მიხეილ სააკაშვილი: "დღეს საქართველო ყველას ფეხებზე ჰკიდია" - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი: "დღეს საქართველო ყველას ფეხებზე ჰკიდია"

მიუნხენში  უსაფრთხოების 52-ე კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

წლევანდელი უსაფრთხოების კონფერენციის დღის წესრიგის მთავარი საკითხებია: ევროპის თავდაცვის სისტემის კრიზისი, სირიის ომი, ტერორისტული დაჯგუფებების საქმიანობა და დევნილთა პრობლემები. მიუნხენში, საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, 30-მდე ქვეყნის მეთაური, 60-ზე მეტი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი, ასობით წამყვანი პოლიტიკოსი, ექსპერტი და ჟურნალისტი ჩავიდა. მათ შორის, საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში სწორედ მიუნხენიდან ჩაერთო და განაცხადა, რომ საქართველო მსოფლიო რადარებიდან გამქრალია. "დღეს საქართველო ყველას ფეხებზე ჰკიდია", - განაცხადა ექსპრეზიდენტმა, ხოლო გიორგი კვირკაშვილი "პროვინციელი ფეოდალის მონად" მოიხსენია. "საქმე იმაშია, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არავინ ახსენებს. აღარ ახსენებს ამას იმიტომ, რომ საქართველო აღარ ლობირებს ამას. მთლიანობაში საქართველო  გამქარალია რადარებიდან. რაც უნდოდათ ის გააკეთეს. სხვათა შორის, ალასანია ამბობდა, რომ "განხეთქილების ვაშლი" არ უნდა ვიყოთ დასავლეთსა და რუსეთს შორის, აღარ ვართ განხეთქილების ვაშლი, საერთოდ აღარანაირი ვაშლი აღარ ვართ, არც კიტრი არ ვართ. ვართ გამქრალები. როცა მოგყავს "გაზპრომის" მთავარი აქციონერი, მან გააკეთა ზუსტას ის, რასაც რუსეთი მთელი ეს წლები ცდლობდა რომ მიეღწია, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ერთბაშად მიაღწიეს ყველაფერს. ჩვენ რადარებიდან ვართ გამქრალები", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთის საქმე წასულია და მალე ეს ქვეყანა დაიშლება, საქართველო კი დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს. თანამდროვე საქართველოზე ლაპარაკისას კი განაცხადა: "ჩვენ მივიღეთ ფეოდალური სახელმწიფო, ფეოდალი კი პროამერიკული ვერ იქნება, ის პრორუსია", - განაცხდა ჩვეულ სტილში ექსპრეზიდენტმა და თავისი ინტერვიუს დიდი ნაწილი კვლავ ბიძინა ივანიშვილის ლანძღვას დაუთმო. მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის სასამართლო სისტემასაც შეეხო და განაცხადა, რომ გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია უკანონო პატიმრები არიან. მისივე თქმით, თუ მიხეილ საკაშვილის დედა და ბებია მისი იჯახის წვერები არიან და მათ ქონებას უყადაღებენ, რატომ არ არის რიგითი მოსამართლის დედა მისი ოჯახის წევრი?! მან, როგორც ჩანს, "რუსთავი 2" - ის საქმის მოსმართლის თამაზ ურთმელიძის ყბადაღებული ნათქვამი გაიხსენა.

როგორც მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუკგვერდიდან" ირკვევა ოდესის გუბერნატორი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად სტუმრობს.