"პირველი ტესტი კვირიკაშვილისთვის" - ვინ გამოემშვიდობება მინისტრობას?
"პირველი ტესტი კვირიკაშვილისთვის" - ვინ გამოემშვიდობება მინისტრობას?
12-01-2016
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოსტის დაკავებისთანავე დაანონსა, რომ სამთავრობო ცვლილებებს გეგმავდა, შესაბამისად, საზოგადოება ამ ცვლილებების მოლოდინშია. ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდო ცვლილებების შესახებ.

გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს:
"სამთავრობო ცვლილებები პირველი ტესტი იქნება კვირიკაშვილისთვის. ამ გამოცდაში ღარიბაშვილი ჩაიჭრა. ის ვერ გამოვიდა ივანიშვილის ჩრდილიდან. მისი პრემიერობისას მიღებული ყველა გადაწყვეტილება ივანიშვილთან ასოცირდებოდა. კვირიკაშვილმა უნდა მოახერხოს და დაანახოს ყველას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთ, რომ დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც დაგვარწმუნებს მის დამოუკიდებლობაში, იქნება სამთავრობო ცვლილებები. ეს თვალნათელს გახდის, შეუძლია თუ არა მას საკუთარი გუნდის ჩამოყალიბება და სამთავრობო ვერტიკალის დალაგება... ამიტომ ველი, რომ ცვლილებები უახლოეს მომავალში განხორციელდება. ეს, ალბათ, არ იქნება მასშტაბური, მაგრამ მნიშვნელოვანი კი უნდა იყოს..." (იხილეთ სრულად)

კონკრეტულად რომელი მინისტრები შეიცვლებიან? - ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი უცნობია, თუმცა მედია რამდენიმე მინისტრის შეცვლის ალბათობას აქტიურად განიხილავს. ესენი არიან: განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძეზე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური,  შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლებელია საერთოდ გაუქმდეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, შესაბამსიად კი სავარძლის გარეშე დარჩეს გელა დუმბაძე.

გიორგი მღებრიშვილის შესაძლო შეცვლის სავარაუდო მიზეზად სახელდება ის, რომ ის მაინც ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის კადრად მიიჩნევა. შს მინისტრობის შესაძლო კანდიდატად კი მედია უკვე მერამდენედ ასახელებს ანზორ ჩუბინიძეს - ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სამთავრობო უწყებებში მოსალოდნელი საკადრო ცვლილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია კონკრეტული მინისტრების მოსალოდნელ შეცვლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამთავრობო გუნდთან ერთად აქტიურად
მუშაობს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. მთავრობის ადმინისტრაციაში ყოველდღიურ რეჟიმში იმართება სამუშაო შეხვედრები მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, სადაც კონკრეტული სამინისტროების საქმიანობაზე, მათ სტრატეგიაზე და გეგმებზე მსჯელობენ. ამ დროისათვის მთავრობის შემადგენლობის შეცვლის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას".

შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით მედიით გავრცელებული ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციას არც მაშინ დაუდასტურებია, თუმცა იმავე საღამოს ღარიბაშვილმა თანამდებობა "თავისი სურვილით" დატოვა.

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა

nia
13 იანვარი 2016 21:34
იგლახავე GLAXUNA სხვა რა დაგრცენია მაგ ტვინიტ.
nikolozae
13 იანვარი 2016 20:16
ისე ამ ნაცების ანუ ბრიყვი ვიგინდარების არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს კაცს.ეს პუტინი რომ ამოიჩემეს.საქარტველოს უამრავი მტერი ყოლია ჩინგზ ყაენი,ჯალალ ად დინი, ამირ ტემური,/ტემურ ლნგი/ შახ აბასი /ირანის ლომი/ და ა.შ.მტერი მტერია და რა ტქმა უნდა არ უნდა გიყვარდეს მაგრამ დიდი სიბრიყვე და პატარა კაცმაცუნობაა ანუ მიშა კაცობა მტრის არ შეფასება და უპატივცემულობა.დიდი უმრავლესობა ჩვენი მტრებისა დიდი სარდლები და საკმაოდ დიადი ტიპები იყვნენ საკუტარი დროის.გარწმუნებტ არცერტი მადგანი ისეტი მდაბიო,მშიშარა,უსაქმური,უვარგისი,და ა.შ.არ იყო და არის როგორც მიშა და მიშისტები. რაც შეეხება პუტინს,სტალინის მერე,.../ხრუშოვი,ბრეჟნევი,ანდროპოვი,ჩერნენკო,გორბაჩოვი,ელცინი../...რუსეტისტვის ამდენი არავის გაუკეტებია,მოგვწონს ტუ არა.../ასე რომ სასაცილოა როცა ისეტი განავლის მჩამელები როგორებიც ნაცებო ტკვენ ხარტ ვინმეზე რამეს იტყვიტ.პატარა კაცმაცუნებო ტკვენ რომ საკუტარ მოსახლეობას გამოასწარიტ 2008 ში ის ყირიმში და აგმოსავლეტ უკრაინაში შესვლას გეგმავდა.მტერი მტერია და ყველა დიადი /გლავარი/ სულტანი,მეფე,პრეზიდენტი,პრემიერი,ბელადი,ტუ ჯანდაბა,ასევე ვაჯკაცი ადამიანი,პატივისცემიტ მოიხსენიებს.მაგრამ ტკვენ მიშმაცუნებო რა იციტ რა არი კაცობა და ადამიანობა,ტკვენ ჰალსტუხის და განავლის წამა იციტ და ომებიდან გამოქცევა......გტხოვტ არ დაბლოკოტ.
სხვა სიახლეები
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოს რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
დაწვრილებით...
რუსეთის სახელმწიფო დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, აკრძალოს საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის „ბორჯომის“ იმპორტი
დაწვრილებით...
ბუნებრივია შეშფოთებული ინტერესი(!) იმ ცვლილების მიმართ, რაც თურქეთში უკვე ხდება და, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში კვლავაც განხორციელდება.
დაწვრილებით...
მოგეხსენებათ, "რესპუბლიკელი" მინისტრებიდან ორმა - პაატა ზაქარეიშვილმა და თინა ხიდაშელმა თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო გიგლა აგულაშვილმა "რესპუბლიკური პარტია" დატოვა, თანამდებობა კი შეინარჩუნა.
დაწვრილებით...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
დაწვრილებით...
გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერობის პირველივე დღეებში განაცხადა, რომ ონლაინკაზინოების თაობაზე ხელისუფლება გადაწყვეტილებას მიიღებდა, თუმცა დღემდე ეს საკითხი ღიად რჩება.
დაწვრილებით...
"შემოთვაზება პრემიერისგან მივიღე"

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
დაწვრილებით...
"სომხები აფხაზეთში თავიანთი ავტონო­მიის შექმნას ითხოვენ", - ამბობს "ტყის ძმების" ყოფილი მეთაური დათო შენგელია.­
დაწვრილებით...
"წინასაარჩევნოდ მეც წამომიყენეს პირობა - რესპუბლიკური პარტიის დატოვება და "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა!"

"ჩემთვის გაუგებარი­ იყო, რესპუბლიკელები, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ პრინციპების ერთგული, რატომ უნდა დამეტოვებინა? ცუდ საქმეს აკეთებენ და შეიცვალნენ? ვიღაც­ები ამბობენ, ხალხს რესპუბლიკელები არ მოსწონს, უსუფაშვილი მოსწონთო. ყველას, ვინც ასე ფიქრობს, კიდევ ერთხელ ვეტყვი­ - ციდან არ ჩამოვვარდნილვარ, მშობლებმა მშობეს, როგორც ადამიანი, რესპუბლიკურმა პარტიამ კი საზოგადოებრივ ფიგურად და პოლიტიკოსად მაქცი"
დაწვრილებით...
"ქართულ ოცნებაში" გაცილებით ნაყოფიერი და პირნათელი შემიძლია ვიყო ერისა და ბერის წინაშე"
დაწვრილებით...
ქირავდება ბინა ბათუმში. ბინა წარმოადგენს
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. დღიურად!
იყიდება ერთიანი გადახდით 41კვ.მ (30.2
იყიდება 67 კვ.მ. 3 ოთახიანი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები