"ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, კობახიძეს გადაცდომა მოუვიდაო"
"ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, კობახიძეს გადაცდომა მოუვიდაო"
18-01-2016
"გუგული მაღრაძე მართლა ადგა და ივანიშვილის მაგიდასთან გადავიდა. ისე, მეც კი გადავინაცვლე მეორე მაგიდასთან, მასაც შეუძლია ჩემზე იგივე განაცხადოს. სხვათა შორის, მე "რაშა ორერას" ვმღეროდი, გუგული - "მხოლოდ შენ ერთს".

გასულ კვირას პარტია "ქართული ოცნების" წევრებმა ყოფილ პრემიერებთან - ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე მოქმედ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ახალი წელი საგურამოში აღნიშნეს. შეკრების დეტალებზე გლდანის მაჟორიტარი სოსო ჯაჭვლიანი საუბრობს:

- საახალწლო სუფრისთვის­ 100-100 ლარი შევკრიბეთ. რა გაუჭირდა "ქართულ ოცნებას" ისეთი, რომ თანხა ჩვენ დაგვადებინა? ეს, ხუმრობით, თუმცა არა მხოლოდ ჩემი, ჩემი მეუღლის თანხაც მე დავდე. არადა, საგურ­ამოში მარტო მივედი. როდესაც კოლეგებმა მკითხეს, მეუღლე სად არისო, ვუპასუხე, ცოლმა მითხრა, სირცხვილით როგორ წამოვალ, მსახიობები და რეჟისორები არ ნდომებიათო და კონცერტზე წავი­და-მეთქი. მართლა ასე მოხდა.

- საახალწლო სუფრასთან პოლიტიკურ საკითხებზე თუ ისაუბრეთ?

- დარბაზში ორ 30-კაციან მაგიდასთან ვისხედით. სუფრა რომ მთავრდებოდა და წამოვიშა­ლეთ, ყველა, მათ შორის, ყოფილი და მოქმედი პრემიერები გავაჩერე, და ხუმრობით ვუთხარი: ამბობენ, სიის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ვინც ბიძინა ივანიშვილის მაგიდასთან მოხვდა, ბედნიერია, რადგან სიაში მოხვდება, ვინც სოსო ჯაჭვლიანის მხარეს აღმოჩნდა, ყველა "გადაყრილიაო". ეს რომ გუგული მაღრაძემ გაიგონა, წამოხტა, ვაითუ, სიაში ვერ მოვხვდეო და გიტარით ხელში ბიძინა ივანიშვილის სუფრასთან გადაინაცვლა, თუმცა როდესაც ივანიშვილმა სოსო ჯაჭვლიანზე დადებითად ისაუბრა, მაშინვე დაუბრუნდა საკუთარ ადგილსო.

- ახლა ამ ხუმრობით გუგული მაღრაძის სურვილებს ახმოვანებთ?
- ხუმრობაა, მაგრამ გუგული მაღრაძე მართლა ადგა და ბიძინა ივანიშვილის მაგიდასთან გადავიდა. ისე, მეც კი გადავინაცვლე მეორე მაგიდასთან, მასაც შეუძლია ჩემზე იგივე განაცხადოს. სხვათა შორის, მე "რაშა ორერას" ვმღეროდი, გუგული - "მხოლოდ შენ ერთს".

- შეკრებაზე არ იყვნენ ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე?
- ისეთი ფორმატის შეკრება იყო, კობახიძე
არც უნდა ყოფილიყო. მისი ახალგაზრდობით რაც მოხდა - მოხდა, მე არავის "შევეტენები", "დავაი, რა", მაგრამ კობახიძის განცხადება პირდაპირი შეურაცხყოფა გახლდათ.

- ბიძინა ივანიშვილმა მხარდაჭერა თქვენ აღგითქვათ?

- ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, კობახიძეს გადაცდომა მოუვიდაო და მეტი არაფერი.

- თემურ ჭკუასელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი სხვადასხვა სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა მათ, ვინც საარჩევნო სიაში ვერ მოხვდება. თქვენ სად უნდა დასაქმდეთ?
- ჩვენ ერთი გუნდი ვართ. მნიშვნელობა არა აქვს, სამთავრობო­ სტრუქტურებში ვიქნებით, თუ პარ­ლამენტში, თუ დღეს თავდას­ხ­მაში ხარ, უნდა ამოისუნთქო და სა­თადარიგოთა რიგებში გადაინაცვ­ლო.

რუსუდან შელია
ლილი
01 თებერვალი 2016 10:51
ჯერ იყო... მიშა და მისი კახპები გვაჯდნენ, ახლა ეს ხიხოები
mzia
28 იანვარი 2016 15:53
სამარცხვინოები/ვაი ცჰვენს პატრონ ვის ვადზლევტხმას.როგორ სჰეიდზლება ესენი კვეკნის მარტვის სადავეებტან მიუსჰვა, ამაზრზეია ტკვენი კმედება გონს მოეგეტ, გირსეულად მოიკეციტ, რას ტინგიცობტ.
სხვა სიახლეები
"მახსოვს თუ როგორ დაუჭირეს შვილი, როგორ „ჩაუდეს“ მას ნარკოტიკი და გაასამართლეს"
დაწვრილებით...
"18 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელდა და რომელიც ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებს შეეხებოდა"
დაწვრილებით...
"საქმე ეხება ლევან ვარშალომიძის მიერ დაწყებულ კამპანიას, სადაც ის მოქალაქეებთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს და გამარჯვების შემთხვევაში მათ ბინის აშენებას ჰპირდება"
დაწვრილებით...
"სამართალდამცველებისთვის მათი პოლიტიკური კუთვნილების შესახებ ცნობილი არ იყო"
დაწვრილებით...
სამართალდამცველებმა წუხელ ღამით პაატა ბურჭულაძის პარტიის 2 წევრი დააკავეს.
დაწვრილებით...
2008 წლის ომის შემდეგ, შიდა ქართლის 650 კულტურის ძეგლს რუსული საინფორმაციო საშუალებები ოსური კულტურის ძეგლებად აცხადებდნენ
დაწვრილებით...
PRIME
"ეს დაახლოებით იგივეა, ბინ ლადენი ამოიღო წითელი ცირკულარიდან, ის ამერიკაში ჩავიდეს და საქმიანობა დაიწყოს"

"თუ გიორგაძე ქვეყანაში შემოვა, დააკავებენ!"
დაწვრილებით...
PRIME
პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" სამინისტროების შეკვეცის ინიციატივით გამოდის­ - პარტიის განცხადებით, 19 სამინისტროს ნაცვლად, 7-იც საკმარისია, რათა სახელმწიფოს მუშაობა ეფექტური გახდეს.
დაწვრილებით...
PRIME
"არა მგონია, რუსეთი­ გიორგაძეზე დებდეს ფსონს"

"ამ შემთხვევაში პირდაპირი მოპასუხე­ მხარე არის პარლამენტი და პრეზიდენტი, ანუ ისინი, რომელთაც ნორმატიული კანონქვემდებარე აქტით კანონის­ მიღების უფლება აქვთ. შესაბამისად, ზეწოლით დაინტერესებული უნდა იყვნენ მხოლოდ ეს ორგანოები. შეიძლება ამაში მონაწილეობდნენ ხელისუფლების მაღალი ეშელონები... მჯერა, პაპუაშვილს აქვს შესაძლებლობა, პირდაპირ შეხვდეს მთავარ პროკურორს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს და განიხილოს ეს პრობლემა..."
დაწვრილებით...
PRIME
"ვხედავდი, რომ მაშინ ხელისუფლება გამოუსწორებელ შეცდომებს­ უშვებდა - ამის შესახებ სააკაშვილთანაც ხშირად მისაუბრია"
დაწვრილებით...
PRIME
ქირავდება ბინა, ბინაშია ყველაფერი, პირველადი
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
იყიდება კეთილმოწყობილი, კაპიტალური ორ სართულიანი
სასწრაფოდ! იყიდება სახლი ბორჯომში, კეთილმოწყობილი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები