"ჯერ ბატონი ბიძინა ვადღეგრძელე, მერე კი - ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი" - რას ყვება "ქართული ოცნების" მოლხენაზე სუფრის თამადა
"ჯერ ბატონი ბიძინა ვადღეგრძელე, მერე კი - ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი" - რას ყვება "ქართული ოცნების" მოლხენაზე სუფრის თამადა
15-01-2016
"ერთი სიტყვა პოლიტიკაზე არ თქმულა, არც მივცემდი ამის უფლებას იმიტომ, რომ თამადა გახლდით და როგორც ამბობენ, ძალიან კარგად ვითამადე"

როგორც ცნობილია, გუშინ ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" ძველით ახალი წელი საგურამოში, გურამიშვილების მარანში აღნიშნა. შეკრებას ორი ყოფილი და ერთი მოქმედი პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. მოსალხენად მისულ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს მეუღლეებიც თან ახლდნენ.

"მიყვარხართ, პატივს გცემთ და კარგად იყავით" - ასე მიმართა ჟურნალისტებს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შეკრების დატოვების შემდეგ.
ფოტო არქივიდან - სტუმრად ბიძინა ივანიშვილთან

ლხინის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ საახალწლო შეკრების აღსანიშნავი თანხა თავად შეკრიბეს - "ჩვენ ყველამ, ფრაქციის წევრებმა მეუღლეებთან ერთად შევკრიბეთ თანხა და გადავიხადეთ დღევანდელი საახალწლო სუფრა", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ.
როგორც შეკრების შემდეგ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, შეხვედრაზე არანაირი პოლიტიკური საკითხები არ განუხილიათ და მხოლოდ ძველით ახალი წელი აღნიშნეს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნების" გუშინდელ არიფანაზე თამადა საპარლამენტო ურმავლესობის წევრი, თემურ ჭკუასელი იყო. შეკრების დეტალებზე სასაუბროდ სწორედ მას დავუკავშირდით.

- იყო კალანდა, ძველით ახალი წელი და შევიკრიბეთ იმიტომ, რომ გვემხიარულა, გვემღერა. ძირითადად მეგობრები ვიყავით, ერთი გუნდის წევრები. გვქონდა სურვილი, რომ ჩვენი პარლამენტში ყოფნის დროს სამივე პრემიერი დაგვეპატიჟებინა და გავაკეთეთ კიდეც, ეს იყო ჩვენი მიზანი, ერთი სიტყვა პოლიტიკაზე არ თქმულა, არც მივცემდი ამის უფლებას იმიტომ, რომ თამადა გახლდით და როგორც ამბობენ ძალიან კარგად ვითამადე. ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, ეს იმითაც გამოჩნდა, რომ ბატონი ბიძინა და ახალი პრემიერიც, როგორც წესი, სუფრიდან ცოტა ადრე მიდან ხოლმე, დიდი ხანია ვიცნობ ბატონ ბიძინას და ვიცი მისი ხასიათი, და თქვენ წარმოდგინეთ, ამ საღამოს  არცერთს გამოუთქვამს ადრე წასვლის სურვილი. ეს იყო და
ეს, მეტი არაფერი. საერთოდ კარგია, რომ ჟურნალისტებისგან ასეთ ყურადღებას ვიმსახურებთ, მაგრამ ხანდახან ხდება, რომ დაძაბული სიტუაციის შემდეგ გინდა, რომ ცოტა მოისვენო.

- მხოლოდ ჩვეულებრივი სადღეგრძელოები შესვით თუ პოლიტიკურიც გამოურიეთ?
- გურული ვარ და ცოტა წავიტრაბახებ, როცა მე ვარ თამადა, იმ სუფრაზე ჩვეულებრივი სადღეგრძელოები არ არის ხოლმე, მხოლოდ საინტერესო სადღეგრძელოებს ვსვამთ.

- მაგრამ ამდენი პოლიტიკოსი ერთად იყავით, ნუთუ არ გისაუბრიათ ამ თემაზე?
- არა, არანაირი პოლიტიკა.

- არც ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელო დაგილევიათ?
- რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინას სადღეგრძელო დავლიეთ. პრემიერების სადღეგრძელოები შევსვი იმ თანმიმდევრობით, როგორც იყვნენ, ანუ ჯერ ბატონი ბიძინა ვადღეგრძელე, მერე კი - ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი. წლებია მათ ვიცნობ და მინდა გითხრათ, ჩვენ ყველას  ერთადერთი სურვილი გვაერთიანებს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული და ყოველი მომდევნო ახალი წელი იყოს უკეთესი და უკეთესი.

იხილეთ ფოტოგალერეა

ვიდეო

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა


nikoloza
19 იანვარი 2016 18:58
აბა კაცო აბა. რა გვეშველება შენ ტუ გეცოდებიტ.დავიგუპეთ.ყველა უქნარა და უვარგისი რატო ტირის.ერტი საქმის მკეთებელი კაცი მანახეთ რო ტკვას მიშავიზიაზე ანუ რუსტავი 2 ზე მაინც რამე გავაკეთე და არ მაცალეს ან რამე დამიშავესო.ვაი თქვენს პატრონს
kaxi
17 იანვარი 2016 22:15
მეცოდებით ვისაც ბიძოს და მისი გუნდის იმედი გაქვთ, თქვენი ,,მესია,, პარლამენტში 30-35 კაცით თუ შევა მაქსიმუმი. ამდენს და ცოტა მეტსაც ნაცებიც მიიღებენ. როგორც ნაცები ეზიზღება ხალხს ისე ეზიზღება ქოცებიც. მათ შორის დიდი განსხვავება არაა. ქოცები ოდნავ უკეთესები არიან, თუმცა ნაცები უფრო ხმაურობდნენ და რუსეთის მიმართაც მეტი პრინციპულები იყვნენ. ამათ ქოცებს პროტესტის გამოხატვის სურვილიც არა აქვთ რუსების მიმართ, ამიტომაც გრძელდება მცოცავი ოკუპაცია. ახლა გაზპრომს შემოიყვანენ და სულ დაგვაჯდება რუსი. ეს გაზპრომი კი ვისაც აწყობს კარგათ ვიცით. რუსი ოკუპანტია და საზიზღარი. ოკუპანტის ხელშემწყობს კი მოღალატე ჰქვია.
სხვა სიახლეები
"პუტინისთვის ის არის „ხელის ბიჭი“. მიუგდო თავის ფული და უთხრა, აჰა, ჩამომაშორე სააკაშვილიო"
დაწვრილებით...
მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სენკაში დაგეგმილ შეხვედრაზე მივიდა და სანდრა რულოვსს პირადად გაესაუბრა
დაწვრილებით...
"ამ ხელისუფლების მხრიდან იმდენი სახელმწიფოებრივი საიდუმლოებაა გაცემული რუსული აგენტურისათვის, ერთით მეტი იქნება თუ ნაკლები, არაფერს ცვლის"
დაწვრილებით...
ტელეკომპანია "იმედმა" სოციოლოგიური კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვთ "ქართულ ოცნებას" და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
დაწვრილებით...
ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით, კომპანია JPM Strategic Solutions-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით, ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა თითქმის 7%-ით არის გაზრდილი.
დაწვრილებით...
"თუ ამ ჩამონათვალში არ გაჟღერდა ეროსი კიწმარიშვილის გვარიც, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი იქნება, რომ ამ საქმის გამოძიება პროკურატურის ინტერესში არ შედის"
დაწვრილებით...
"ჩემი დანახვა აღარ უნდათ. მიპატიჟებაზეც უარი მითხრეს"
დაწვრილებით...
"9 დღეც მოითმინეთ და ქარიშხალი ჩადგება"

"ეგონათ, რომ ერთ წელიწადში საოცრება მოხდებოდა, ყველა ქართველი გამდიდრდებოდა და ყველა სამსახურს იშოვიდა"
დაწვრილებით...
"არ დაგავიწყდეთ 7-იანის შემოხაზვა, მათ შორის „ოცნების“ წევრებსაც"
დაწვრილებით...
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
იყიდება კომპანია "აქისის" აშენებულ სახლში,
იყიდეთ 62 კვ.მ. საუკეთესო ბინა
იყიდება 2-სართულიანი კერძო სახლი, 6
იყიდება 53 კვ.მ. 2,5-ოთახიანი კუთხის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები