"ტაბურეტკების" ლეგალიზაცია"
"ტაბურეტკების" ლეგალიზაცია"
04-02-2016
"მღვდლის შეგინება კანონპროექტის ავტორთა აზრით, ფასიანი უნდა გახდეს, მაშინ როცა ექიმის, მასწავლებლის და სხვისა და სხვისა პროფესიის ადამიანის შეურაცხყოფა უფასოა"

2 თებერვალს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში - 1000 ლარით. კანონპროექტის ინიციატორი სოსო ჯაჭვლიანია და მას ჩვენში ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომელთა თვალსაზრისითაც ამ ცვლილებების მიღება ერთმნიშვნელოვნად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იქნება. აი, რას  წერს "ფეისბუკის" გვერდზე რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი:

"ორიოდ სიტყვით რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტზე.

სპეკულაციები რომ არ იყოს (თუმც, ვეჭვობ მაინც იქნება), თავიდანვე ვიტყვი, რომ ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არის ცუდი. და საერთოდ ყველანაირი შეურაცხყოფა ცუდია, მე რომ მკითხო.

მაგრამ მასე იმდენი რამეა ცუდი ამ ქვეყანაზე, რომ ყველაფერი თუ აკრძალე, სუნთქვაც კი შეუძლებელი გახდება. მაგალითად, ეკლესია მრისხანებას და სასოწარკვეთილებას საერთოდ მომაკვდინებელ (მომაკვდინებელ!) ცოდვებად მიიჩნევს და რა ვქნათ ახლა? თუ ვინმე გაბრაზდება ან უიმედობის განცდა შეაწუხებს, "სროკზე" გავუშვათ?

თუმცა, ვეჭვობ რთული იქნება განუმარტო ასეთი ელემენტარული რაღაცეები იმას, ვინც სასულიერო პირის შეურაცხყოფისთვის სამასლარიანი ჯარიმის დაწესებას ითხოვს. ანუ მღვდლის შეგინება კანონპროექტის ავტორთა აზრით, ფასიანი უნდა გახდეს, მაშინ როცა ექიმის, მასწავლებლის და სხვისა და სხვისა პროფესიის ადამიანის შეურაცხყოფა უფასოა.

ამიტომაც კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც რეალურად სხვა არაფერია თუ არა გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა და, ფაქტობრივად, "ტაბურეტკების" ლეგალიზაცია, თავად არის რელიგიური გრძნობების და საერთოდ საღი აზრის შეურაცხყოფა, მაგრამ თავისთავად ასეთი კანონპროექტის ინიცირება კი არაა პრობლემა - ასეთი რაღაცეები საპარლამენტო
You must have Flash Player installed in order to see this player.
ცხოვრებაში ადრეც ხდებოდა და მომავალშიც მოხდება - არამედ პრობლემა ისაა, რომ ამას პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი უჭერს მხარს. (სხვა სახელი მაინც ერქვას ამ კომიტეტს!). ეს ქმნის განცდას, რომ კანონპროექტი პრინციპში ხელისუფლებიდან მოდის და უმრავლესობის მიერაა მოწონებული.

და ეს განცდა რომ მცდარია და რომ ხელისუფლება აღნიშნულ კანონპროექტს არ მიიღებს, ამის დემონსტრირება ყველას მოგვიწევს, ვინც კი ამ ხელისუფლებაში ვართ. აზრთა სხვადასხვაობა ბევრ რამეზე შეიძლება იყოს და კოალიციაში (მით უმეტეს საკმაოდ სპეციფიურ პირობებში შექმნილ კოალიციაში) ყოფნა ამას თავისთავად გულისხმობს, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა არამც და არამც არ შეიძლება იყოს ისეთი ფუნდამენტურ ღირებულებების მიმართ, როგორიცაა რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯნულობა სეკულარობის საფუძველზე და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება". (წყარო)
ლევან ბერძენისვილი
11 თებერვალი 2016 15:58
დროა ქართული სიმღერიდან ვისია ვისია ქალი ლამაზი სიტყვა ქალი ამოვიღოთ რადგანაც გეების უფლებები ირღვევა გადასახედია მსგავსი სხვა სიმღერებიც
დათო
09 თებერვალი 2016 16:23
დავით ზურაბიშვილის გარდა ვერვინ ნახეთ რომ აზრი გამოეთქვა, ზურაბაშვილო ქუჩაში რომ სახეში ვინმემ შეგაფურთხოს პასუხი არ აგებინო, თორემ გამოხატულების თავისუფლების შეზღუდვად ჩაგეთვლება, ვაი თქვენს და ჩვენს პატრონს.
სხვა სიახლეები
"უგულავამ ციხეში ბევრი რაღაც წაიკითხა, ხშირად ახსენებს დოსტოევსკის, თომას მანს, ყველა ინტერვიუში რაღაც უნდა ჩართოს იქ წაკითხული"
დაწვრილებით...
"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) ახალი კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგები გამოაქვეყნა.
დაწვრილებით...
"მე ორი არჩვენი მქონდა, ან ქვეყნიდან უნდა წავსულიყავი, ანაც ციხეში... მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რომ არ წავედი და დავრჩი... მაგრამ უკაცრავად, თუ ეს ვინმეს აკომპლექსებს, ქვეყნიდან წასვლის გამო მიშას პრეტენზიას არ ვუყენებ, გასაგები იყო, რომ ივანიშვილი იმასაც დაიჭერდა"
დაწვრილებით...
ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე "ნაციონალურ მოძრაობაში" შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა,
დაწვრილებით...

ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე "ნაციონალურ მოძრაობაში" შექმნილ ვითარებას ეხმაურება.

დაწვრილებით...
"ეს იყო გამზადებული პლატფორმა, რომ თუ არ გამოვიდოდა პარტიის ხელში ჩაგდების გეგმა, ეს მგზავრები გადამსხდარიყვნენ სხვა მატარებელში"
დაწვრილებით...
„ნაციონალური მოძრაობის“ ისტორიის განმავლობაში რაღაც ჯგუფები ყოველთვის მიდიოდნენ. პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი. „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ დავარქვი თავის დროზე?! იმიტომ, რომ სულ წინ მიდიხარ, ხდება განვითარება"
დაწვრილებით...
"მთავრობას წაუყენეს სამი ძირითადი მოთხოვნა - დაანებე ”რუსთავი 2”-ს თავი, ახალი პოლიტიკური რეპრესიები არ უნდა იყოს ქვეყანაში და პოლიტპატიმრების ეტაპობრივად გამოშვება"
დაწვრილებით...
"უნდა ვიცოდეთ, მერაბიშვილი ჩვენთან რჩება თუ უგულავა-ბოკერიას ფრთას მიჰყვება"

"სააკაშვილს ყოველ ჯერზე ეჭვები ტანჯავდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა"
დაწვრილებით...
PRIME
LTD ,,NDS” გთავაზობთ დიღმის მასივში
ქირავდება წინამძღვრიშვილის 107-ში, ახალაშენებულ კორპუსში
ტერიტორიაზე განთავსებულია: ადმინისტრაციული შენობა 650კვ.მ;
ქირავდება 2-ოთახიანი ბინა დღიურად თვიურად
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები