"ქართული ოცნების" მხიარული არიფანა - ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი და სხვები...
"ქართული ოცნების" მხიარული არიფანა - ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი და სხვები...
14-01-2016
ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა, ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ძველით ახალი წელი საგურამოში, გურამიშვილების მარანში აღნიშნეს.

შეკრებას ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლეებთან ერთად ესწრებოდნენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმრავლესობიდან საახალწლო თავყრილობას მხოლოდ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები ესწრებოდნენ, ისე, რომ იქ პარლამენტის თავმჯდომარეც კი არ გამოჩენილა. "ჩვენ დღეს ძველით ახალ წელს აღვნიშნავთ. არანაირი პოლიტიკური საკითხები შეხვედრაზე არ განიხილება", - აცხადებდნენ უმრავლესობის წევრები. გავრცელებული ინფორმაციით, სუფრას თემურ ჭკუასელი თამადობდა.

თავყრილობის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა,
რომ შეხვედრაზე პოლიტიკურ საკითხებზე მინიმალური დოზით ისაუბრეს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი არის "ქართული ოცნების" გუნდის წევრი და ის ღონისძიებას სწორედ ამ სტატუსით დაესწრო. "ახალი წელი მივულოცეთ ერთმანეთს. იყო მოკრძალებული სუფრა და ვფიქრობ, კარგი საღამო გამოვიდა. უახლოეს დღეებში, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია კოალიციურობა და სიები, ყველაფერზე გექნებათ პასუხები. დღეს იყო ახალი წლის აღსანიშნავი საღამო. სპორტსმენები იქნებიან სიებში, მსახიობები, ზეინკლები, თუ იურისტები, ეს, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობა მოითხოვს, ისე იქნება ჩვენი გუნდის მხრიდან. ეს არის გუნდი, რომელიც არის უშლელი და ირაკლი ღარიბაშვილიც იყო სტატუსით, რასაც ჰქვია მეგობარი და ამ გუნდის წევრი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გურამიშვილების მარანთან "ქართული ოცნების" წევრთა თავმოყრის კადრები ტელეკომპანია "პრველმა" გაავრცელა, გთავაზობთ ფოტოგალერეას.

იხილეთ ფოტოგალერეა

ვიდეო




glaxuna
15 იანვარი 2016 23:26


,,ა შ ე ნ ე ბ თ,, ხო საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს 2012 წლიდან და იცავთ მის ღ ი რ ს ე ბ ა ს ...მ ტ ე რ თ ა ნ ფარისევლებით ?!

უბრალოდ გ ა ვ ი ხ ს ე ნ ო თ :
,,...

და სრულქმნილება დარქმევია არარაობას,

და იყიდება ოქრო-ვერცხლზე კაცის ღირსება,
და მოიღერა ქალწულივით ყელი მეძავმა
და განდიდება მდაბიოთა გახდა თვისება,

და ყველა ლაჩარს რაინდობა შემოეძალა

და პირმოთნენი დარბაისელ სიტყვებს ხლართავენ
და ავი კეთილს დაატარებს თავის ნებაზე
და უმეცრები განათლების საქმეს მართავენ
და სულმდაბალნი ბატონობენ შთაგონებაზე…

ყველაფრით დაღლილს, სიკვდილიღა მიელავს თვალში
... ... ...,,
gogi
15 იანვარი 2016 14:42
გახსოვთ ბულგაკოვი? Каждая кухарка может управлять государством. ლენინის ანდერძია. ასე არ ფიქრობთ, ბატონო ვოლსკი? თუმცა თქვენ ხომ მხოლოდ იმ ბრძენი კაცის აზრებს იზიარებთ, საკუთარი არ გაგაჩნიათ. არც გჭირდებათ.
სხვა სიახლეები
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას გამოსვლა შეაწყვეტინეს.
დაწვრილებით...
24 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთის კურორტების განვითარებსთვის ახალი სახელმწიფო შპს შეიქმნება, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. როგორც პრემიერმა განაცხადა:
დაწვრილებით...
"განაცებული" ბურჭულაძის რეიტინგი ამ პოლიტიკური მანევრით მხოლოდ ნულს გაუტოლდება"

"პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისში სკამიც კი "ნაციონალური მოძრაობის" ჰაერით სუნთქავს"
დაწვრილებით...
მე მგონი, იმის გარანტი, რომ ძალადობა აღარ განმეორდება, მე თვითონ ვარ, რომ შევედი პოლიტიკაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომერმა, ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა განაცხადა.
დაწვრილებით...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული საარჩევნო სიის ოცეული ცნობილია. სიის ოცეული პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გასაჯაროვდა.
დაწვრილებით...
თბილისის მერი დავით ნარმანია გუშინდელი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
დაწვრილებით...
ევროკავშირის მონიტორინგის მისის ცხელი ხაზის მეშვეობით წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ სობისში, ჩილინდრიშვილების ოჯახს ქერის მოსავლის დასაბინავებლად 5 საათი მიეცა.
დაწვრილებით...
მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს შეიქმნება, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.
დაწვრილებით...
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
62 კვ.მ. +90კვმ ბინის თეთრი
სოფელ ვაზიანის ცენტრში ლილო მოლიდან
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. დღიურად!
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები