"ივანიშვილი მაიმუნის წელშია დაბადებულია, შესაბამისად, ეს მისი წელია" - ვის რას უმზადებენ ვარსკვლავები 2016-ში?
"ივანიშვილი მაიმუნის წელშია დაბადებულია, შესაბამისად, ეს მისი წელია" - ვის რას უმზადებენ ვარსკვლავები 2016-ში?
03-01-2016
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ 2016 წელი პოლიტიკური თვალსაზრისით  ძალიან დაძაბული და მოულოდნელობებით აღსავსე იქნება. გამოჩნდება ბევრი ახალი სახე; იქნება კორუფციული სქემების გახსნა; ტყულიები, ჭორები, ინტრიგები, რის გამც ბევრი მაღალჩინოსანი დაკარგავს თანამდებობას. აპრილ-მაისიდან მოსალოდნელია ახალი ლიდერ-რეფორმატორების გამოჩენა. იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. მისივე თქმით: "ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი პერიოდი საქართველოს ისტორიაში, როგორც მოსამზადებელი ეტაპი 2020-2021 წლებისთვის, როცა დაიწყება საქართველოს ერალური წინსვლა და განვითარება. საჭიროა ყველა უარყოფითის და ბალასტის მოშორება პოლიტიკიდან და მაიმუნის წელი ამას ხელს შეუწყობს". როგორი იქნება 2016 წელი  ქართველ პოლიტიკოსებუსთვის? - გთავაზობთ მიხეილ ცაგარელის პროგნოზს:

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი არის დაბადებული თხი წელიწადში და ზოდიაქოს ნიშნით არის კირჩხიბი. წლევანდელი წელი როგორც კირჩხიბისთვის ისე თხისთვის იქნება საშუალო. არ იქნება რაიმე დიდი წარმატება, თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, რომ წარუმატებელი წელი იქნება. განსაკუთრებულად თავს ვერ გამოიჩენს, მაგრამ სტაბილურობა შეუძლია შეინარჩუნოს.

პაატა ბურჭულაძე
ძალიან შორს ვერ წავა, რადგან ის მერწყულია, რომლისთვისაც ეს წელი საშუალოა, თანაც პაატას გვერდით ყავს ისეთი ოდიოზური ფიგურა როგორც ვანო მაჭავარიანია, რომელიც საზოგადოებაში იწვევს გაღიზიანებას.

ბიძინა ივანიშვილი
მისთვის საკმაოდ კარგი წელი იქნება, რადგან ივანიშვილი მაიმუნის წელშია დაბადებულია, შესაბამისად, ეს მისი წელია.  მისი წარმატების შანსები ძალიან მაღალია. რამდენადაც ვიცი, ბატონი ბიძინა ძალიან ყურადღებით არჩევს ადამიანებს, ვინც იქნებიან "ქართული ოცნების" საპარლამენტო კანდიდატები, ის აქცენტს აკეთებს პროფესიონალებზე და არა ცნობილ ფიგურებზე. ძველ შეცდომებს ნაკლებად დაუშვებს. რაც შეეხბა მის პოლიტიკაში აქტიურ დაბრუნებას, მე მას არც ადრე ვურჩევდი პოლიტიკაში მოსვლას და არც ახლა არ ვურჩევ. მას გადასრევად გამოსდის საქველომოქმედო საქმიანობა, პოლიტიკა დამანგრეველია მისთვის, როგორც ჩანს, ეს ქვეცნობიერად იცის და კარგი ქნა, რომ პოლიტიკიდან წავიდა, თუ მას სურს, რომ ჯანმრთელობა გაიუარესოს, მაშინ უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ივანიშვილს დიდი გავლენა აქვს "ქართულ ოცნებაზე", რომელიც გაიმარჯვებს არჩევნებში, რაშიც დიდი წვლილს ბიძინა ივანიშვილიც შეიტანს

ირაკლი ღარიბაშვილი

ხუთქულიანი სისტემით რომ შევაფასოთ, მისთვის ეს წელიწადი ოთხიანზეა. მას რაიმე დიდი წარმატების შანსი არ აქვს, თუმცა გარკვეული წარმატებების შესაძლებლობები ნამდვილად არის, სხვათა შორის არაა გამორიცხული 2015 წელზე უკეთესიც კი იყოს მისთვის 2016 წელი

გიორგი მარგველაშვილი
მინდა გითხართ, რომ სექტემბრის ბოლომდე საკმაოდ კარგი წელი ექნება, მას აქვს წარმატების შანსები, მაგრამ სექტემბრის ბოლოდან მას დაეწყება ცოტა რთული პერიოდი და მან არ უნდა დაუშვას შეცდომები, სხვათა შორის არც 2017 წელია მისთვის ცუდი, ამიტომ მთვარია, რომ სექტემბრის ბოლოდან 2017 წლის იანვარ-თებერვლამდე არ დაუშვას სავალალო შეცდომები, თორემ არაა გამორიცხული ახალმა პარლამენტმა მის იმპიჩმენტზეც იფიქროს.

მიხეილ საკაშვილი

სააკაშვილს დაახლოებით წელიწადნახევარი აქვს ძალიან რთული პერიოდი, შეიძლება უკრაინიდან გააძევონ. პლანეტა სატურნი ახლა იმყოფება მის ზოდიაქოში და აქედან გამომდინარე გაცილებით უფრო რთული ამბები ელოდება, ვიდრე აქამდე.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)
papuna
09 იანვარი 2016 22:02
როგო უკვართ ამ საცოდავ ასინეთებს თავიანთი სეთური - მამამარჩენალი და მსოფლიო რევოლუციის დიდი ბელადი.
ariqa
09 იანვარი 2016 21:53
არიქა ქინდზები მეორედ მოსვლას აპირებენ...
სხვა სიახლეები
"გამონახა დრო და სამეგობრო შეგვკრიბა. იმ დღეს ძალიან ხალი­სიანი მოგვეჩვენა... ოთხი დღის თავზე დაიღუპა..."

ზურაბ ჟვანია 9 დეკემბერს 53 წლის გახდებოდა.
დაწვრილებით...
დონალდ ტუსკი შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებულ შეთანხმებას ქართულ ენაზე ეხმაურება
დაწვრილებით...
ევროკავშირი მალე საშუალებას მისცემს უკრაინელებსა და ქართველებს, უვიზოდ ეწვიონ ევროკავშირს
დაწვრილებით...
"ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს მიშა თუ ბოკერია"

"სრულიად აშკარაა, რომ მეგის ქარდავას ასე უცბად და ხელოვნურად გააქტიურებული თემა მიზანმიმართულად უკავშირდება სააკაშვილის დისკრედიტირების დიდ სურვილს"
დაწვრილებით...
ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ინსტიტუტები ერთობლივ მოლაპარაკებაზე ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ შეთანხმდნენ.
დაწვრილებით...
"მიუხედავად მცდელობისა, ვერავინ შეძლებს ხელი შეგვიშალოს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში"
დაწვრილებით...
"არ ვემიჯნები არც "ცხრა წელს" და არც მიხეილ სააკაშვილის დამსახურებას საქართველოს ისტორიაში, მაგრამ არის ახალი რეალობა და ამ ახალ რეალობას სჭირდება ახალი პასუხი"
დაწვრილებით...
"ნუგზარი, აკო და ჩიორა რომ ახალაიას გუნდს წარმოადგენენ, ახალი ამბავი არ არის, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ახალაიას პოზიციაც მახსოვს და მისი გუნდის მხარდაჭერაც, ახალაიას ადვოკატის განცხადებებს რომ არ გაემიჯნენ და მას მერეც რომ განაგრძობს კამპანიას - ესეც ცხადია, გიგას, გიგის, კეზერას და ვანოს საწინააღმდეგო მესიჯებიც რომ ამ გუნდის მხარდამჭერებისგან მოდის,  ესეც ნათელია"
დაწვრილებით...
ოთარ კახიძე: "სააკაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის უფლება არა აქვს. ამიტომ ჩვენი პოზიცია იყო,
პარტიის თავმჯდომარის ადგილი დავით ბაქრაძეს დაეკავებინა"
დაწვრილებით...
სასწრაფოდ! იყიდება მიწის ნაკვეთი, კომუნიკაციები
კუთხის მზიანი ბინა,
ქირავდება დღიურად, კორპუსის იზოლირებული კომფორტული
ორთაჭალაში წყნარ მყუდრო კერძო დასახლებაში
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები