზეზით ჩამოგდებული თვითმფრინავები)

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)