"კონტრაქტი ორწლიანია" - ვერა ქობალია ავსტრალიის მთავრობამ დაასაქმა
"კონტრაქტი ორწლიანია" - ვერა ქობალია ავსტრალიის მთავრობამ დაასაქმა
ვერა ქობალიას საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პოსტი 2010-2012 წლებში ეკავა

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია ავსტრალიის მთავრობამ ინდონეზიაში საერთაშორისო ბიზნეს-მრჩევლად მიიწვია.
როგორც "ბიზნესკონტაქტს" ვერა ქობალიამ განუცხადა, ინდონეზიაში რამდენიმე დღეში გაემგზავრება.

"როგორც საქართველოს ეხმარება მსოფლიო ბანკი, USAIDდა სხვები რეფორმების გატარებაში, ისე ინდონეზიის მთავრობას აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს ავსტრალია. სწორედ ავსტრალიის მთავრობისგან მივიღე მოწვევა. კონტრაქტი ორწლიანია. ჩემი ძირითადი ფუნქცია ბიზნეს და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით ინდონეზიის მთავრობისთვის რჩევების მიცემა და კონსულტაცია იქნება".

ვერა ქობალია ქალაქ სოხუმში დაიბადა.
You must have Flash Player installed in order to see this player.
აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შედეგად 1996 წელს ოჯახთან ერთად ემიგრირებული იყო კანადაში. 2010 წლის თებერვალში ქობალია დაბრუნდა საქართველოში. ვერა ქობალიას საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პოსტი 2010-2012 წლებში ეკავა. ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი სიმპათიის გამო დაინიშნა ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ვერა ქობალიამ საქმიანობა კერძო სექტორში გააგრძელა. "მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა" ვერა ქობალია 2012 წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად დაასახელა. იგი ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომელმაც მსგავს ნომინაციაში გაიმარჯვა.


მკითხველის კომენტარი (41)
shaka
16 თებერვალი 2016 09:52
mec gamexarda, zalian rac meti kactmozule cava kveknidan chventvis kargia, gmertma knas kvela naci gadaikargos arc ertze guli ar damcxdeba, maxsovs rogor gvacamebdnen eg urjuloebi
nikoloza.
15 თებერვალი 2016 19:22
ეე აკო.შე ოროსანო, მერვე კლასში რამდეჯერ ხარ ჩატოვებული ა.ეეეხ უტვინო რო დაიბადები მაგრად ტეხავს ალბათ არა.ვაიმე რა სიბრიყვეებს წერ ხოლმე აქ ა. შენა ალბათ მშობლებიც ოროსნები და რვაკლასდამთავრებული გყავს ხო.აბა საიდან ესეთი ბრიყვი.ნუ იწერები დაგცინიან ბიჭო სირცხვილია 2016 წელია რამე წაიკითხე. წ ა ი კ ი თ ხ ე წ ი გ ნ ი. მარა რა აზრი აქ მაინც ვერ გაიგებ. ეეხ.აი ნანულას შოუს და ვანოს შოუს უყურე,ეგაა შენისთანების ვეფხისტყაოსანი.
nikoloza
15 თებერვალი 2016 19:13
აი ხო ხედავთ რა თვალსაწიერის და რა ინტელექტის მქონე ხალხია ნაცები და მათი მომხრეები.ესენი ფიქრობენ რო ინდონეზიაში ავსტრალიის მთავრობის კვოტით მრჩევლად მუშაობა წარმატებაა, აზრზე ხართ ი ნ დ ო ნ ე ზ ი ა შ ი,მრჩეველი.ვააა.და ამათ ებარა ქვეყანა 9 წელი.საიდან ამდენი ბნელი ა.
nikoloza
15 თებერვალი 2016 19:07
აი ხო ხედავთ რა დონის და თვალსაწიერის მქონე ხალხია ნაც
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები