"როგორმე უნდა დაემსახურებინა გედი ფოფხაძის კეთილგანწყობა..." - კვირის პალიტრა

"როგორმე უნდა დაემსახურებინა გედი ფოფხაძის კეთილგანწყობა..."

"ეხლა ვიცანი, რომ ბაქრაძის მოსაუბრე კობა გვენეტაძე ყოფილა... ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი"

"კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა ნინო ბურჭულაძემ "ფეისბუკში" საინტერესო სტატუსი დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"კობა გვენეტაძეზე გამახსენდა..."დაახლოებით 10 დღის წინ მარჯანიშვილზე "ანტრეში" სადაც მე დათოს მოლოდინში "კოფეს" მივირთმევდი... ბატონი ბაქრაძე (აი ის 5 ენა რომ იცის და თან ქადაგიძის მრჩეველი რომ არის)... ემუსაიფებოდა ერთ ჩემთვის უცნობ პირს... ეს უკანასკნელი გადიოდა კონსულტაციას თუ ვისი ლობირების იმედი უნდა ჰქონოდა საჭიროების შემთხვევაში.... აღმოჩნდა, რომ როგორმე უნდა დაემსახურებინა გედი ფოფხაძის კეთილგანწყობა, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავად ბაქრაძე მოაგვარებდა.... გარდა ამისა, საკმაოდ საინტერესოდ საუბრობდნენ ლარის კურსის სამომავლო დაჭერაზე... სხვა შესაძლო კანდიდატებზე და მათ შუქ-ჩრდილებზე.... ვინაიდან "ანტრე" პატარაა და თავადაც ხმამაღლა საუბრობდნენ, მინდოდა, არ მინდოდა მაინც ვუსმენდი.... ეხლა ვიცანი, რომ ბაქრაძის მოსაუბრე კობა გვენეტაძე ყოფილა... ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი" (წყარო)

ნინომ მოგვიანებით დაგვიზუსტა, რომ ამ ბატონების საუბარს "ანტრეში" 29 იანვარს შეესწრო.

იხილეთ ასევე: პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი დაასახელა - ვინ არის კობა გვენეტაძე?!