კვოტების "ომი" იწყება?! - ვის რა ამბიცია აქვს 2016 წლის არჩევნებისთვის
კვოტების "ომი" იწყება?! - ვის რა ამბიცია აქვს 2016 წლის არჩევნებისთვის
18-01-2016
"რესპუბლიკური პარტია" გამ­ოცდილი პოლიტიკური სუბიექტია და საკანონმდებლო თუ აღმას­რულებელ ხელისუფლებაშიც მეორე პოლიტიკური ძალაა. კონკრეტული პირები ვერც მარჯვნიდან და ვერც მარცხნიდან შემოტევით პროვოკაციებზე ჩვენს წამოკიდებას ვერასოდეს ახერხებენ"

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კოალიციაში საარჩევნო სიის კვოტების გადანაწილებაზე საუბარი გააქტიურდა. მართალია, გაერთიანებაში შემავალი პარტიული სუბიექტების ლიდერები დაპირისპირებას უარყოფენ, მაგრამ კოალიციის ზოგიერთი წევრის განცხადებები მიანიშნებს, რომ სიებზე შეთანხმება "ქართული ოცნებისთვის" იოლი არ იქნება. მეტიც - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა დიდი ამბიციების მქონე დაბალრეიტინგიან კოლეგებს კოალიციის დატოვებისა და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობისკენ მოუწოდა.

"კოალიციაში კვოტები თანაბრად ვერ გადანაწილდება"
ფრაქცია "ქართული ოცნე­ბის" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი კოალიციაში დაპირისპირებას გამორიცხავს, თუმცა,­ დასძენს, რომ წინასაარჩევნოდ კვოტები თანაბრად ვერ განაწილდება.
- სისულელეა კოალიციაში დაპირისპირებაზე საუბარი. თამაზ მეჭიაურს კონკრეტული პარტიები არ დაუსახელებია და მხოლოდ ის განაცხადა, კოალიცია საარჩევნო შემადგენლობას იმ პერიოდისთვის პარტიების რეიტინგის მიხედვით გადაწყვეტსო.

- ვინ უნდა შეაფასოს პარტიების პოლიტიკური რეიტინგი არჩევნებამდე და ნიშნავს თუ არა თქვენი განცხადება, რომ პარტიებს კვოტები თანაბრად არ გაუნაწილდება?

- პარტიული რეიტინგით უნდა განისაზღვროს თითოეული ადამიანის რაოდენობა. კვოტები თანაბრად ვერ განაწილდება, ასე არც წინა არჩევნებზე მომხდარა.
ვინ რა რაოდენობით იქნება წარმოდგენილი, შეთანხმების საფუძველზე გადაწყდება.

"პროვოკაციებზე ვერ წამოგვიკიდებენ"

"რესპუბლიკური პარტი­ის" ლი­დერის, დავით ბერძ­ენი­შვილის­ განცხადებით, პარტია ამ ეტაპზე­ კოალიციის რიგითი წევრების განცხადებებს მნიშვნელობას არ ანიჭებს:
- კოალიციაში საარჩევნო სიებზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა და ამიტომ კოლეგებთან ჯერჯერობით არც დაძაბული ურთიერთობა გვაქვს და არც - დამტკბარი. უნდა გაირკვეს სხვადასხვა პარტიის წილი, ვინ სად იქნება კანდიდატი... თუმცა, ამ საკითხებზე მმართველ ორგანოში, პოლიტსაბჭოში ვიმსჯელებთ.

- პარტია "ქართული ოცნების" წევრი დაუფარავად აცხადებს, რომ დაბალრეიტინგულ პოლიტიკურ ძალებს­ დიდი ამბიციების შემთხვევაში პარტიის დატოვება მოუწევთ. ამ ჩამონათვალში "რესპუბლიკელებიც" იგულისხმებიან?

- ვინც პოლი­ტსაბჭოს წევრი არ გახლავთ, მისი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. "რესპუბ­ლიკელები"­ მშვიდად ვართ და ასეთ განცხ­ადებებს კორექტულად ვპას­უხობთ.
კოალიციაში ურთიერთობის ფორ­მებზე უფლებამოსილი პირების კვალიფიციურ მსჯელობას ველოდებით.
"რესპუბლიკური პარტია" გამ­ოცდილი პოლიტიკური სუბიექტია და საკანონმდებლო თუ აღმას­რულებელ ხელისუფლებაშიც მეორე პოლიტიკური ძალაა. კონკრეტული პირები ვერც მარჯვნიდან და ვერც მარცხნიდან შემოტევით პროვოკაციებზე ჩვენს წამოკიდებას ვერასოდეს ახერხებენ. ბუნებრივია, პარტიის შიგნით სიებზე მუშაობა უკვე დავიწყეთ.

"გამორიცხული არაფერია, არც - კოალიციის დაშლა"


საარჩევნო სიებზე დაწყებული­ აჟიოტაჟის შემდეგ სამწლიან დუმილს "ეროვნული ფორუმიც" არღ­ვევს. პირველი კრიტიკული განცხადება პარტიის ერთ-ერთმა­ ლიდერმა სოსო ვახტანგიშვილმა­ "გაზპრომთან" დაკავშირებით გააკეთა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ლადო პაპავას არგუმენტებს დაეთანხმა­ და დასძინა, რომ წინასაარჩევნოდ კოალიცია ახალ მიზნებზე უნდა შეთანხმდეს:
- "გაზპრომთან" დაკავშირებით ლადო პაპავას არგუმენტები ჩემთვის მისაღებია. ვფიქრობ, სტრატეგიული გაზსადენის გასხვისებაზე ლაპარაკი სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული იქნება.

- "ეროვნული ფორუმის" წევრები სამი წელია, პოლიტიკურ პროცესებს არ ეხმაურებით. გააქტიურება საარჩევნო სიებზე დაწყებულ აჟიოტაჟს ხომ არ უკავშირდება?
- ნუ ვიჩქარებთ. კოალიციაში­ ამ საკითხზე საუ­ბარი აუცილებლად მოგვიწევს. თავის დროზე კოალიცია "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გაერთიანდა, მიზანი მათი დამარცხება იყო,
რასაც მივაღწიეთ კიდეც.

- მიანიშნებთ, რომ ამ ეტაპზე კოალიციასთან გაერთიანების მიზეზი არ არსებობს და ის უნდა დაიშალოს?
- უნდა გავარკვიოთ, საით მივდივართ და რა გვინდა. გამო­რიცხული არაფერია, არც - კოალიციის დაშლა, მაგრამ ჯერ ვერც ვერაფერს დავადასტურებ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რაზე შევთანხმდებით.

- კვოტების თანაბრად განაწილებას ითხოვთ?

- არა მგონია, ეს გამართლებული იყოს. თუმცა, კოალიციაში ყოფნა მხოლოდ იმისთვის, რომ 6-7 დეპუტატი გავიყვანოთ, არასწორია.

"ნაადრევად ახმაურდნენ და ვურჩევ, დაწყნარდნენ"

კვოტების განაწილებაზე საუ­ბარს ნაადრევად მიიჩნევს პარტია "კონსერვატორების" ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა გუჯაბიძე:
- საარჩევნო კვოტებსა თუ სიებზე შეთანხმებაში არ ვმონაწილეობ და არც მაინტერესებს.

- კოალიციის წევრს რატომ არ აინტერესებს ეს საკითხი?
- ვიღაცებს არ ვგავარ, პარლამენტში შესვლისთვის თავს რომ იკლავენ. ვინც კვოტებსა და კოალიციის შეუთანხმებლობაზე საუბარი და­იწყეს, ნაადრევად ახმაურდნენ და ვურჩევ, დაწყნარდნენ. მე თუ მეტყვიან, რომ საჭირო ვარ, მადლობას გადავ­უხდი, მაგრამ გინდა თუ არა, სიაში შემიყვანეთ-მეთქი, არ მოვითხოვ.

- რომელი პოლიტიკური ძალა საუბრობს კვოტებზე ნაჩქარევად?
- კონკრეტულად ვერ გეტყვით. ზოგადად ვამბობ. "კონსერვატორებს" მსგავსი პრეტენზიები არასოდეს გვქონია.

"სიებზე საუბარი ნაადრევია"


ზურაბ ტყემალაძე, "მრეწველების" ლიდერი:
- კოალიციის საარჩევნო სიაზე საუბარი ნაადრევია. ეს მხოლოდ რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი. ამ საკითხზე პარტიაში უკვე ვმუშაობთ. ჩვენ ჩვენსას შევეცდებით, ეს იოლი პროცესი არ იქნება.

რუსუდან შელია
sesili
22 იანვარი 2016 02:19
ფუ გული მერევა დღევანდელ პარლამენტზე და ვერცკი წარმომიდგენია ეს ხალხი როგორ უნდა მოხვდეს შემდეგი მოწვევის პარლამენტში. არამგონი ამათ ხმა ვინმემ მისცეს და ალბატ გააყალბებენ აღცევნებს და დაერხევათ კიდეც… უმეტესი მათგანი ქვეყნი პაზორია ხალხო რა უნდა ძიძიგურს პარლამენტში? კაცს რომ შეხედავ სუფთა მედოლეა, მაგის თანაგუნდელები საერთო სასირცხვილო ხალხი, მაგათმა ქვეყან პოზიტიურად როგორ უნდა წარმოაჩინონ საზღვარგარეთ… ასევე გუბაზ სანიკიძე და კგბ-შნიკი გია ვოლსკი… ამ რესპუბლიკელებს სართოდ ვინ მისცა ამდენი ამბიცია ყველასთვის გაუგებარია, ერთი შეიძლება ითქვას უსუფაშვილი ყავთ ჭკვიანი კაცი და დანარჩენებს რატომ აქვთ ამხელა ამბიცია, დამოუკიდებლად 1% ვერ მიიღებენ… კარგი იქნება “ოცნება” თუ ჩამოიშორეფს ამ გაბანძებულ ხალხს და მარტო გავა არჩევნებში.
glaxuna
19 იანვარი 2016 14:30

ვაა,აქაც ვაჟა 17 ?!

და...ურუსეთში
ვითარებაზე აღარ ზრუნავ ურუს-მონღოლეთის მოქალაქევ ?!
სხვა სიახლეები
"ამას ფარცხალაძესთან ერთადაც ექნება უეჭველი სიგრილეში საზამთროზე კბილი გაკრული, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახური გვერდში დგომით"
დაწვრილებით...
ერთია საზოგადოებრივი ინტერესი, მეორე კი ის, რომ მშენებლობების შეზღუდვა ეკონომიკურ განვითარებაზე ნეგატიურად იმოქმედებს.... ნუ დაგვავიწყდება, რომ მშენებლობებზე ხალხი საქმდება, შემოსავალს იღებს. ესეც საზოგადოებრივი ინტერესია...
დაწვრილებით...
PRIME
ხეების ჩეხვის ყველაზე აქტიურად აპროტესტებენ "მწვანე პარტიზანები", რომელთა ხელმძღვანელის, ნატა ფერაძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიის" ეთერში სკაბრეზულმა გამოთქმამ სკანდალი გამოიწვია.
დაწვრილებით...
PRIME
განიხილება თუ არა სალომე ზურაბიშვილი მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრად?!

"არავის ვპირდები - მილს გამოგიცვლით-მეთქი"
დაწვრილებით...
PRIME
"ხშირად გვესმის პროვოკაციული განცხადებები, რომ ცეცხლზე ნავთი დავასხათ, თუმცა..."
დაწვრილებით...
PRIME
მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისალომე ზურაბიშვილი ამჯერად მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის იბრძვის - როგორც დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა მმართველი პარტიისგან მხარდაჭერა მხოლოდ მან დაიმსახურა და მანდატის მოსაპოვებლად "ქართული ოცნების" კანდიდატთან დაპირისპირება არ უწევს.
დაწვრილებით...
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას გამოსვლა შეაწყვეტინეს.
დაწვრილებით...
24 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთის კურორტების განვითარებსთვის ახალი სახელმწიფო შპს შეიქმნება, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. როგორც პრემიერმა განაცხადა:
დაწვრილებით...
"განაცებული" ბურჭულაძის რეიტინგი ამ პოლიტიკური მანევრით მხოლოდ ნულს გაუტოლდება"

"პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისში სკამიც კი "ნაციონალური მოძრაობის" ჰაერით სუნთქავს"
დაწვრილებით...
მე მგონი, იმის გარანტი, რომ ძალადობა აღარ განმეორდება, მე თვითონ ვარ, რომ შევედი პოლიტიკაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომერმა, ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა განაცხადა.
დაწვრილებით...
სასწრაფოდ! იყიდება 147 კვ.მ საოფისე
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
სასწრაფოდ და იაფად! იყიდება აგარაკი
სასწრაფოდ! იყიდება 1.5-ოთახიანი ბინა ვაშლიჯვარში,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები