"ქუთაისში უნდა შემოვიდნენ დაახლოებით "არგოს" ტიპის გემები" - "სავარდო და სამაისო" სანაოსნოც უნდა გახდეს?!
"ქუთაისში უნდა შემოვიდნენ დაახლოებით "არგოს" ტიპის გემები" - "სავარდო და სამაისო" სანაოსნოც უნდა გახდეს?!
12-02-2016
მთელი კვირაა არ წყდება მითქმა-მოთქმა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დეპუტატის ომარ ნიშნიანიძის ინიციატივაზე, რომელიც ქუთაისის პორტისა და მიწისქვეშეთის განვითარების იდეითაა შთაგონებული. ომარ ნიშნიანიძე აცხადებს, რომ პროექტს მთავრობის წვერებსა და პრემიერსაც გააცნობს. ნიშნიანიძის თქმით, ქუთაისის მახლობლად პორტი წარსულშიც არსებობდა და მისი განვითარების იდეა ნიკო ნიკოლაძესაც ჰქონდა.

"ნიკო ნიკოლაძის იდეა წამოვწიე წინ, ახლა ვაპირებ, რომ ეს იდეა მთავრობას გავაცნო. გავაცნობ დიმიტრი ქუმსიშვილს, პრემიერს. თუმცა ჯერჯერობით ამ საკითხის გადაწყვეტას მე უფრო მეცნიერულ წრეებში ვცდილობდი. ნიკო ნიკოლაძე არის ამ იდეის ავტორი. ლაპარაკია არა ქუთაისის ცენტრამდე, არამედ ვარციხემდე..." - ამბობს ომარ ნიშნიანიძე.

ნიშნიანიძის თქმით, რიონის სანაოსნოდ გამოყენებისთვის არხების გაკეთებაც შეიძლება, რასაც კომერციული დატვირთვაც შეიძლება ჰქონდეს, რადგანაც არხებიდან ამოღებული ინერტული მასალის გაყიდვაც  შესაძლებელი იქნება.

ომარ ნიშნიანიძე:
- თავდაპირველად, ეს იმ კონტექსტში ვთქვი, რომ ქუთაისის განვითარება მხოლოდ პარლამენტი არაა და ხალხი ამაზეც კი ფიქრობდა-მეთქი. სწორედ ამას მოვაყოლე ეს იდეა. მინდა გითხრათ, რომ წამიკითხავს ლიტერატურა და ვიცი ის ადამიანებიც, ვინც ამ თემაზე სერიოზულად მუშაობდნენ. როგორც ქართველებს გვჩვევია, ჩემს ამ განცხადებაზეც, ჩვენმა ოპოზიციამ - ძირითადად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა, ქილიკი დაიწყეს, თუმცა არავის უთქვამს, რომ ეს იდეა ჩემამდეც არსებობდა.

- თქვით, რომ ეს ყველაფერი დიდ თანხებთან არაა დაკავშირებული და ამის დაფინანსებას ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიც ეყოფაო...

- ვგულისხმობდი იმას, რომ პორტი იყოს მხოლოდ ტურისტული ღონისძიებისათვის და არა სავაჭრო და სამრეწველო დანიშნულების. ქუთაისში უნდა შემოვიდნენ დაახლოებით "არგოს" ტიპის გემები ან პატარა კატერები. დიდ გემებს, ვერ მივიღებთ, მაგრამ თუნდაც ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით შესაძლებელია, რომ ვარციხე-გეგუთის მიდამოებამდე გაკეთდეს ის, რაზეც მე ვლაპარაკობ... დიდი ისტორიკოსი ნიკო ბერძენიშვილი ამბობდა, რომ გეგუთი ქვემო ქუთაისია, სწორედ იქ იყო ძველი, აიეტის ქუთაისი.

- ანუ არაა გამორიცხული
თანამედროვე არგონავტებიც ვიხილოთ?

- ქუთაისი ხომ აიეტის ქალაქია და თუ არგონავტების თემას წინა პლანზე წამოვწევთ ეს იქნება დიდებული ამბავი. მინდა გითხრათ, რომ უცხოელებს როგორც აქ, ისე საერთაშორისო შეხვედრებზე, ბევრჯერ უთქვამთ - გვიკვირს რატომ არ იყენებთ არგონავტების თემასო. ეს ბრენდად უნდა აქციოთ და ტურიზმისთვის გამოიყენოთო.

- ბატონო ომარ, თუ რიონზეა შესაძლებელი მცირე გემების შემოსვლა რატომ არ შეიძლება იგივეს გაკეთება მტკვარზე და იყო პორტები ხაშურში, ქარელში, კასპში...

- რატომაც არა, თუ მდინარე ამის საშუალებას იძლევა იყოს. ვიმეორებ, ეს არ იქნება პორტი სამრეწველო გემებისათვის, ხოლო სანაოსნო დანიშნულებისათვის ეს იქნება იდეალური ვარიანტი. რაც მთავარია ეს არაა დამოკიდებული დიდ ფინანსებზე.

- თქვენვე გეკუთვნით ქუთაისში მიწისქვეშა ტურიზმის განვითარების იდეა, რაც ითვალისწინებს მღვიმეების კიდევ უფრო დატვირთვას ტურისტებით. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია მცირე ზომის წყალქვეშა ნავების შესვლა მღვიმეებში?
- ამას ძალიან დიდი კვლევა სჭირდება, რათა მოხდეს ყველაფრის სათანადოდ შესწავლა. ის ადგილები, რასაც მე ვამბობ, რომ მიწისქვეშა ტურიზმით უნდა დაიტვირთოს ვერანაირად ვერ იქნება დაკავშირებული იმ ადგილთან, სადაც, ვთქვათ, აშენდება პორტი. მერწმუნეთ, ტურიზმიდან იმხელა ფინანსები შემოვა, რომ დანახარჯს ბევრად გადააჭარბებს და ეს როგორ წაადგება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, თქვენც მოგეხსენებათ.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
"განაცებული" ბურჭულაძის რეიტინგი ამ პოლიტიკური მანევრით მხოლოდ ნულს გაუტოლდება"

"პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისში სკამიც კი "ნაციონალური მოძრაობის" ჰაერით სუნთქავს"
დაწვრილებით...
მე მგონი, იმის გარანტი, რომ ძალადობა აღარ განმეორდება, მე თვითონ ვარ, რომ შევედი პოლიტიკაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომერმა, ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა განაცხადა.
დაწვრილებით...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული საარჩევნო სიის ოცეული ცნობილია. სიის ოცეული პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გასაჯაროვდა.
დაწვრილებით...
თბილისის მერი დავით ნარმანია გუშინდელი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
დაწვრილებით...
ევროკავშირის მონიტორინგის მისის ცხელი ხაზის მეშვეობით წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ სობისში, ჩილინდრიშვილების ოჯახს ქერის მოსავლის დასაბინავებლად 5 საათი მიეცა.
დაწვრილებით...
მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს შეიქმნება, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.
დაწვრილებით...
"არსებობს სხვადასხვა მიზეზები, რის გამოც ვიღაცასთან ერთად ჩემთვის ყოფნა მიუღებელია"
დაწვრილებით...
ბურჯანაძეს უნდა, რომ ავადმყოფ უჯრედებს თავი მოუყაროს, რათა პრორუსულად განწყობილი ჯგუფები წინასაარჩევნოდ ინაშვილისკენ, ნათელაშვილისკენ, ბედუკაძისკენ ან კვარაცხელიასკენ არ გაეპაროს. ამით რუსეთსაც ასიამოვნებს და მეტ დაფინანსებასაც მიიღებს...
დაწვრილებით...
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
ქირავდება 5 ოთახიანი, 175 კვ.მ
სოფელ ვაზიანის ცენტრში ლილო მოლიდან
ქირავდება ან იყიდება 65 კვ.მ
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები