"ბიძინამ მისაყვედურა"
"ბიძინამ მისაყვედურა"
05-02-2016
"ბოდიში მოვუხადე იმ ბავშვებსა და საზოგადოებას, ვისაც ჩემი შეცდომა შეეხო, თორემ დანარჩენი აბსოლუტურად გამართულად და ობიექტურად ვთქვი"

პარლამენტში დეპუტატ გოგი თოფაძის გამოსვლას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამის შემდეგ უმრავლესობის წევრმა განცხადებაც გაავრცელა და ტერმინის "დაუნი" არაკორექტული ხსენებისთვის ბოდიში მოიხადა. იყო თუ არა ეს ტექნიკური შეცდომა, რეალურად რას ფიქრობს გოგი თოფაძე პრეზიდენტის წლების წინ დაწერილ წერილზე და რა უთხრა გამოსვლის შემდეგ ექსპრემიერმა ივანიშვილმა დეპუტატს, ამ საკითხებზე კვირის პალიტრა ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარეს, გოგი თოფაძეს ესაუბრა:

- პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული ჩემი ოთხივე პრეტენზია იყო მართებული. თვითონაც ძალიან კარგად იცის, რომ არასწორად მოიქცა ჩვენი კოალიციის მიმართ. მისი დაწერილი სტატია კი ძალიან დიდ შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს. ქართველი კაცი თავის ერს ასე არ უნდა ლანძღავდეს. ერთადერთი, რაც აქტიურად აიტაცა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, ძირითადად იმათ, ვინც უცხოეთთან არის დაკავშირებული და პატრიოტული სულისკვეთება  ატროფირებული აქვთ, არის ის, რომ პრეზიდენტის მიერ დასახელებული დაავადებების დასახელება ცოტა შემეშალა, თუმცა მერე გამოვასწორე. სწორედ ეს აიტაცეს, თორემ არცერთი სხვა პუნქტი პრეზიდენტს არც გაუპროტესტებია და ვერც გააპროტესტებს იმიტომ, რომ რეალობა იყო.

- მოგვიანებით ბოდიშიც მოიხადეთ...
- ბოდიში მოვუხადე იმ ბავშვებსა და საზოგადოებას, ვისაც ჩემი შეცდომა შეეხო, თორემ დანარჩენი აბსოლუტურად გამართულად და ობიექტურად ვთქვი. იმაზე კი არავინ ლაპარაკობს, რომ პრეზიდენტმაც უნდა მოიხადოს ბოდიში ქართველი ხალხის წინაშე. ამას ჩვენი ძალიან "სამართლიანი" მედისაშუალებები არ ამბობენ. მოვითხოვე ისიც, რომ პრეზიდენტმა მოიხადოს ბოდიში, მაგრამ ამაზე კი არ ლაპარაკობენ ჟურნალისტები, მხოლოდ იმაზე, რომ მე მოვიხადე ბოდიში.

- პარლამენტში თქვენი გამოსვლის შემდეგ ხომ არ გისაუბრიათ ბიძინა ივანიშვილთან?
- ჩემი გამოსვლის მერე, ბიძინამ ცოტა მისაყვედურა, ასეთი მკაცრი არ უნდა ყოფილიყავი პრეზიდენტის მიმართო. სამართლიანობა ქართველ ხალხს ყოველთვის უყვარდა და აფასებდა. ჩემს ოთხ კრიტიკული შენიშვნაზე ვერც ხალხი და ვერც პრეზიდენტი ვერაფერს იტყვის. ტელეფონიც არ მიჩერდება იმდენი ზარია, მადლობის გადასახდელად მირეკავს ხალხი.

- რას ფიქრობთ სოსო ჯაჭვლიანის ინიციატივაზე, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურცხყოფის დასჯას ითვალიწინებს...
- არასოდეს ვაკეთებ კომენტარს ჩვენი კოალიციის წევრების მიმართ. რამე თუ არ მომეწონება თავად დაველაპარაკები. ჩემს პოზიციას განხილვის დროს დავაფიქსირებ.

- რამდენიმე თვის წინ დაანონსეთ პარლამენტიდან წასვლა, აპირებთ თუ არა დეპუტატის პოსტის დატოვებას?
- ეს არასწორი ინტერპრეტაციაა, მაშინვე განვაცხადე, რომ ბიზნესმენი ვარ და საპარლამენტო მანდატი არ მაძლევს საშუალებას ჩემს ძირითად პროფესიას მივხედო. ასევე ვთქვი, რამდენიმე კანონი მაქვს გასატანი-მეთქი... ამ კანონებს რომ გავიტან, მერე გადავწყვეტ დავტოვო პარლამენტი და წავიდე ისევ ბიზნესში თუ დავრჩე და ჩავათავო ეს რამდენიმე თვე.

- არ წყდება საუბარი საარჩევნო სიებზე, იქნება თუ არა თქვენი პარტია საარჩევნო სიაში?
- ვინც ამბობს, რომ "მრეწველები" კოალიციაში არ იქნებიან, ჰკითხეთ, რა წყაროდან აქვთ ეს ინფორმაცია, იქნებ, მე არ ვიცი და იმან იცის? ზოგიერთებს ეს ძალიან უნდათ და ამის აჟიტირებას ხელოვნურად ცდილობენ, რადგან ჩვენი
პოზიცია ბევრ პარტიას არც პარლამენტს შიგნით მოსწონას და არც მის გარეთ. მაგრამ კოალიციაში ამაზე ჯერ არავის მიუნიშნებია ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, არც მიგვანიშნებენ.

- ანუ  იქნებით საარჩევნო სიაში?
- ჩვენი გადასაწყვეტია ვიქნებით, თუ - არა. გავა 7-8 თვე, ვნახავთ როგორ განვითარდება მოვლენები, შეიძლება ვიღაცამ გადაიფიქროს ან მოინდომოს დარჩენა, ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. ჩვენი პარტიის ბიოგრაფიას გადახედეთ, ყოველთვის წარმატებულები ვიყავით, იმიტომ, რომ ხალხს ჩვენი იდეები ესმის, აბსოლუტურად მისაღებია ყველასთვის... პარლამენტში არის ზოგიერთი პარტია, რომელსაც საარჩევნო ბარიერი არასდროს გადაულახავს და დღეს კოალიციის იმედად არიან, ალაბათ მომავალშიც ეგრე მოუწევთ ყოფნა....

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)
Ser
11 თებერვალი 2016 14:14
Vai tqvens patrons
gerchi
08 თებერვალი 2016 00:36
კაცმა თქვა , რასაც ფიქრობდა . ბევრს გაქვთ მაგის თავი ? აქ ისეთები აკეთებენ კომენტარს , ბევრი პურის ფულს ცოლს სთხოვს გამუდმებით და ამას ჩერჩეტს უწოდებენ . დაფიქრდით ერთხელ მაინც საკუთარ საქციელზე .
სხვა სიახლეები
"ჩვენს ქვეყანას აქვს უნიკალური შანსი, რომ ეს ბოლშევიკური მოძრაობა, სამუდამოდ გაიყვანოს პოლიტიკური სივრციდან"
დაწვრილებით...
2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის დროს გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს მოსკოვმა 70 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.
დაწვრილებით...
14 მაისს, პარტია ”ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გამოაქვეყნებს წერილს
დაწვრილებით...
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პირველად სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი თბილისის გარდა საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართა.
დაწვრილებით...
"რუსული და აფხაზური მხარეები აპირებენ გაახმაურონ მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების ამბავი"
დაწვრილებით...
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა საქართველოს უკვე მიულოცეს აღნიშნული თარიღი.
დაწვრილებით...
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ოდესიდან მიულოცა.
დაწვრილებით...
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 91 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
დაწვრილებით...
2016 წელს, პირველად, სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი, თბილისის გარდა, საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართება
დაწვრილებით...
იყიდება ერთ ოთახიანი, ახალაშენებულ კორპუსის
სასწრაფოდ! იყიდება გოთუას ქუჩაზე 84,
სასწრაფოდ! იყიდება კომერციული ფართი ალ.ყაზბეგის
სასწრაფოდ იყიდება საბურთალოზე 84 კვ.მ.
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები