როდიდან შეძლებს საქართველოს რიგითი მოქალაქე შენგენის სივრცეში უვიზოდ გამგზავრებას? - ვიზალიბერალიზაციის პროცედურული დეტალები"ჩვენს მოქალაქეებს 30 ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლა შეეძლებათ"ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს, საზოგადოების დიდი ნაწილი სიხარულით შეხვდა, თუმცა, არიან სკეპტიკოსებიც, ვინც მიიჩნევს, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა და ეს პროცესი უსასრულოდ გაიწელება...ანგარიში, რომელიც ევროპული კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე დაიდო, საქართველოს შესახებ დადებით შეფასებებს შეიცავს. კონკრეტულად, ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა. ევროკომისიას მიაჩნია, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის ოთხივე ნაწილში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.უფრო კონკრეტულად, თუ რა ტექნიკური და სამართლებრივი პროცედურების გავლა დარჩა ვიზალიბერალიზაციამდე, რა იცვლება პრაქტიკული თვალსაზრისით და როგორ შეიძლება ვისარგებლოთ ამ სიახლით, -ამის გასარკვევად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიგი გიგიაძეს დავუკავშირდით:- იპირველესად, ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ამ მართლაც ისტორიულ თარიღს, ეს უდიდესი წარმატება რომელიც ევროკომისიის მეოთხე ანგარიშის გამოქვეყნებით დადასტურდა, მართლაც წყალგამყოფის გარდამტეხი პროცესია ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ შეგვაფასეს ექსპერტებმა, თუ რა გავაკეთეთ ბოლო 2 წელიწადნახევრის განმავლობაში და შესაბამისად დაწერეს დასკვნა. ტექნიკური მხარის წარმატებით დასრულება ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევა... რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ეს რა თქმა უნდა მას შემდეგ მიიღება, როდესაც ყველა ტექნიკური საკითხი წარმატებით განხორციელდება. თუმცა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება მხოლოდ მის ტექნიკურ გეგმაზე არ არის დამოკიდებული და ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ევროკავშირის ქვეყნებმა, კონსენსუსის საფუძველზე,უნდა მიიღონ. სამოქმედო გეგმის ტექნიკურ დეტალებს ევროკომისია ამოწმებს, ხოლო პოლიტიკურ ნაწილზე გადაწყვეტილებას ევროსაბჭო და ევროპარლამენტი მიიღებენ, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება. შედეგად შესაბამის რეგულაციაში შევა ცვლილება და საქართველოც დაემატება იმ ქვეყნების სიას, რომელის მოქლაქეებსაც ევროპის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში უვიზოდ შეუძლიათ მოგზაურობა.- კონკრეტულად რას მოიცავს ეს ცვლილება?- ჩვენს მოქალაქეეებს საშუალება ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში, რასაც ემატება ევროკავშირის წევრი 4 ქვეყანა, რომელბიც შენგენის კანდიდატები არიან: რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია და კვიპროსი. ასევე, ევროკავშირის არაწევრი შვეიცარია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და ისლანდია. ანუ პოლიტიკური პროცესის შესრულების შემდეგ, მთლიანობაში, 30 ქვეყანაში ჩვენს მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლა შეეძლებათ.- რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, - საქართველოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით შეეძლება ამ ქვეყნებში ჩასვლა?- ეს ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომელთაც აქვთ ბიომეტრიული პასპორტი. წელიწადზე მეტია, რაც საქართველომ დაიწყო ახალი თაობის ბიომეტრიული, უფრო დაცული პასპორტის ბეჭდვა, რომლის საშუალებითაც, ისინი ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში იმოგზარეუბენ. თუმცა, ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ კონკრეტული ევროპული ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის დროს, ამ სახელმწიფოს მესაზღვრეს ექნება უფლება დამატებით მოითხოვოს გარკვეული სახის დოკუმენტები, რათა დარწმუნდეს, რომ ადამიანები, რომლებიც შედიან მის ქვეყანაში, მართლაც კეთილსინდისიერად გამოიყენებენ ამ თავისუფლებას და არ მოხდება დაშვებული დროის გადაჭარბება, 180 დღეში 90 დღის დაშვების უფლებას.- სავარაუდოდ, რა დრო დასჭირდება ვიზალიბერალიზაციის რეალურად ამოქმედებას? - 4-დან 6 თვემდე...ცნობისთვის:უვიზო რეჟიმი გულისხმობს თრავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელის მოიცავს: ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას, შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან: შენგენის ქვეყნებში შესვლისა და ყოფნის წესები; ადგილობრივი კანონმდებლობა; საავტომობილო მოძრაობის წესები; საზოგადოებრივი წესრიგი; სამართალდარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება დეპორტაციას ან/და დაეკისრება პასუხისმგებლობა კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რასაც ყოველთვის მოსდევს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 5 წლამდე ვადით.მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი სახის საბუთები:ტურიზმი და დასვენება:• უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი• სასტუმროს ჯავშანი;• სამოგზაურო დაზღვევა;• მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.მონაწილეობა კონფერენციებში,სემინარებში, საქმიან შეხვედრებში და ა.შ.• ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა;• სასტუმროს ჯავშანი;• სამოგზაურო დაზღვევა• უკან დასაბრუნებელი ბილეთი;• მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.ნათესავების, მეგობრების მონახულება• მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);• იმ პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით;• სამოგზაურო დაზღვევა;• უკან დასაბრუნებელი ბილეთი;• მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.).მკურნალობა• სამედიცინო დაწესებულების თანხმობა• რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.• სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;• უკან დასაბრუნებელი ბილეთი;• მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (თანხა ნაღდი სახით, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.)იხილეთ ასევე: "ჰა, გევიღვიძეთ ევროპაში?" - ვინ როგორ აფასებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის "ვიზის მიცემას"?ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)