"რატომ არ აფათურებდა წინა ხელისუფლება ბურჭულაძის ფონდის საქმიანობაში ხელს?"
"რატომ არ აფათურებდა წინა ხელისუფლება ბურჭულაძის ფონდის საქმიანობაში ხელს?"
20-01-2016
"ახლა თავისუფალი ვარ იმისთვის, რისი გაკეთებაც ყოველთვის მინდოდა"

შეცვლის თუ არა საგარეო საქმეთა მოქმედ მინისტრს და რა პოლიტიკური გეგმები აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის, "კვირის პალიტრასთან" საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს:

- საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ჩემგან დამოუკიდებლად გავრცელდა. შესაძლოა პროცესს საქართველოში ჩემი დაბრუნებაც დაემთხვა - მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ირანის საკითხებზე ვმუშაობდი, თუმცა პროგრამა დასრულდა და ახლა თავისუფალი ვარ იმისთვის, რისი გაკეთებაც ყოველთვის მინდოდა.

- თქვენი სურვილები პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება?
- მინდა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩავერთო და ჩემი გამოცდილებით ქვეყანას ვარგო. ვფიქრობ, არა მხოლოდ საგარეო მიმართულებით, უამრავი საკითხია, რაშიც ჩემი რესურსის გამოყენება წარმატებით შეიძლება. ვფიქრობ, ახალი იდეები და მიდგომები დღეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

- ახალ იდეებსა და მიდგომებს საზოგადოებას ახალი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ჰპირდება და პოლიტიკურ პარტნიორებთან თუ ოპონენტებთან ურთიერთობისას წინა პრემიერისგან განსხვავებულ ტაქტიკას ირჩევს. თქვენ როგორ აფასებთ სამთავრობო ცვლილებებს - ეს მხოლოდ წინასაარჩევნო ხერხია თუ ხელისუფლებამ სამწლიანი ხარვეზების გამოსწორება რეალურად დაიწყო?
- გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობის შესაფასებლად, გარკვეული პერიოდი უნდა გავიდეს, თუმცა ვფიქრობ, მისი პირველი ნაბიჯები სწორია. პირველ რიგში, მისგან უნდა მოვისმინოთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. სამწუხაროდ, უმრავლესობა პოლიტიკურ პროცესებს მხოლოდ სტერილურად უყურებს და მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, რომელ მთავრობას მივყავართ უფრო რუსეთისკენ ან დასავლეთისკენ. პარადოქსულია, რომ ამაზე განსაკუთრებით ის პოლიტიკური ძალა ხმაურობს, რომელიც პრაქტიკული მოქმედებებით რუსეთს სტრატეგიულ ობიექტებს სთავაზობდა, განცხადებებში კი, ულტრადასავლურ პოზიციას აფიქსირებდა. საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ მსგავსი მიდგომით ფატალურ შედეგამდე შეიძლება მივიდეთ. მთავარია მთავრობამ ქვეყანას ეკონომიკურად განვითარება, საზოგადოებას კი, მეტი პერსპექტივის შესაძლებლობა მისცეს. "ნაციონალური მოძრაობა" პრიმიტიულად მოქმედებს - თურმე ციხეებში არსებული ვითარება აწუხებთ და მედიის დემოკრატიულობისთვისაც თავს გაწირავენ, როდესაც "იმედში" განვითარებული მოვლენები შავ ლაქად მოყვებათ, მაგრამ პროცესში ხელისუფლებამაც მარტივი გზა აირჩია. ადვილია, როდესაც ოპონენტად ისეთი ძალა გყავს, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ გააჩნია და საზოგადოების უმრავლესობაში მკვეთრად ნეგატიურ ემოციებს იწვევს.

- "ნაციონალების" 9-წლიან მმართველობაზე აპელირება 2016 წლისთვის კოალიციისთვის წარმატების მომტანი იქნება?
- წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას საკუთარ შეცდომებზე ლაპარაკი მოუწევს. საზოგადოებაც დაიღალა "ნაციონალური მოძრაობისკენ" თითის გაშვერისგან.
აუცილებელია, ქვეყანა ერთპარტიული მმართველობისგანაც გათავისუფლდეს. რეალურად, კოალიცია ახალ პოლიტიკურ წარმონაქმნად იქცა, რომელსაც მრავალპარტიულ გაერთიანებასთან საერთო არაფერი აქვს. მასში შემავალმა პარტიებმა დამოუკიდებელი არსებობა, პრაქტიკულად, შეწყვიტეს. რა ხედვა აქვთ "კონსერვატორებს", ან საერთოდ, რას აკეთებს "ეროვნული ფორუმი"?

- კვოტების გადანაწილებისას, ალბათ, პოლიტიკური განცხადებებიც გააქტიურდება, მაგრამ ხომ არსებობს "რესპუბლიკური პარტიაც", რომელიც ხელისუფლების კრიტიკას არ ერიდება?!
- "რესპუბლიკელები" აქტიურობენ, მაგრამ ცალკე პოლიტიკური პროგრამა და ხედვა არ გააჩნიათ. რეალურად, კოალიცია "ნაციონალური მოძრაობის" მეთოდებსაც ადვილად ითვისებს, რაც საგარეჯოს არჩევნებმაც გამოავლინა. იმისთვის, რომ ერთი საპარლამენტო მანდატი არ დაეთმოთ, მთელი სახელისუფლო რესურსი ჩართეს. პირადად მე, ვფიქრობ, რომ ირმა ინაშვილის პოლიტიკური ძალის კატეგორიაც საზოგადოების ნაწილია და ნორმალურია, თუ მასაც ექნება შესაძლებლობა
ადგილობრივ დონეზე ან თუნდაც პარლამენტში რაღაც ადგილი დაიკავოს.

- პრორუსულად განწყობილი ზოგიერთი პოლიტიკოსის ყოფნა მმართველ გუნდშიც არ არის საფრთხის შემცველი?

- საქართველოში რუსული პოლიტიკის განვითარების არ მჯერა, ის ჩვენთვის არც პოლიტიკურად, არც ეკონომიკურად და არც სოციალურად მისაღები არ არის, ამას მარტივად დავინახავთ თუ რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ცოტა ხნით დავაკვირდებით. მართალია, რუსული პროპაგანდა გარკვეულ დონეზე მუშაობს, მაგრამ პროცესს არ აქვს ის მასშტაბი, რომ საფრთხეზე ვილაპარაკოთ. "ნაციონალური მოძრაობის" დროს მსგავსი აზრის გამხმოვანებლები იდევნებოდნენ, დღეს კი, საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებისთვის არავის იჭერენ. სწორედ ამიტომ გვეჩვენება, რომ პრორუსულად განწყობილი ადამიანები ქვეყანაში მომრავლდნენ. ვნახოთ, რა პრინციპით გადახალისდება კოალიცია მომავალი არჩევნებისთვის და ვინ მოხვდება მის რიგებში. საზოგადოებაში გონიერი ადამიანების საკმაოდ დიდი რესურსია, რომლებიც პოლიტიკაში წარმოდგენილები არ არიან. ბიპოლარიზაციის ნაცვლად, მათთან მეტი თანამშრომლობაა აუცილებელი.

- პაატა ბურჭულაძის ფონდსა და სხვა პოლიტიკურ ძალებს რამდენად აქვს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური რეალობის შეცვლის შანსი?
- ამ ახალ პოლიტიკურ წარმონაქმნებზე ცუდი წარმოდგენა მაქვს. რა გამოცდილება აქვთ, რატომ მოდიან პოლიტიკაში? საცოდავ ქვეყანაში, რომელსაც ყველაზე მეტად გამოცდილი და პროფესიონალი კადრები სჭირდება, გამოუცდელი კადრები პოლიტიკურ პარტიებს ქმნიან - ეს ანტიპატრიოტიზმია. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანებიც მხოლოდ ფულზე აპელირებით მოდიან და ცოდნის გაზიარების ნაცვლად, ხალხს თვალწინ ფულებს უფრიალებენ. ბურჭულაძის საქმიანობასთან კითხვები მაქვს, რატომ არ აფათურებდა წინა ხელისუფლება მისი ფონდის საქმიანობაში ხელს, როდესაც ქვეყანაში ნებისმიერი ფულადი გადარიცხვები კონტროლდებოდა? მისი ფონდი ლამის ოფიციალური სტატუსითაც სარგებლობდა.

- ანუ, ოპერის მომღერალი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური პროექტია?
- კითხვები მაქვს, რომელზეც საზოგადოებამ პასუხები უნდა მიიღოს.

- თქვენ პოლიტიკურ გეგმებზე კონკრეტულად რატომ არ საუბრობთ?
- ჩემი პარტია უკვე მძინარე მდგომარეობაშია და არ ვიცი დადგება თუ არა მისი გაღვიძების საჭიროება. სხვადასხვა გაერთიანებებში შესვლის სურვილი არ მაქვს, თუ იქნება შესაძლებლობა და ჩავთვლით, რომ არჩევნებში უნდა ჩავერთოთ, დამოუკიდებლად გავალთ, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მოქმედება სხვა მიმართულებითაც დავიწყოთ. კონკრეტულ საკითხებზე უკვე ვმუშაობ და ყველაფერი მალე გაირკვევა.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)
mamulo
30 იანვარი 2016 15:30
" ამ ახალ პოლიტიკურ წარმონაქმნებზე ცუდი წარმოდგენა მაქვს. რა გამოცდილება აქვთ, რატომ მოდიან პოლიტიკაში" თქვენმა მზემ,ქალბატონო სალომე--ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ხომ პოლიტიკაში იყვნენ "ჭიპმოჭრილები".ობიექტურობა გაქვთ დაკარგული,აი ესაა სიმართლე.
lლაურა
27 იანვარი 2016 17:56
ვერ დაგეთანხმებით ქალბატონო სალომე როდესაც ბატონ პაატა ბურჭულაძეს აკრიტიკებთ. არა მგონია იმაზე მეტი რომელიმე ქართველს გქონდეთ გაკეთებქული ჩვენი ქვეყნისთვის.თორემ ყველას საკმოდ დიდი ხელფასები გქონდათ მაგრამ არც ერთი კაპიკი არ მოგიხმარიათ ერის კეთილდღეობისთვის.სხვა რომ გააკრიტიკო იმაზე მეტი უნდა გკონდესო გაკეთებული ასე მასწავლიდნენ ჩვენი დიდებული წინაპრები.შესანიშნავად მოგეხსენებათ რომ პაატა ბურჭულაძე არის მსოფლიო ბანი სიამაყე და ლეგენდა ქართველი ერისა. სწორედ მან გააცნო საქართველო დიდი ოპერის ვარსკვლავებს მსოფლიოში და მას შეეძლო ეცხოვრა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში კომფორტულად და არც კი გამოეხედა საქართველოსკენ..გაეროს კეთილი ნების ელჩი და საქართველოზე თავდადებული პიროვნება ვინც რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს ისინი არ არიან საქართველოს ერთგულნი?როგორ შეიძლება თქვენ დიპლომატმა რომელიც გაიზარდეთ ისეთ ქვეყანაში რომელიც ევროპის დემოკრატიის სიმბოლოა ვერ ერკვეოდეთ არსს ცხოვრებისას და რა იყო საბჭოთა კავშირი,ჩემი თაობა იმ საბჭოთა კავშირში გაიხარდა საუბედუროდ მისი დანგრევიდან 25 წელი გავიდა მხოლოდ და რატომ არ ითვალისწინებთ ყვკელაფერ ამას როგორც დიპლომატი?ან წინა ხელისუფლება რატო უნდა გადაკიდებოდა ბატონ პაატას კონცერტს და ქველმოქმედებას ატარებდა საქართველოს გადასარჩენად..ბიზნესი ხომ არ ჰქონდა რომ ქონება დაეყადაღებინათ?ყველას თავისი აზრი აქვს ამა თუ იმ ხელისუფლების მიმართ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მას საქართველო ვიღაცაზე% ნაკლებათ უყვარს?თქვენი და ქალბატონ ბურჯანაძის კომენტარები სწორი იყოო 2008–ში რომ მსოფლიოს წინაშე როდესაც სააკაშვილი გამოიყვანეთ დამნაშავედ?..2006წლიდან წვრთნიდა რუსეთი თავის ჯარს აფხაზეთსა და სამარაბლოში,ამავ მე ვიგებდი ევროპაში და თქენ ორივე სახელმწიფო სამსახურში ბრძანდებოდით და არ მოდიოდა ამბთავი?–სწორედ ევროკავშირის და ამერიკის უნიათობის გამო მივიღო ეს სასჯელი საქართველომ.მაერიკა შეიჭრა ერაყში რაზეც კატეგორიული იყო რუსეთი და მარტო ამით არ დაკმაყოფილდა და კოშოვო აღიარა ევროპის წევრად..მაშინ ხმამაღლა განაცხადა პუტინმა მე აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ვაღიარებო..ეძებდა მიზეზს და დაამთხვია ჩინეთის ოლიმპიადას...ერთი თვით ადრე დააცარიელეს ცხინვალი მარტო მოხუცები დატოვეს ახალგაზრდებს კი იარაღი დაურიგეს..ჩვენ კი მახე დაგვიგეს ...დიდი ევროაპა შეშფოთებით შემოიფარგლა ხოლო ამერიკამ კი ერთი თვითმფრინავი სავსე წყალი და პამპერსები გამოგვიგზავნა ჩვენი ჯარი კი სხვაგან დგას სხვას იცავს ჩვენ კი ცარიელი ხელებით შევებრძოლეთ რუსეთის იმპერიას..იმის მაგიერ რომ საქართველო დაგეცვათ განაცხადეთ რომ ყველაფერში სააკაშვილია დამნაშავე და რუსეთი არა!ბურჯანაძე კი ეახლა პირდაპირ რუსეთს და ამაყად ისმენდა რუსეთის ჰიმნს ისე რომ ვითომ არაფერი მომხდარა.საუბედუროდ არც ერთმა და არც მეორემ არა არგეთ რა საქართველოს ერთმანეთის დაპირისპირების მეტი.როდესაც ეს დიდი თანამდებობები მარტო საკუთარი განდიდებისთვის გინდათ და საქართველოში არც დიპლომატია იცვლება და არც ხელუსუფლებაში რაიმე მაშინ რატომ აგირჩევთ გაწამებული ქართველი ერი.ყველაფრის დაწერა არ მინდა მაგრამ საუბედუროდ არაფერი გაკეთებული თქვენს მთავრობაში ყოფნისას ისეთი რომ საქართველო რაღაცით გამოჩენილიყო ასპარეზზე..იმ დროს ყველაზე დემოკრატიულად პატრული და დაცვა მუშაობდა თქვენი სამნისტორს წევრებს კი პასუხის გაცემა ეზარებოდათ ან იმ ტელეფონზე მიგვითითებდნენ რომელისყ ყურმილსაც არასოდეს იღებდნენ ზემოთ რომ პასუხი მიგვეღო ვინც რამეში ნამდვილად გვეხმარებოდა ეს ადამიანები იყვნენ დაცვის სამსახური.ბიუროკრატია ჰყაოდა საგარე%ო სამინისტორში თქვენს დროსაც რასაც დანანებით ვამბობ.საუბედუროდ არც ჩემმა ფრანგულმა გაჭრა და ვერც ქართულმა როცა იქ მოსვლა დამჭირდა და იქ მომოშავემ არ დავასახელებ გვარს შეგნებულად ასე მითხრა ბათუმში უნივერსიტეტი როდის არსებობდაო როცა ვანეხე საბუთები მითხრა რაში მაინტერესებს საქართველოში რამდენი უნივერსიტეტი არსებობსო. მე ვუპასუხე როგორ გეკადრებათ ბატონო მე მსოფლიოს ქვეყნებში რამდენი უნივერსიტეტია ვიცი და პატარა საქართველოში რომ მედავებით ეს ნამდვილად უხერხულია მეთქი.ამის მერი უნდა ვიფიქროო რომ ყველაფერი საათივით იყო აწყობილი? არა !ბატონი პაატა არც დიპლომატია არც სახელმწიფო მოხელე მას აღმერთებს ერი და მის კრიტიკას მკრეხელურად ვთვლი.ვინაიდან იმაზე მეტი არც ერთ ქართველს არ გაუკეთებისა საქართველოს მოსახლეობისათვის მთავრობის მოხელენი კი მსუყე ხელფასების და პრე%მიების აღებით არიან და იყვნენ დაკავებული იმის მაგიერ რომ ქვეყნის გადარჩენაზე იფიქრონ...ეს ბიუროკრატია გრძელდება ოცდახუთი წელია ყველას ახალი მანტიით უნდა ხალხის მოტყუება და როდესაც სავარძელში მოკალათდე%ბიან არავის ახსოვს ამომრჩეველი...მაგრამ ერი გონიერია და ახსოვს...
სხვა სიახლეები
ყველა ცდილობს დედაქალაქის სიცხეს გაექცეს, რომელსაც კიდევ უფრო ამძაფრებს წინასაარჩევნო კამპანიის მაღალი ტემპერატურა. საინტერესოა, ახერხებენ თუ არა პოლიტიკოსები ამ დაძაბულ ვითარებაში დასვენებას ან სად ისვენებენ მათი ოჯახის წევრები. ამ საკითხზე რამდენიმე პარლამეტარს ვესაუბრეთ.
დაწვრილებით...
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „რუტინული ამბავი“ უწოდა იმას, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომას არ ესწრება.
დაწვრილებით...
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური მთავარმა პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა.
დაწვრილებით...
NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის შეფასებით, 2014 წლის ივნისის შემდეგ მათ ქალაქსა თუ სოფელში საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა.
დაწვრილებით...
21 ივლისს, ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ.
დაწვრილებით...
"ეს არ იყო ოფიციალური კომენტარი, ეს არ იყო კამერებთან და მიკრიფონებთან გაკეთებული კომენტარი"
დაწვრილებით...
"დღეს საქართველო არის თავისუფალი სამყაროს ღირსეული წევრი, რომელიც საკუთარი ისტორიითა და კულტურით, დემოკრატიითა და სამშვიდობო პოლიტიკით, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებისაკენ სწრაფვით არის გამორჩეული და წარმოადგენს მაგალითს ბევრი ქვეყნისათვის"

"აჟიოტაჟი, რაც შეიქმნა ამ საკითხთან დაკავშირებით, წესით არ უნდა შექმნილიყო და არ უნდა მისცემოდა ასეთი რეზონანსი".
დაწვრილებით...
პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებას მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის თაობაზე, დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ სამართალდამცველებმა პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.
დაწვრილებით...
”დაიწყო პაპუაშვილით, გააგრძელა კორცხელით, დაამთავრა თავისი ნათესავით. მე გამიჩნდა განცდა, რომ ცოტა მეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული."
დაწვრილებით...
იყიდება 3-ოთახიანი ბინა ელიაზე სამებიდან
იყიდება 2 -ოთახიანი ბინა
იყიდება ახალი აშენებული, 200კვმ. ფართის,
იყიდება კეთილმოწყობილი, კაპიტალური ორ სართულიანი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები