დატოვებს თუ არა კოალიციას "ეროვნული ფორუმი" და გახდება ნინო ბურჯანაძე გუბაზ სანიკიძის პარტნიორი?!
დატოვებს თუ არა კოალიციას "ეროვნული ფორუმი" და გახდება ნინო ბურჯანაძე გუბაზ სანიკიძის პარტნიორი?!
15-02-2016
"ალბათ ჩემზე ამბობენ, არაფერს აკეთებსო, მაგრამ მირჩევნია ეს თქვან, ვიდრე წამომაძახონ, რაიონში ყველაფრის წილშიაო"

"კოალიციაში პარტია "ქართული ოცნება" წამყვანი ორგანიზაციაა, ამიტომ როგორც წარმატებაზე, ისე დამარცხებებზე, პასუხისმგებელიც ის არის"


2012 წლის არჩევნების შემდეგ საჯარო სივრცეში მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა­. პოლიტიკურ პროცესებსაც ნაკლებად ეხმიანება და როგორც ქუთაისელები ჩივიან, დიდად არც მაჟორიტარის ბიუროს სწყალობს. რატომ გაქრა აქტიური პოლიტიკიდან და რა გეგმები აქვს წინასაარჩევნოდ "ეროვნ­ულ ფორუმს"? "კვირის პალიტ­რას" ქუ­თაისის მაჟორიტარი დეპუტატი, ვიცე­-სპიკერი გუბაზ სანიკიძე ექსკლუ­ზიურად ესაუბრება:

- ჩემს გაქრობა-გამოჩენასთან დაკავშირებით, მინდა ყველას პასუხი გავცე: ზოგიერთ საკითხში კომპეტენტური ვარ, მაგრამ ბევრ საკითხში საკუთარ თავზე ამას ვერ ვიტყვი. არც იმ პოლიტიკოსების რიცხვს მივეკუთვნები, ყველაფერზე კომენ­ტარს რომ აკეთებენ. შესაძლოა, არ ჩანს, მაგრამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინტენსიურად ვმუშაობ.

- არჩევნების შემდეგ ქუთაისელები, ფაქტობრივად, ვერ გპოულობენ, როგორც ქუთაისის­ მაჟორიტარი, იქნებ თავდაპირველად მათი პრობლემებით დაინტერესებულიყავით...
- ქუთაისი ყველაზე დიდი რაიონია და შეუძლებელია,­ მაჟორიტარმა ყველა ამომრჩევლის მოთხო­ვნის დაკმაყოფილება შეძლოს. მით უმეტეს, ჩემი პრინციპია, თვითმმართველობის საქმე­ებში არასოდეს ჩავერიო. ალბათ, ჩემზე ამბობენ, არაფერს აკეთებსო,­ მაგრამ მირჩევნია ეს თქვან, ვიდრე წამომაძახონ, რაიონში ყველაფრის წილშიაო.

- თქვენს მაჟორიტარ კოლეგებზე მიანიშნებთ?
- ალბათ, ზოგი მაჟორიტარი თვითმმართველობის საქმეებში ერევა, ზოგი - არა, მაგრამ კოლეგების საქმიანობით­ არ დავინტერესებულვარ. მოსახ­ლეობას მაჟორიტარის ფუნქციებზე არასწორი შეხედულება აქვს. თუ მათი ნაწილი ფეო­დალივით იქცევა, ეს მოსახლეობის არასწორი დამოკიდებულების შედეგია.
მიმაჩნია, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს. თვითმმართვ­ელობის გაძლიერებაა აუცილებელი­.

- 2016 წლისთვის მაჟორიტარული სისტემის­ გაუქმებას მმართველი გუნდი არ თანხმდება,­ თქვენ კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია გაქვთ?
- მთავარია, რომ პოლიტიკური შეთა­ნხმება არსებობს და 2020 წლისთვის მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება. მერწმუნეთ, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა -  თუ მაჟორიტარი ოლქს მოსწყდება, ფეოდალური მმართველობაც დასრულდება და თვითმმართველობაც დეპუტატის გავლენისგან გათავისუფლდება.
ზოგჯერ მაჟორიტარებს კარგი სურვილები ამოძრავებთ, მაგრამ საქმეს ხშირად სწორედ კარგი სურვილები აფუჭებს. "ქართული ოცნების" რამდენიმე წევრი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგებოდა...

- მიზეზი პოლიტიკური ინტერესები­ იყო?
- ამას არავინ ამბობს, გულში კი ვინ რას ფიქრობს, ვერ გამოვიცნობ. ამ ეტაპზე არჩევნებისთვის ვემზადებით. გაზაფხულზე ყრილობას ჩავატარებთ, სადაც პარტიის წევრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება - ვრჩებით თუ გავდივართ კოალიციიდან! მე პარტიის წევრების გადაწყვეტილებას უპირობოდ დავემორჩილები­.

- რატომ დადგა კოალიციაში­ ყოფნა-არყოფნის საკითხი პარტიის დღის წესრიგში?
- 2012 წელს იდეოლოგიური კოალიცია­ არ შექმნილა, ეს მხოლოდ საარჩევნო გაერთიანება იყო. დღეს სხვა ვითარებაა. ვერ ვხედავ სერიოზულ მიზეზს, რატომ უნდა დავტოვოთ კოალიცია. შესაძლოა, გარკვეულ საკითხებზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ პრინციპები საერთო გვაქვს. კოალიცია თვითშეზღუდვას გულისხმობს, ჩვენს პარტიას კი კოალიციისთ­ვის პრობლემა არასოდეს შეუქმნია, არც კვოტებზე. კოალიც­იაში ვისაც მეტი წილი ხვდა, ბევრ საკითხზე­ პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. დიახ, "ფორუმი" მაღალ თანამდებობებზე წარმო­დგენილი არ გახლავთ - აღმასრულებელ ხელისუფლებაში მინისტრი არ გვყავს, პარლამენტში კი მხოლოდ ორი - ვიცე-სპიკერისა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი გვაქვს.
ვიღაცები ამას ჩვენს სისუსტედ მიიჩნევენ, მაგრამ მე განსხვავებული პოზიცია მაქვს - მნიშვნელოვანი თანამდებობა კი არა, გავლენაა.

- ვინ არის დღეს კოალიციაში გავლენიანი­ პოლიტიკური ძალა და გუნდის პასუხისმგებლ­ობაზე წინასაარჩევნოდ რატომ საუბრობთ?
- საკუთარ გავლენებზე სხვებმა ისაუბრონ... ვისაც ათი მინისტრი­ ჰყავს, პროცესებზე მეტი პასუხისმგებლობაც მან უნდა იტვირთოს. კოალიციაში პარტია "ქართული ოცნება" წამყვანი ორგანიზაციაა, ამიტომ როგორც წარმატებაზე, ისე დამარცხებებზე,­ პასუხისმგებელიც ის არის.
სამთავრობო გადაწყვეტილებებში­ "ფორუმი" არ მონაწილეობს, რადგან­ იქ ჩვენი პარტიის წარმომადგენელი არ არის.

- ეს თქვენი სურვილით მოხდა, თუ გუნდი კადრებს გიწუნებთ?
- ჩვენი სურვილიც იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარგი სპეციალისტები არ გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საკადრო შესაძლებლობებზე­ კარგი წარმოდგენა­ გვაქვს, კოლეგები თვლიან, რომ მათ მართვა უკეთესად შეუძლიათ. კი ბატონო, ხელს არ შევუშლით. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, ვფიქრობ, ოპტიმალურად შევძელით იმ პრობლემების გადაჭრა, რაც ქვეყანაში არსებობდა. უამრავი საფრთხე ავარიდეთ ქვეყანას, რაც საზოგადოებას არც კი გაუგია. უსაფრთხოება დიდი შრომის ფასად გვიჯდება, მით უმეტეს, რეგიონში შექმნილი დაძAაბულობის ფონზე.
ფაქტობრივად, ბეწვის ხიდზე დავდივართ, ამიტომ ყრილობაზე "ფორუმი" გადაწყვეტილებას მხოლოდ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მიიღებს.

- მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ,­ რომ თქვენ და "მრეწველებმა", შესაძლოა, გაერთიანება­ დატოვოთ. კულუარებში ისიც კი ითქვა, რომ ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობისთვის ემზადებით.
- ნინო ბურჯანაძე ჩემი შვილის ნათლიაა, მეგობრებსა და ნათესავებზე კი არასოდეს ვამბობ უარს. მეტიც, ნინოს ჩემს ოჯახსაც კი ვანდობ. რამე რომ დამემართოს, ვიცი, ჩემებს­ ლუკმაპურს არ მოაკლებს­. რაც შეეხება პოლიტიკურ ერთობას, ნინოს თავისი საქმეები აქვს, მე - ჩემი. როცა ვხვდე­ბით, ჩვენს საქმეებზე არ ვსაუბრობთ.

- ამომრჩეველს 250-ლარიან პენსიასა და "უფასო ფულს" ჰპირდებოდით... ოთხწლიანი დუმილის შემდეგ ამომრჩეველთან ახალი დაპირებებით მისვლას გეგმავთ?
- ამომრჩეველს უნდა ვუთხრათ, რომელი დაპირება ვერ შევასრულეთ და რა იყო ამის მიზეზი. იმის თქმა, რომ ყველაფერი გაკეთდა,­ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს. დიახ, მეც ვპირდებოდი ხალხს ბევრ რამეს, მაგრამ თუ ყველაფერი ვერ გაკეთდა, 80%-ით საგარეო ფაქტორების შედეგია.
შეხედეთ, რეგიონში რა ხდება - მოსკოვი­ უფრო შორს არის ჩვენგან, ვიდრე - დამასკო,­ ვაშინგტონი კი სულ სხვა პლანეტაა. დიდი გეოპოლიტიკური ძვრები ხდება. ამ ვითარებიდან ფრთხილად გამოსვლას დიდი ნიჭი სჭირდება. კი ბატონო,­ ლარიც გაუფასურდა, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ საქართველოში არ მომხდარა?!

- ცოტა ხნის წინ თქვენმა თანაგუნდელმა­ სოსო ვახტანგიშვილმა "გაზპრომთან" მოლაპარაკებები გააკრიტიკა და ლადო პაპავას მოსაზრებებს დაეთანხმა. თქვენც ფიქრობთ, რომ "გაზპრომის" წინადადებებზე დათანხმება ქვეყნის წინაშე დანაშაული იქნება?
- "გაზპრომთან" მოლაპარაკებები არ არის ქვეყნის ღალატი და არც კახი კალაძეს შეუძლია, ქვეყანას უღალატოს. ადრე თუ გვიან, რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავიწყოთ. რუსებსაც ჩვენთან საუბარი უნდათ - იზოლაციაში არიან და საქართველო სჭირდებათ. როგორ მხნედაც­ უნდა გამოიყურებოდნენ, სირიაში ჭაობში აღმოჩნდნენ და ეს კარგად ესმით. ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როცა სალაპარაკოდ დავსხდებით, როგორი პოზიცია გვექნება? მე ვმუშაობ ბევრ საკითხზე, რომ როცა კონტაქტი შედგება, მყარი პოზიცია გვქონდეს.

- კონკრეტულად რას აკეთებთ? და პანკისზე­ ლავროვის მინიშნების შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებით რას ელით?

- დეტალებს არ გავამხელ. რაც შეეხება ლავროვს, პრეზიდენტი მარგველაშვილი კარგად მოიქცა, როდესაც­ პანკისში დიპლომატები ჩაიყვანა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - საქართველოს პანკისიდან საფრთხე არ ემუქრება! ნეტავ, ყველა ქართველი ისეთი პატრიოტი იყოს, როგორიც ქისტები არიან. რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარაკებებს, პუტინმა პირველად განაცხადა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე აფხაზებსა და ოსებს დაელაპარაკეთო. ეს მნიშვნელოვანი მინიშნება იყო. ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მხოლოდ დასავლეთის ფაქტორზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, აუცილებელია, ამ საქმეში მხარს სხვა მეზობლებიც გვიჭერდნენ. მეც სწორედ ამ საქმეებში ვარ ჩართული.

რუსუდან შელია
hiugo555
20 თებერვალი 2016 14:44
ბატ გუბაზ თქვენ ,სოსო,დავითაშვილი და მხოლოდ რამოდენიმე დეპუტაი აირჩია ხალხმა...ამოწყვეტამდე მისულმა ხალხმა...1.2მილიო გადახვეწილი.51%მშიერი ბავშვი(გაეროს მონ).უწამლოდ უიმედოდ დარჩენილი გაჭირვებული ხალხი,რომელთაც თქვენ უღალატეთ საკ კეთილდღეობის სანაცვლოდ ...ღალატი უდიდესი ცოდვაა და ალბათ ვერც გასწავლით..გახსენებთ...
განსაცდელი რომელიც ქვეყანას მოუვლინეთ,უცოდინარი,გაუმაძღარი,მატყუარა,მოხელეების სახით,რომელთაც შრექმნეს ბიუჯეტიდან ფულის მითვისების ვითომ შენიღბული ფორმა დასჯადია და არ გესწავლება...
ამ უუფლებო,მოტყუებულ,ამოწყვეტამდე მისულ ხალხს სულში აფურთხებთ იმ დაპირებების არ შესრულებით..ბიუჯეტიდან არნახული თანხების მითვისებით.განკიცხვა სატიკი იქნება....თქვენ ხალხი პასუხს მოგთხოვთ ყველა მეთოდებით დარჩენილია თვეები და თქვენ აღმოჩნდებით თვენი სახით ,მითვისებული ქონებით ხალხის წინაშე,....
ilo
20 თებერვალი 2016 14:14
საქართველოში მომრავლდნენ ერთი კაცის პარტიები სანიკიძის პარტია კუკავას ბაღათურიას ძიძიგურის არის ორი კაცის პარტიაც თოფაძე ტყემალაძე და მათი მთავარი მიზანი გახდნენ მილიონერები ღნერთო შენ იხსენი საქართველო
სხვა სიახლეები
14 მაისს, პარტია "ქართული ოცნების" ყრილობის დასრულების შემდეგ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გამოაქვეყნებდა წერილს, სადაც ისაუბრებდა იმაზე, თუ რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ და რა იქნება "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმები.
დაწვრილებით...
28 მაისს, ახალი სპორტის სასახლეში მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ პირველი ყრილობა გაიმართა
დაწვრილებით...
"ჩვენს ქვეყანას აქვს უნიკალური შანსი, რომ ეს ბოლშევიკური მოძრაობა, სამუდამოდ გაიყვანოს პოლიტიკური სივრციდან"
დაწვრილებით...
2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის დროს გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს მოსკოვმა 70 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.
დაწვრილებით...
14 მაისს, პარტია ”ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გამოაქვეყნებს წერილს
დაწვრილებით...
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პირველად სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი თბილისის გარდა საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართა.
დაწვრილებით...
"რუსული და აფხაზური მხარეები აპირებენ გაახმაურონ მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების ამბავი"
დაწვრილებით...
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა საქართველოს უკვე მიულოცეს აღნიშნული თარიღი.
დაწვრილებით...
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ოდესიდან მიულოცა.
დაწვრილებით...
ქირავდება დღიურად! ახალაშენებულში სასტუმროს ტიპის
თავისუფალია!!! 1-ოთახიანი ბინა 60 კვ.მ.
სასწრაფოდ! იყიდება კომერციული ფართი ალ.ყაზბეგის
იყიდება 3-ოთახიანი ბინა აქსის "პარკ
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები