მიხეილ სააკაშვილი: "დღეს საქართველო ყველას ფეხებზე ჰკიდია"
მიხეილ სააკაშვილი: "დღეს საქართველო ყველას ფეხებზე ჰკიდია"
13-02-2016
მიუნხენში  უსაფრთხოების 52-ე კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

წლევანდელი უსაფრთხოების კონფერენციის დღის წესრიგის მთავარი საკითხებია: ევროპის თავდაცვის სისტემის კრიზისი, სირიის ომი, ტერორისტული დაჯგუფებების საქმიანობა და დევნილთა პრობლემები. მიუნხენში, საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, 30-მდე ქვეყნის მეთაური, 60-ზე მეტი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი, ასობით წამყვანი პოლიტიკოსი, ექსპერტი და ჟურნალისტი ჩავიდა. მათ შორის, საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში სწორედ მიუნხენიდან ჩაერთო და განაცხადა, რომ საქართველო მსოფლიო რადარებიდან გამქრალია. "დღეს საქართველო ყველას ფეხებზე ჰკიდია", - განაცხადა ექსპრეზიდენტმა, ხოლო გიორგი კვირკაშვილი "პროვინციელი ფეოდალის მონად" მოიხსენია. "საქმე იმაშია, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არავინ ახსენებს. აღარ ახსენებს ამას იმიტომ, რომ საქართველო აღარ ლობირებს ამას. მთლიანობაში საქართველო  გამქარალია რადარებიდან. რაც უნდოდათ ის გააკეთეს. სხვათა შორის, ალასანია ამბობდა, რომ "განხეთქილების ვაშლი" არ უნდა ვიყოთ დასავლეთსა და რუსეთს შორის, აღარ ვართ განხეთქილების ვაშლი, საერთოდ აღარანაირი ვაშლი აღარ ვართ, არც კიტრი არ ვართ. ვართ გამქრალები. როცა მოგყავს "გაზპრომის" მთავარი აქციონერი, მან გააკეთა ზუსტას ის, რასაც რუსეთი მთელი ეს წლები ცდლობდა რომ მიეღწია, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ერთბაშად მიაღწიეს ყველაფერს. ჩვენ რადარებიდან ვართ გამქრალები", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთის საქმე წასულია და მალე ეს ქვეყანა დაიშლება, საქართველო კი დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს. თანამდროვე საქართველოზე ლაპარაკისას კი განაცხადა: "ჩვენ მივიღეთ ფეოდალური სახელმწიფო, ფეოდალი კი პროამერიკული ვერ იქნება, ის პრორუსია", - განაცხდა ჩვეულ სტილში ექსპრეზიდენტმა და თავისი ინტერვიუს დიდი ნაწილი კვლავ ბიძინა ივანიშვილის ლანძღვას დაუთმო. მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის სასამართლო სისტემასაც შეეხო და განაცხადა, რომ გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია უკანონო პატიმრები არიან. მისივე თქმით, თუ მიხეილ საკაშვილის დედა და ბებია
You must have Flash Player installed in order to see this player.
მისი იჯახის წვერები არიან და მათ ქონებას უყადაღებენ, რატომ არ არის რიგითი მოსამართლის დედა მისი ოჯახის წევრი?! მან, როგორც ჩანს, "რუსთავი 2" - ის საქმის მოსმართლის თამაზ ურთმელიძის ყბადაღებული ნათქვამი გაიხსენა.

როგორც მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუკგვერდიდან" ირკვევა ოდესის გუბერნატორი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად სტუმრობს.
აკა
17 თებერვალი 2016 10:38
ყველა უმადურ- გამორუსებულ (გამო...ბულ) კომენტატორს მივმართავ: გონებას უხმეთ და სამშობლოს მტერ-მოყვარის გარჩევა ისწავლეთ, თორემ ცხოვრება არ გაპატიებთ; მაგრა დაგენძრევათ, განურჩევლად სქესისა, ფერისა თუ გენისა.. ღმერთის უნდა გეშინოდეთ და არა ფარისეველი მამაოებისა... რუსთის ქართველი სპეცსამსახურის თანამშრომლები თქვენ ასაგდებად ათასნაირ მონაჩმახს გიგდებენ...რათა საქართველოს პ ა ტ რ ი ო ტ ე ბ ზ ე, ან არაფერი ქვათ, ან ლანძღოთ და აგინოთ?!?! თ ა ნ ა მ ე დ რ ო ვ ე ქართველებს გაკლიათ სამშობლოსა და მამულის (მიწის) სიყვარული. მილიონამდე ქართველი გადაიხვეწა გალოთებულ, გაბოზებულ, კორუმპირებულ, გათოშილ, დაჭაობებულ და სიღარიბის ზღვარს მიღწეულ, გაბოროტებულ ოკუპანტ რუსეთში..
.უმადურებმა ვერ გაითავისეთ და ვერ გაიგეთ 25 წლიანი დამოუკიდებელი საქართველოს ფასი...
. რ უ ს ე თ ი არ გვეშვება და ამიტომ, ბევრ ქართველს ვერ წარმოუდგენია რუსეთის გარეშე არსებობა...
.60 წელს გადაცილებულთა უმრავლესობა...ისევ წინა საუკუნეების ისტორიითა და იდეოლოგიით ცოცხლობენ, ..იქ ჩარჩნენ და ევრპისკენ მსწრაფ თანამედროვე საქართველოს მომავალს, უკან-მოუსვლელში ექაჩებიან....
- გიყვარდეთ დამოუკიდებლობა!!! გიყვარდეთ სამშობლო საქართველო!!!!!
lia
17 თებერვალი 2016 10:23
როგორც თქვენ გეკიდათ...
სხვა სიახლეები
"უგულავამ ციხეში ბევრი რაღაც წაიკითხა, ხშირად ახსენებს დოსტოევსკის, თომას მანს, ყველა ინტერვიუში რაღაც უნდა ჩართოს იქ წაკითხული"
დაწვრილებით...
"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) ახალი კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგები გამოაქვეყნა.
დაწვრილებით...
"მე ორი არჩვენი მქონდა, ან ქვეყნიდან უნდა წავსულიყავი, ანაც ციხეში... მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რომ არ წავედი და დავრჩი... მაგრამ უკაცრავად, თუ ეს ვინმეს აკომპლექსებს, ქვეყნიდან წასვლის გამო მიშას პრეტენზიას არ ვუყენებ, გასაგები იყო, რომ ივანიშვილი იმასაც დაიჭერდა"
დაწვრილებით...
ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე "ნაციონალურ მოძრაობაში" შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა,
დაწვრილებით...

ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე "ნაციონალურ მოძრაობაში" შექმნილ ვითარებას ეხმაურება.

დაწვრილებით...
"ეს იყო გამზადებული პლატფორმა, რომ თუ არ გამოვიდოდა პარტიის ხელში ჩაგდების გეგმა, ეს მგზავრები გადამსხდარიყვნენ სხვა მატარებელში"
დაწვრილებით...
„ნაციონალური მოძრაობის“ ისტორიის განმავლობაში რაღაც ჯგუფები ყოველთვის მიდიოდნენ. პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი. „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ დავარქვი თავის დროზე?! იმიტომ, რომ სულ წინ მიდიხარ, ხდება განვითარება"
დაწვრილებით...
"მთავრობას წაუყენეს სამი ძირითადი მოთხოვნა - დაანებე ”რუსთავი 2”-ს თავი, ახალი პოლიტიკური რეპრესიები არ უნდა იყოს ქვეყანაში და პოლიტპატიმრების ეტაპობრივად გამოშვება"
დაწვრილებით...
"უნდა ვიცოდეთ, მერაბიშვილი ჩვენთან რჩება თუ უგულავა-ბოკერიას ფრთას მიჰყვება"

"სააკაშვილს ყოველ ჯერზე ეჭვები ტანჯავდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა"
დაწვრილებით...
PRIME
იყიდება/ქირავდება ორ-სართულიანი კერძო სახლი, რომელიც
სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
სასწრაფოდ! იყიდება მშენებარე კორპუსში ბინა
სასწრაფოდ და იაფად! იყიდება
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები