მიიღებს საქართველო ვიზალიბერალიზაციას?! - რას ამბობს ევროკომისარი? - კვირის პალიტრა

მიიღებს საქართველო ვიზალიბერალიზაციას?! - რას ამბობს ევროკომისარი?

"ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება არის ის, რომ ის უზრუნველყოფს თავისუფალ მოძრაობას და გადაადგილებას"

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის განცხადებით ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დასკვნა, რომელიც დეკემბრის შუა, რიცხვებში უნდა გამოქვეყნდეს დადებითი, იქნება. მისი თქმით, საქართველო ამ თვალსაზრისით წარმატებას აღწევს.

"მინდა, ვაღიარო და ვთქვა, რომ საქართველო საკმაო წარმატებას აღწევს ამ თვალსაზრისით. არ იქნება საიდუმლოება, თუ გამოვხატავ ჩემს დარწმუნებას იმაში, ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდება დეკემბრის შუა რიცხვებში იქნება დადებითი. ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ უპირველეს ყოვლისა ამას სჭირდება დრო", - განაცხადა ჰანმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ამ მიმართულებით არ აკეთებს განსხვავებას დიდ და პატარა ქვეყნებს შორის, ვინ ახლოს არის ევროკავშირთან და ვინ შორს.

იოჰანეს ჰანი დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიში ობიექტურ კრიტერიუმებს დაეფუძნება.

"დღეს ევროპა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას. მე ვგულისხმობ უპრეცენდენტოდ დიდი მასშტაბის მიგრაციას. ეს დიდი გამოწვევაა ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუმცა ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება არის ის, რომ ის უზრუნველყოფს თავისუფალ მოძრაობას და გადაადგილებას. ჩვენ ვამაყობთ შენგენის ხელშეკრულებით. ის არის ჩვენი ერთ-ერთი დიდი წარმატება", - აღნიშნა ევროკომისარმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით