"კოალიციის დაშლა გამორიცხული არ არის" - "ქართულ ოცნებას" "ეროვნული ფორუმიც" აუმხედრდა?
"კოალიციის დაშლა გამორიცხული არ არის" - "ქართულ ოცნებას" "ეროვნული ფორუმიც" აუმხედრდა?
15-01-2016
"კოალიციაში ყოფნა მხოლოდ იმისთვის, რომ 6-7 დეპუტატი გავიყვანოთ, არასწორია"

ამ ორიოდე დღის ხნის წინ, "გაზპრომთან" დაკავშირებით ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ლადო პაპავას განცხადება სოციალურ ქსელში "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო ვახტანგიშვილმა გააზიარა და იქვე დასძინა - "მთლიანობაში ვეთანხმები ბატონ პაპავას". არადა, "ეროვნული ფორუმი" როგორც თავადვე აღნიშნავენ, პოლიტიკური კონუნქტურიდან გამომდინარე, მიმდინარე პროცესების შეფასებისგან უკვე სამ წელზე მეტია თავს იკავებს და არც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს ეხმიანება. რატომ მიიჩნევს "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს საფრთხედ და რას ითხოვს კოალიციისგან, "კვირის პალიტრასთან" "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი, გორის მაშორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგიშვილი საუბრობს:

- არგუმენტები, რაც ლადო პაპავამ "გაზპრომთან" დაკავშირებით გაახმოვანა, ჩემთვის მისაღები და გასათვალისწინებელია - სტრატეგიული გაზსადენის გასხვისებაზე ლაპარაკი სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული იქნება. არ ვამტკიცებ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ მხარესთან ამ საკითხზე საუბრობს, თუმცა მსგავს მსჯელობის დაწყებაც კი დაუშვებელია.

- "გაზპრომზე" ენერგეტიკის მინისტრის განამრტებები თქვენთვის მიუღებელია?

- ენერგეტიკის მინისტრთან ამ საკითხზე არ გვისაუბრია, თუმცა ლადო პაპავა საკმაოდ მნიშვნელოვან დეტალებზე მიუთითებს.

- "ეროვნული ფორუმის"
წევრები სამი წელია პოლიტიკურ პროცესებს , ფაქტობრივად, არ ეხმაურებით და არც პარლამენტში აქტიურობთ. თქვენი გააქტიურება საარჩევნო სიებზე დაწყებულ აჟიოტაჟს ხომ არ უკავშირდება?

- ამაზე საუბარს ნუ ვიჩქარებთ. კოალიციაში ამ საკითხზე საუბარი აუცილებლად მოგვიწევს. თავის დროზე, გაერთიანება "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გაერთიანდა, მიზანს მათი დამარცხება წარმოადგენდა, რასაც მივაღწიეთ კიდეც.

- ანუ, ახლა კოალიციასთან გაერთიანების მიზეზი თქვენთვის არ არსებობს და ის უნდა დაიშალოს?
- უნდა გავარკვიოთ, საით მივდივართ და რა გვინდა. კოალიციამ ახალი ამოცანები უნდა დაისახოს. კოალიციის დაშლა გამორიცხული არ არის, მაგრამ ვერაფერს დავადასტურებ. ყველაფერი იმაზე დამოკიდებული, რა საკითხებზე შევთანხმდებით.

- კვოტებს ითხოვთ?
- ამ თემაზე საჯაროდ არ ვილაპარაკებ. არა მგონია, ეს გამართლებული იყოს, კოალიციაში ყოფნა მხოლოდ იმისთვის, რომ 6-7 დეპუტატი გავიყვანოთ, არასწორია.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)

ქეთი წულაია
20 იანვარი 2016 10:03
დაწყებული საქმე ივანიშვილმა დამწყებს უნდა დაამთავრებინოს. მიშას რეჟიმი მის მოსვლამდე კახა შარტავამ შეარყია 2012-ში, როცა დიპლომატურად ოპოზიციის ნიღაბი ჩამოხსნა რესპებს, თავისუფალ დემოკრატებს, მემარჯვენეებს, ნათელაშვილსა და ბურჯანაძეს. ფაქტობრივად, მოსუფთავებულ მაგიდაზე დასვა დღევანდელი მთავრობა და ზედ ისიც დააყოლა, მეტის გამკეთებელს ვერც ვხედავო. ამ სამწუხარო რეალობიდან კახა შარტავას არავისზე ნაკლები არც ქიცი შეუძლია და არც ქიცმაცური. თან ისე პოლიტიკურად, რომ ქვეყანას ზედმეტი მტერი არ გაუჩინოს. თუ ვინმეს გაპაჩნიკებაა საჭირო, მაგასაც სხვებზე უკეთესად მოახერხებს
ნინიკო
18 იანვარი 2016 12:55
გეხვეწებით კარგი ავირჩიოთ ვინმე. ახალგაზრდებს კარგი მომავალი გვინდა ნუ დაგვტანჯეთ და ნუ გვაგდებთ უცხოეთში..გვიყვარდეს ერთმანეთიი ქართველებო
სხვა სიახლეები
2014 წელს რუსეთმა საქართველოს ჯაშუშობისთვის ბრალდებული 3 მოქალაქე, წელს კი კიდევ 4 გადასცა
დაწვრილებით...
გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ”ქართულ ოცნებას” ხმას გამოკითხულთა 22,4 %, ”ნაციონალურ მოძრაობას” კი 21,7 % მისცემდა.
დაწვრილებით...
"ვითომ პრემიერ მინისტრს ანბანის კოშკის საზეიმო გახსნის შემდეგ გაუხსნია სასტუმრო ციხისძირში. ოღონდ ეს სასტუმრო მე და ლევანმა 2006-ში დავიწყეთ და 2013 წელს უკვე დამთავრებული იყო და არ ხსნიდნენ“
დაწვრილებით...
"გაუმაძღარი ჩინოვნიკების მადის გამო მოსახლეობა უპატრონოდაა მიტოვებული"
დაწვრილებით...
"ძალიან ცუდია, როდესაც ვარშავის სამიტის წინ, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში და მათ შორის ნატო - შიც გაიგეს, რომ საქართველოს მთავრობაში ერთიანობა არ არის"
დაწვრილებით...
დოლიძე საზოგადოებას თავად ქვეყნის პირველმა პირმა, გიორგი მარგველაშვილმა წარუდგინა.
დაწვრილებით...
არსებული ინფორმაციით, ანა დოლიძე მუშაობას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააგრძელებს
დაწვრილებით...
2016 წლის დასაწყისში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა არასრულწლოვან გოგონებზე იძალადეს
დაწვრილებით...
"ამ საკითხებზე ჩემთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს და ძალიან სწორადაც იქცევიან"
დაწვრილებით...
ბინა არის იდეალური სტუდიოს ტიპის,
იყიდება 65 კვ.მ. ბინა საბურთალოზე,
ქირავდება დღიურად, კორპუსის იზოლირებული კომფორტული
იყიდება 2 -ოთახიანი ბინა აქსის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები