"წაეთრიე ჩემი ქვეყნიდან!" - სააკაშვილს უკრაინის შსს მინისტრმა წყლის ჭიქა ესროლა - კვირის პალიტრა

"წაეთრიე ჩემი ქვეყნიდან!" - სააკაშვილს უკრაინის შსს მინისტრმა წყლის ჭიქა ესროლა

პრემიერ-მინისტრმა იაცენიუკმა სააკაშვილს "გასტროლიორი" უწოდა

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის შსს მინისტრი არსენ ავაკოვი არაფორმალური შეირაღებული ფორმირებების კონტროლში დაადანაშაულა, რომელთაც, მისი თქმით, კორუფციული შემოსავლებიდან აფინანსებს.

"მან თავს უფლება მისცა არა მხოლოდ უხამსად ელაპარაკა ჩემზე, არამედ პირდაპირ დამმუქრებოდა. ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად აკონტროლებს არაფორმალურ შეიარაღებულ ჯგუფებს", - განაცხადა ოდესის გუბერნატორმა რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომაზე, შსს-ს მინისტრთან ჩხუბის შემდეგ.

ავაკოვმა კი განაცხადა, რომ სააკაშვილთან ჩხუბის დროს, მან ოდესის გუბერნატორს სახეში წყალი შეასხა. სხდომაზე მან სააკაშვილი დაადანაშულა რუს ოლიგარქ ურალხიმთან ერთ-ერთი მსხვილი ქარხნის თაობაზე მოლაპარაკებაში. ავაკოვის თქმით, სწორედ ამის შემედეგ დასდო სააკაშვილმა მას ბრალი კორუფციაში.

"მე თავი შევიკავე, რომ მისთვის არ დამერტყა და სახეში წყალი შევასხი. დიდი ხანია არ მინახავს ასეთი შეშლილი პოპულისტი... არაფრის თქმის საშუალებას არ იძლეოდა, ყველას აწყვეტინებდა, მათ შორის პრეზიდენტსაც.

სააკაშვილი - ყბედი, რომელიც არაფერზე პასუხს არ აგებს... საკმარისია ჩემთვის არტისტები და ცირკის მსახიობები. საჭიროა მუშაობა და არა მეტიჩრობა! უხერხული კითხვები ისტერიკას იწვევს? - საკმარისია... არ ვაპირებ ავიტანო აგრესიული არამზადა, რომელიც ხმამაღალ საბაბს ეძებს თანამდებობის დატოვებისთვის, რომელმაც ჩააგდო სამუშაო თავის უშუალო სამუშაო ადგილზე. არ ვაპირებ ავიტანო თავხედი, რომელიც ჩემ ქვეყანას ატყუებს ლამაზი პოზით - ყველა ნეხვია და ის კი სუფთა... კორუმპირებულები უნდა დააპატიმრო, კი არ უნდა ილაპარაკო მათზე თვეობით და არ წარმოადგინო ფაქტები. თუ საყვარელიძე არ არის დაკავებული ამ ქარხნით? რა შუაშია აქ სააკაშვილის საუბრები ურალხიმთან?

ქარხანა ღიად უნდა გაიყიდოს - დასავლურ სახელოვან კომპანიაზე და არა ოფშორზე რუს ოლიგარქზე, რომელთანაც ლაპარაკობენ ჩინოვნიკები, რომლებიც ხმამაღალ ფრაზებს არიან ამოფარებულები.

უბრალოდ, საჭირო იყო სააკაშვილისთვის პასუხის გაცემა... მან კი აიწყვიტა... უწყინარმა კითხვამ ისტერიკა და შეურაცხყოფა გამოიწვია... ქურდს ქუდი აეწვა?!" - წერს ავაკოვი "ფეისბუკში".

პრემიერ-მინისტრმა იაცენიუკმა კი სააკაშვილს "გასტროლიორი" უწოდა.

"აი, რა მინდა ვუპასუხო იაცენიუკს , რომელიც "გასტროლიორს" მეძახის, აქედან არსად ვაპირებ გამგზავრებას, მე სიამაყით ვატარებ უკრაინის პასპორტს, რომელიც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, მე მათ არ მივცემ საშულებას გაქურდონ ჩემი საყვარელი უკრაინა. ჩემ გარდა დღეს არაერთი ქართველია უკრაინაში, სულ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ქართველი მერძოლი ნაღმზე აფეთქდა, მანამდე დაიღუპა არაერთი, ასევე ასობით ქართველი მებრძოლი კვლავაც აგრძელებს დობომბვასა და ლუგანსკში ბრძოლას, იაცენიუკი გაბედავს და მათაც "გასტროლიორებს" უწოდებს?! მინდა, მივმართო ჩემს საყვარელ უკრაინელებს და მოვუბოდიშო იმ ხელისუფლების გამო, რომლის წევრიც მე ვარ და რომელმაც ხალხი ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა", - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, სააკაშვილი უკვე არაერთხელ გამოვიდა პრემიერისა და მთელი მთავრობის მძაფრი კრიტიკით.

მან "ფეისბუკის" საშუალებით მიმართა პრეზიდენტის პრესსამსახურის ადმინისტრაციას და მოსთხოვა გამოქვეყნდეს ამ სხდომის სრული ვიდეოჩანაწერი, რათა ყველამ ნახოს რეფორმების საბჭოს სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის "პროვკაციული და უღირსი საქციელი" და ასევე "სახედაკარგული" პრემიერი.

"სხდომა სამი კამერა იღებდა, უკრაინელ ხალხს სრული უფლება აქვს ნახოს, თუ ვინ მართავს მათ ქვეყანას, მე ჩემ მიერ ნათქვამ ყველა სიტყვაზე ვაგებ პასუხს", - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთანავე დეპუტატმა სერგეი ლესშჩენკომ განცხადა, რომ სხდომის დროს არსენ ავაკოვმა სააკაშვილს წყლის ჭიქა ესროლა და მოუწოდა: "წაეთრიე ჩემი ქვეყნიდან!"

იხილეთ ასევე: "სააკაშვილი ბანდიტია, მისი გუნდის წევრები კი - რეკეტიორები" - რას ერჩის ოდესის გუბერნატორს რადის დეპუტატი?!

წყარო