"ბაჩომ მთხოვა, რომ რადიოს ხმის გამოყენების უფლება მიმეცა" - რას ამბობს მამუკა ღლონტი "მაესტროს" გახლეჩვაზე?! - კვირის პალიტრა

"ბაჩომ მთხოვა, რომ რადიოს ხმის გამოყენების უფლება მიმეცა" - რას ამბობს მამუკა ღლონტი "მაესტროს" გახლეჩვაზე?!

"TV 11"-მა გაცილებით ადრე შეწყვიტა მაუწყებლობა, რადგან ვერავისთან მოვახერხეთ სარეკლამო გარიგება"

ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რომელიც ბიზნესწილებსა და კომპანიის დავალიანებას ეხება, უფრო და უფრო სერიოზულ სახეს იძენს. ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ბაჩო კიკაბიძის განცხადების შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ "მაესტრო 24"-მა ფუნქციონირება "TV 11"-ის სიხშირეზე დაიწყო. ჟურნალისტების შეკითხვაზე კი, მოხდება თუ არა "მაესტრო 24"-ში ტელეკომპანია "მაესტროს" კადრების გადაყვანა, კიკაბიძის თქმით, გადასვლას იმას შესთავაზებს, ვისაც ექნება სურვილი და ვისაც თავად ჩათვლის საჭიროდ.

„მე ვარ დამოუკიდებელი კომპანია, მაქვს ავტორიზაცია, ვიყავი მარეგულირებელ კომისიაში და შევატყობინე, რომ ვიწყებ ტრანსლირებას და ეს არის საცდელი მაუწყებლობა. ამ წუთებში ოდნავ შეზღუდულია მაუწყებლობა დაფარვის კუთხით, "მაესტრო 24" არის აბსოლუტურად სხვა არხი და მასში მუშაობას შევთავაზებ ვისაც ექნება სურვილი და ვისაც ჩავთვლი საჭიროდ. მაუწყებლობა დავიწყე დღეიდან. ქალბატონ ბაია გადაბაძესთან მაქვს მოლაპარაკებები და შეიძლება აქვე ვიქირავო ფართობი ან სხვა შენობაში".

შეგახსენებთ, რომ პარტნიორთა კრების მიერ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძის ბრძანების თანახმად, დღეს ტელევიზიაში დაცვა გაძლიერდა. შენობას კომპანია "მაგისტრის" დაცვის სამსახური იცავს. გავრცელებული ინფორმაციით, დაცვის ახალი თანამშრომლები შენობაში დღეს დილიდან გამოჩნდნენ. ისინი შენობის დაცვას ახორციელებენ, შესაბამისად, შენობაში შესვლის უფლება ექნებათ იმ პირებს, ვისზეც საშვს რეესტრში ამჟამად დირექტორად რეგისტრირებული ბაია გადაბაძე დაუშვებს. გადაბაძემ ეს ზომები მას შემდეგ მიიღო, რაც "მაესტროს" 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გახდა, გენერალურ დირექტორად კი მისი ძმა ლევან გაჩეიჩილაძე გამოცხადდა. გადაბაძის მტკიცებით, ტელევიზიის შენობა არხის კიდევ ერთი მეწილის მაკა ასათიანის კუთვნილებაა და იქ გაჩეჩილაძეებს არ შეუშვებს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გუშინ „ტვ 11" ეთერში გადიოდა, თუმცა დღეს მაუწყებლობა შეწყდა და არხზე „მაესტრო 24"-ის ლოგო გამოჩნდა.

„პოლიტკომერსანტი" „ტვ 11"-ის დამფუძნებელსა და „ღამის შოუ სტუდიის" ხელმძღვანელს დათო გოგიჩაიშვილს დაუკავშირდა. - See more at: http://politcommersant.ge/detalpage.php?newsid=3982#sthash.AKswsIAe.dpuf „პოლიტკომერსანტი" „ტვ 11"-ის დამფუძნებელსა და „ღამის შოუ სტუდიის" ხელმძღვანელს დათო გოგიჩაიშვილს დაუკავშირდა. - See more at: http://politcommersant.ge/detalpage.php?newsid=3982#sthash.AKswsIAe.dpuf „ტვ 11"-ის დამფუძნებელმა და „ღამის შოუ სტუდიის" ხელმძღვანელმა დათო გოგიჩაიშვილმა "პოლიტკომერსანტთან" საუბრისას განაცხადა:

„TV 11"-მა გაცილებით ადრე შეწყვიტა მაუწყებლობა, რადგან ვერავისთან მოვახერხეთ სარეკლამო გარიგება. ჩვენ კი იმდენი ფული არ გვაქვს, რომ ისე ვიმაუწყებლოთ. ამიტომ ბოლო პერიოდში სულ გამეორებები გადიოდა და იდეაში ეს „მაესტროს" სიხშირე იყო".

“კვირის პალიტრა“ ესაუბრა ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელს და 15%-იანი წილსი მფლობელს, მამუკა ღლონტს:

„რა ხდება კონკრეტუად "მაესტრო 24"-თან დაკავშირებით ამაზე ჯერ ვრცელი ინფორმაცია არ მაქვს. ჩემმა მეგობარმა ბაჩო კიკაბიძემ მთხოვა, რომ რადიო „მაესტროს“ ხმის გამოყენების უფლება მიმეცა. ამ ეტაპზე ამ კომპანიასთან სხვა შეხება არ მაქვს, ჩემი აზრით, რაც მეტი ტელევიზია იქნება და რაც მეტი თავისუფალი აზრი გამოითქმება, მით უკეთესია ქართველი საზოგადოებისთვის.

ამჯერად ერთადერთი შეხება ამ ტელევიზიასთან ის მაქვს, რომ ჩემი მეგობრის ბაჩო კიკაბიძისაა. რა იქნება მომავალში, არ ვიცი, ჯერ ვერ მოვახერხე მასთან დალაპარაკება“.

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)