"ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილმა დამიძახა და ვიღაცებივით არ "შევტენილვარ" - რა ხდება "ქართულ ოცნებაში"?!
"ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილმა დამიძახა და ვიღაცებივით არ "შევტენილვარ" - რა ხდება "ქართულ ოცნებაში"?!
13-01-2016
"ჩმორები" არ უნდა ვიყოთ"

"კობახიძემ ეს განცხადება საკუთარ თავზე აიღოს ან თქვას, მსგავსი დავალება ვისგან მიიღო"


პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მმართველლი კოალიციის საარჩევნო სიაში მსახიობები და სპორტსმენები ვეღარ მოხვდებიან (იხილეთ), კოალიციაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი პარტიის ხელმძღვანელობისგან ახსნა - განმარტებებსაც ითხოვს:

- ვინ ადგენს წესებს - უნდა იყვნენ თუ არა პარლამენტში რეჟისორები და სპორტსმენებ? ამ კითხვაზე ირაკლი კობახიძემ პასუხი უნდა გაგვცეს. ამ ადამიანებმა ვინმეს უღალატეს, თუ რამე დანაშაული ჩაიდინეს? იქნებ, ისიც თქვას ვინმემ, რომ მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტებისთვის ხმა არ მიუციათ? გასაგებია, რომ ვიღაცები ველის გასუფთავებასა და საკუთარი უნიათობის სპორტსმენებისთვის გადაბრალებას ცდილობენ.

- ირაკლი კობახიძის ნათქვამი მხოლოდ გადმობრალებად აღიქვით და იმ ინციდენტებზე პასუხისმგებლობას არ იღებთ, რაც პირადად თქვენ და სხვა პარლამენტარ სპორტსმენებს გიკავშირდებათ?

- "ჩმორები" არ უნდა ვიყოთ. ინციდენტები მხოლოდ ჩვენი ადამიანური რეაქცია იყო, თუმცა საკუთარი ინიციატივით სხვისთვის შეურაცხყოფა არასოდეს მიგვიყენებია. პარლამენტში 120 იურისტი და ეკონომისტია, რატომ არ გააკეთეს საქმე ამ ადამიანებმა? არაფერი მაინტერესებს, კობახიძემ ეს განცხადება საკუთარ თავზე აიღოს ან თქვას, მსგავსი დავალება ვისგან მიიღო. ანტიდისკრიმინაციული კანონი მხოლოდ "პიდარასტების" დაცვას არ გულისხმობს, კობახიძის განცხადებები სპორტსმენების დისკრიმინაციაა. იქნებ ამ ადამიანმა ისიც განმარტოს, თუ "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველთან კონტაქტი დაკარგა, ეს ვისი ბრალია? თავად ერთი წელია პარტიას ხელმძღვანელობს! იმედი მაქვს, გიორგი კვირიკაშვილი ამ ვითარებას დაასტაბილურებს.

- ირაკლი კობახიძის პოსტიდან გაშვებას ითხოვთ?

- კობახიძეს ახსნა-განმარტებისთვის მალე შევხვდები. სხვათა შორის, მთელი პარლამენტი 2004 წელს ზვიადაურის დაღვრილ ცრემლებად არ ღირს. თქვენ გგონიათ სხვები პარლამენტში მუშაობით თავს იჭყლეტენ? განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობა ქართულს მოარგონ და ეგაა, ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის, მაგრამ ჩვენი ეშინიათ. სპორტსმენებს ის გვაქვს, რასაც დიპლომი ვერ
მოგცემს - პატიოსნება და ავტორიტეტი.

- "რესპუბლიკელებს" გულისხმობთ? ისე, ლევან ბერძენიშვილმა გიპასუხათ - ჩემი ნათარგმნი წინგნების აწევას ვერ შეძლებთო.
- ლევან ბერძენიშვილის არა მხოლოდ მე, სრულიად საქართველოს არ სჯერა. კარგად მახსოვს, ბერძენიშვილი ჯერ შევარდნაძეს და მოგვიანებით სააკაშვილსაც დითირამბებს როგორ უმღეროდა. კარგი იქნება, თუ საკუთარ წარსულს გაიხსენებს. მივესალმები, თუ სხვისი წიგნები გადმოწერა, მაგრამ ვის რა წონა აქვს, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს. რა აუწევია ლევან ბერძენიშვილს ცხოვრებაში, მიპასუხოს, რა გაუკეთებია?

- კოალიციის წევრების მიმართ მსგავსი დამოკიდებულებით გუნდში საკუთარ ადგილს ხედავთ თუ ოპოზიციაში გადასვლას აპირებთ?
- კოალიციაში მხოლოდ ერთი ადამიანის წინაშე ვგრძნობ პასუხისმგებლობას - ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილმა დამიძახა და ვიღაცებივით არ "შევტენილვარ". ისიც მახსოვს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში პირველად გამოჩნდა, ლევან ბერძენიშვილი ამტკიცებდა, მას მხოლოდ მილიარდები ვერ უშველისო. რა მინდა იმ გუნდში, სადაც არ ვჭირდები, რა იდიოტი უნდა იყო, ასეთ დროს ვინმეს "შეეტენო"? მას შემდეგ, რაც კობახიძეს მოვუსმენთ, ყველა ნახავს, რა შეგვიძლია და როგორ. ახლა ამ ახალგაზრდა კაცის ნათქვამზე ნამდვილად არ "ავვარდებით". დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)
guji
17 იანვარი 2016 14:44
საინტერესოა ვის ეკუთვნის იდეა "ცნობილი სახეების გარეშე". გამოუსწორებელი შეცდომა იქნება, მათ გარეშე პროცესების დაწყებას და გაგრძელებას. ეს იმ შეცდომის მაგვარია როგორც, პრემიების გაუქმების საკითხი. ძაააალიან არაპოპულარული ნაბიჯი იყო.
dato
17 იანვარი 2016 14:36
სოსო, უფალმა გაგაძლიეროს. სპორცმენებმა და მსახიობებმა ასახელეს ქვეყანა თორემ ამ ჯერ კამსამოლა, შემდეგ კომუნისტებმა და შემდეგ ამერიკაში დატრეინინგებულმა მოღალატეაგენტურამ, ზოგი არასამთავროებში რომ მოკალათებულან ცერეუს დავალებებს რომ ასრულებენ და 30 ვერცხლით იკვებებიან და ზოგი პარტიებში, რა გაუკეთებიათ ქვეყნისთვის თუ არ გაუფუჭებიათ. ბერძენიშვილები და მათი ლიბერასტი კასტა 25 წელი პოლიტიკაში ყრიან, რა გაუკეთებიათ ავეყნისთვის ცუდის მეტი და მუქთა ფულის ჭამის მეტი. ჯერ იყო ეროვნული ხელისუფლება დაამხეს, ვისი ხელით? რუსების. დღეს რომ დიდი ევროპელები გამიხდენ. ხალხს აბოლებენ ევროპაში ასეა ისეა. ევროპაში ვცხოვრობ და რაც საქართველოს ტელევიზიებით ხდება გარყვნილების პროპაგანდა ასეთს იქ ვერ ნახავ. ან ქუჩაში როგორც თბილისში დადიან ეს გოიმები საფრანგეთში რომ ესე გაიაროს გოგომ მე ძალიან ცოტა თუ მინახია არა არც მახსოვს. ლგბტს რომ ვუძახით კულტურულად საქართველოში საფრანგეთში პირდაპირ უძახიან და შეიძლება გახიონ ცემაში. ჩვენ არავის ჭკუის სწავლება არ გვჭირდება მითუმეტეს ტოლერანტობის. მოათრიეს ძალით თურმე საქართველოში ვინმეს ავიწროვებენ, ვის ავიწროვებენ, ისევ ქართველებს, მართლმადიდებლებს თბილისში 150 მოქმედი ტაძარია, აჭარაში 200 მეჩეთი, ქვემო ქართლში კიდევ ამაზე მეტი და ქართველებს კახში " მეგობარმა აზერბაიჯანმა" ერთი მოქმედი ტაძარი წმინდა გიორგის სახელობის ისიც დაგვიხურეს და წინამძღვარი გამოაძევეს უკვე ორი წელია. ამაზე ხმას არც რესპების მოღალატე კლანი და მათი მოშმე ნაციცტები და ალასანიას ცერეუშნიკი პარტია თავისი კოჟორაძე, გიგაური, კორძაია და ქართველებისა და მართმადიდებლების გარდა ყველას სახალხო დამცველი მუდო ნანუაშვილი ხმას არ იღებენ. ყველამ ხომ ვიცით რომ სულით პოლიტიკოსთა 95% ნაძირალაა, პატიოსნება და ხალხის სიყვარული კიდევ მსახიობებს, რეჟისორებს და სპორცმენებს შერჩათ. პარლამენტში სულ 6 კაცია სპორცმენი, მსახიობი დანარჩენებმა რა ქნეს აგვაშენეს? ამ 6 კაცმა დაგვღუპა? ეს ექვსი კაცი იბრძოდა 10 წელი სააკაშვილის რეჟIმის დასამხობათ და თავი გადადებული ქონდათ თორემ ბერძენიშვილები ხან ედიკას მონები იყვნენ, მერე მიშას და მიშამ რომ პირდაპირ უთხრათ არ მჭირდებით თქვენი 0,02%-ანი პარტია მერე დატოვეს ნაცები და გადახტენ ოპოზიციაში დაჭერის შიში მაგათარ ქონდათ რადგან ამერიკის ელჩი მფარველობდათ როგორც აგენტურას ხოლო, ზაზა პაპუაშვილს ამ მართლა უპატიოსნეს ვაჟკაც კაცს და სოსოს, ლუკას რაც დამართეს 26 მაისს ვიცით.
სხვა სიახლეები
28 მაისს, ახალი სპორტის სასახლეში მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ პირველი ყრილობა გაიმართა
დაწვრილებით...
"ჩვენს ქვეყანას აქვს უნიკალური შანსი, რომ ეს ბოლშევიკური მოძრაობა, სამუდამოდ გაიყვანოს პოლიტიკური სივრციდან"
დაწვრილებით...
2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის დროს გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს მოსკოვმა 70 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.
დაწვრილებით...
14 მაისს, პარტია ”ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გამოაქვეყნებს წერილს
დაწვრილებით...
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პირველად სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი თბილისის გარდა საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართა.
დაწვრილებით...
"რუსული და აფხაზური მხარეები აპირებენ გაახმაურონ მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების ამბავი"
დაწვრილებით...
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა საქართველოს უკვე მიულოცეს აღნიშნული თარიღი.
დაწვრილებით...
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ოდესიდან მიულოცა.
დაწვრილებით...
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 91 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
დაწვრილებით...
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
ქირავდება დღიურად! ახალაშენებულში სასტუმროს ტიპის
ორთაჭალაში, ახალაშენებულ კორპუსში, იყიდება 100
იყიდება 2000 კვ.მ. რეგისტრირებული მიწის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები