"იმ პირობებზე დათანხმება, რასაც "გაზპრომი" გვთავაზობს, კატეგორიულად მიუღებელია" - "გაზპრომის" გაზი - "განხეთქილების ვაშლი" კოალიციაში?!
"იმ პირობებზე დათანხმება, რასაც "გაზპრომი" გვთავაზობს, კატეგორიულად მიუღებელია" - "გაზპრომის" გაზი - "განხეთქილების ვაშლი" კოალიციაში?!
14-01-2016
"არც ნათელმხილველები ვართ და არც უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა!"

"რესპუბლიკელებსა" და პარტია "ქართულ ოცნებას" შორის საარჩევნო კვოტებზე დავა ჯერ დასრულებულიც არ იყო, რომ თამარ კორძაიამ "გაზპრომთან" დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრს კონკრეტული კითხვებით მიმართა. გათვლილია თუ არა პოლიტიკური რისკები, რომელიც შეიძლება მოყვეს "გაზპრომთან" ურთიერთობას? - თამარ კორძაიას ამ განცხადების შემდეგ, საზოგადოების ნაწილში ლოგიკურად გაჩნდა კითხვა, გახდება თუ არა "გაზპრომის" საკითხი კოალიციაში პოლიტიკური ვაჭრობის თემა და კვოტებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, "რესპუბლიკელები" "თავისუფალი დემოკრატების" განცხადებებს ხომ არ გაიმეორებენ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების საფრთხესთან დაკავშირებით. დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" თამარ კორძაია საუბრობს:

- "გაზპრომის" ირგვლივ კითხვებს პოლიტიკური ვაჭრობის გამო არ ვსვამთ. საარჩევნო კვოტებზე საუბარიც კი არ იყო, როდესაც 2015 წლის ნოემბერში ენერგეტიკის სამინისტროში კონკრეტული კითხვები გადავაგზავნეთ. ეს მოქალაქეებმა შეაფასონ, ჩვენ კი ვალდებულნი ვართ, გავახმაუროთ, რომ ენერგეტიკის სამინისტროდან 30 ნოემბერს მიღებული პასუხები გუშინდელ განცხადებებს არ ემთხვევა. რამდენიმე თვის წინ გვითხრეს, რომ "გაზპრომისგან" დამატებითი გაზის მიღება არ იგეგმებოდა, არასამთავრობოებთან შეხვედრაზე კი ითქვა, რომ საქართველო რუსეთისგან გაზის დამატებით მოცულობას მიიღებს.

- რატომ შეიცვალა პოზიცია ან რატომ არ იყო ამის შესახებ თქვენ, როგორც კოალიციის სრულულფებიანი წევრი ინფორმირებული?
- ჩვენი კითხვებიც სწორედ აქედან გამომდინარეობს - რა შეიცვალა ორი თვის განმავლობაში? ყველა აღიარებს, რომ "გაზპრომი" მძლავრი პოლიტიკური იარაღია, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს რისკები მაქსიმალურად უნდა გათვალოს. თანაც "სოკარის" წარმომადგენლის განცხადებით, შესაძლებელია აზერბაიჯანიდან დამატებითი მოცულობის მიღება, ენერგეტიკის მინისტრი კი ამტკიცებს, არსებული მილები დამატებითი მოცულობის გაზს ვერ გაატარებსო.

- თავად არ გაქვთ პასუხი, იკვეთება თუ არა "გაზპრომის" საკითხის განხილვისას პოლიტიკური ინტერესები?
- ნაარც თელმხილველები ვართ და არც უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა, რომ ვისაუბროთ, რა პროცესები მიდის ამ ყველაფრის უკან. პირიქით, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ვთანამშრომლობთ და მათგან გულწრფელი პასუხების მიღებას ველოდებით.

- თუ თქვენთვის სასურველ, გულწრფელ პასუხებს ვერ მიიღებთ, "გაზპრომის" საკითხი თქვენსა და კოალიციას შორის წყალგამყოფი თემა გახდება?
- ჩვენი სურვილია ურთიერთობა კოალიციურ ფორმატში გავაგრძელოთ, ეს მოგვცემს შესაძლებლობას გარკვეულ წარმატებებს მივაღწიოთ.

- ფაქტია, რომ "ქართული ოცნების" წევრები ღიად დაგიპირისპირდნენ და ზოგი დაბალი რეიტინგის გამო გაერთიანების დატოვებისკენაც მიგითითებთ.
- წინასწარ ვერ განვჭვრეტ, მოვლენები რა სცენარით განვითარდება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის რეალობიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. ნებისმიერ დემოკრტიულ ქვეყანაში, მნიშვნელოვან განხცხადებებს პარტიის ლიდერები აკეთებენ და არა რიგითი წევრები.

"რესპუბლიკელი" თამარ კორძაიასგან განსხვავებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამარ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის სამინისტრო სწორ გადაწყვეტილებებს იღებს:

- გაუგებარია, რატომ დადგა დღის წესრიგში "გაზპრომის" საკითხის განხილვის აუცილებლობა, როდესაც გუშინდელ განხილვაზე, რომელსაც "რესპუბლიკელების" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ენერგეტიკის მინისტრმა ყველა დეტალზე ამომწურავად ისაუბრა. რა იწვევს დამატებით კითხვებს, იქნებ თავად უფრო გასაგებად ილაპარაკონ. არა მგონია, ამ ფორმით ვინმემ სარგებელი მიიღოს, თუნდაც მათ ვინც ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ კამპანია უფრო ადრე დაიწყეს.

- ფიქრობთ, რომ "გაზპრომის" საკითხის წამოწევით "რესპუბლიკელები" სარგებლის მიღებას ცდილობენ?

- არ მინდა ეს პროცესი ასე დავინახო. ერთი
You must have Flash Player installed in order to see this player.
რამ დანამდვილებით ვიცი - ენერგეტიკის სამინისტრო სწორ პოზიციაზე დგას.

აი, რას წერს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი "ფეისბუკპოსტში":


"ამ მოცემულობაში "გაზპრომთან" წამოწყებული მოლაპარაკებები, ისევე როგორც ირანის საიმპორტო შესაძლებლობებით დაინტერესების გამოვლენა წმინდა კომერციული ურთიერთობების თვალსაზრისით გასაგებია, მაგრამ როგორც თავიდანვე ვთქვით, ეს არ არის მხოლოდ კომერცია. ეს, უპირველეს ყოვლისა, არის პოლიტიკური საკითხი. ამდენად, მოლაპარაკებები მოლაპარაკებებად, მაგრამ იმ პირობებზე დათანხმება რასაც "გაზპრომი" გვთავაზობს და რაც პრაქტიკულად საქართველოში შემოძრომის მცდელობაა, კატეგორიულად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, არც იქნება მიღებული". (წყარო)

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)



დათო
18 იანვარი 2016 16:50
ეეე ვირ-ბო მთელი ევროპა რუსეთიდან იღებს გაზს და ჩვენ რატომ უნდა ვთქვათ უარი, თუ დაგვჭირდა რუსეთიდან კი არა ლომის ხახადანაც უნდა შევეცადოთ მივიღოთ ის რაც ხალხს გვჭირდება. რა ახლა გაიგეთ რომ დიდი წილი ენერგო მატარებლების რუსეთიდან შემოდის
და კიდევ ერთი თუ მოჩხუბარ მხარესთან მოლაპარაკებაზე არ წახვალ მარა როგორ გინდა დაალაგო ურთიერთობა ისე ხომ არა როგორც 2008 წელს
დათო
18 იანვარი 2016 16:46
გამოვიდა რა დიდი პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი. ნეტა რატომ გვთავაზობენ მის კომენტარებს. რა შემოძრომაზეა ლაპარაკი როცა ყველაფერი მათ მიყიდეს ნაცებმა.

სხვა სიახლეები
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკზე" გამოეხმაურა.
დაწვრილებით...
"როდესაც ქვეყანას აქვს უცხოური ვალუტის სერიოზული დეფიციტი, პრობლემების დროებით გადაგორების თვალსაზრისით, ხელისუფლებას ოპერატიულად სჭირდება ქეში, თუმცა რამდენად მოკლე ვადებში განთავსდება აქციები ბირჟაზე, არ ვიცი. მაგრამ 25%-მდე აქციების გაყიდვა პრობლემად არ მიმაჩნია"
დაწვრილებით...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. ჯერჯერობით პარტიის წევრებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
დაწვრილებით...
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა და ოპოზიციურ ფლანგზე გააქტიურდა, უკვე ტრადიციულ სახეს იღებს მისი ჟურნალისტებთან დაპირისპირება.
დაწვრილებით...
"მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2" აღარ იქნება სააკაშვილის ხელში, საქართველოში მისი ამბავი დასრულდება"

"სააკაშვილი დაიბარეს პოროშენკოსთან და დაემუქრნენ, რომ თუ არ შეწყვეტდა დამოუკიდებელ თამაშს, გაუშვებდნენ მოლდოვაში ელჩად"
დაწვრილებით...
"კომბლე" იქნება, "ნაცარქექია" თუ "რწყილი და ჭიანჭველა", განვითარება აუცილებელია"

"...ამ პრინციპით მინისტრებიც შემიძლია გამოცდებზე ჩავჭრა"
დაწვრილებით...
"კირვალიძის სინდრომი" "ქართული ოცნების" ავადმყოფობად იქცა"
დაწვრილებით...
"კომბლე" იქნება, "ნაცარქექია" თუ "რწყილი და ჭიანჭველა", განვითარება აუცილებელია"

"რასაც ცხოვრებაში მოგთხოვენ, ის უნდა მოგცეს სკოლამ და რასაც არ მოგთხოვენ, ის არ გჭირდება"

დაწვრილებით...
"აფხაზ და რუს ოფიცრებს გაუჩნდათ განცდა, რომ მათი თავნებობა დაუსჯელი დარჩება, რაც გიგა ოთხოზორიას მკვლელობამაც დაადასტურა"
დაწვრილებით...
"ამბობენ, რომ ოჩამჩირესა და ტყვარჩელში გადაგვასახლებენ" - რას უქადის ქართველებს გალის სამხედრო ქალაქად ქცევა?!

"აფხაზეთს ქურდები მართავენ. მათ შორის, ძალიან დიდი გავლენით სარგებლობენ, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდებიც, რომლებსაც ძალიან დიდ ანგარიშს უწევენ ჩვენი პოლიტიკოსები... ყველგან ქაოსია"
დაწვრილებით...
იყიდება ბურძგლას ქუჩაზე. სრული თეთრი
ვარ მეპატრონე. ვყიდი ორ-ოთახიან ბინას
იყიდება სარდაფი გადაკეთებული ბინად, მდებარეობს
კუთხის მზიანი ბინა
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები