"ჩიორა ბევრ ადამიანს ნერვებს უშლის, მათ შორის მეც, მაგრამ დათო თაქთაქიშვილი უკეთილშობილესი ადამიანია"
"ჩიორა ბევრ ადამიანს ნერვებს უშლის, მათ შორის მეც, მაგრამ დათო თაქთაქიშვილი უკეთილშობილესი ადამიანია"
15-02-2016
"ერთხელ საყვედურიც მივიღე დათოსგან, საჯარო ბიბლიოთეკასთან ჩიორას ცხვირი რომ გაუტეხეს, შენ სად იყავიო. მივიღე ეს საყვედური. ქუთაისში ვიყავი, თორემ ჩიორას კი არა, ნებისმიერს დავიცავდი".

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ინფორმაცია გავრცელდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის მამა მარკეტში ქურდობაში ამხილეს. მალევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განმარტება გავრცელდა, რომელშიც ვკითხულობთ: სუპერმარკეტ "ზღაპარში" მომხდარ ქურდობაზე მხილებულია ერთი მამაკაცი დ.თ. გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს". ჩიორა თაქთაქიშვილმა მამასთან დაკავშირებულ ინციდენტზე პირველი კომენტარი "ფეისბუკში" გააკეთა. როგორც ის განმარტავს, მამამისმა პროდუქტების შეძენის დროს შოკოლადის ფილა, რომელიც ხელში არ დაეტია, ჯიბეში ჩაიდო, შემდეგ კი მისი სალაროში გატარება დაავიწყდა.
"ახლა მირეკავენ ჟურნალისტები და მეკითხებიან, მართლა მოიპარა თუ არა მამაჩემმა სუპერმარკეტიდან სურსათი!!! გესმით რა მარაზმში ვართ??? თავი უნდა იმართლოს 75 წლის კაცმა იმისთვის, რომ არ ქურდობდა სუპერმარკეტში?" - წერს დეპუტატი.

ჩიორა თაქთაქიშვილის მამა "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ტრიპოლსკის მეგობარი აღმოჩნდა:
- როდესაც ეს ინფორმაცია შევიტყვე, მთელი ღამე ნერვიულობაში გავათენე. "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი წარმომადგენლების მიმართ ჩემი დამოკიდებულება საზოგადოებას კარგად მოეხსენება, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიტიკური დაპირისპირება არაფერ შუაშია. დათო თაქთაქიშვილი და მე 8 წლის განმავლობაში რაგბს ერთად ვთამაშობდით. მასაც და მის მეუღლესაც კარგად ვიცნობ - ლალი ჩემი ლექტორიც იყო. ის, რაც სოციალურ ქსელში წავიკითხე, თითქოს თაქთაქიშვილმა შეიძლება ჯიბეში რამე ჩაიდოს და მოიპაროს, ასეთ ცილისწამებას ვერასოდეს შევეგუები. ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ და დარწმუნებული ვარ, მსგავს ქმედებას ის არასოდეს იკადრებდა. 75 წლის კაცია და შესაძლოა რაღაც შეეშალა, მაგრამ საზოგადოებას ამის გარკვევა არც უცდია.

სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" უსაფუძვლო ბრალდებებმა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე ქვეყანა. არ შეიძლება ყველას მიმართ ტყუილებს ავრცელებდე, რადგან შესაძლოა ანალოგიურ ვითარებაში
ერთ დღესაც თავადაც აღმოჩნდე. დროა საზოგადოებაც გონს მოეგოს - ხელაღებით იარლიყებს ნურავის მივაკერებთ.
შესაძლოა, ჩემ მეგობარ კაცს შემთხვევით რაღაც შეეშალა, მაგრამ ამას წყელვა-კრულვიანი განცხადებები უნდა მოჰყვეს?

- შესაძლოა ამ განცხადების შემდეგ თავადაც აღმოჩნდეთ კრიტიკის ქარცეცხლში...
- იმის ნაცვლად, რომ ორივე მხარე გონს მოვეგოთ, ერთმანეთის ლანძღავში ვაატარებთ ცხოვრებას. მაინტერესებს, განა ჩვენ ყველას ერთი ქვეყანა არა გვაქვს? კი ბატონო, მზად ვარ ნებისმიერი კრიტიკისთვის. მეტიც, სასამართლოში იქნება თუ ქუჩაში, დათოს თავდებში დავუდგები და არ მაინტერესებს ამას რა მოყვება. ამ განწყობით ცხოვრება არ შეიძლება, რა არ წამიკითხავს, მაგრამ დათოს მიმართ შეფასებები იმდენად აღმაშფოთებელი იყო, რომ ფაქტს გულგრილად ვერ დავტოვებდი. მითუმეტეს, ერთხელ საყვედურიც მივიღე დათოსგან, საჯარო ბიბლიოთეკასთან ჩიორას ცხვირი რომ გაუტეხეს, შენ სად იყავიო. მივიღე ეს საყვედური. ქუთაისში ვიყავი, თორემ ჩიორას კი არა, ნებისმიერს დავიცავდი. პირდაპირ ვამბობ, ჩიორა ბევრ ადამიანს ნერვებს უშლის და მე - განსაკუთრებით, მაგრამ დათო თაქთაქიშვილი უკეთილშობილესი ადამიანია.

საქართველო ყოველთვის საკუთარი ღირებულებებით გამოირჩეოდა, დღეს კი, ღირსება არავის შემორჩა, უფროსი და უმცროსი არავინ იცის. ალბათ, ეს განათლების პრობლემაა, რეგიონებშიც ხშირად დავდივარ და იქაც სრული "სიბნელეა". ბუნებრივია, არ ვამტკიცებ, რომ ყველაფრის მცოდნე ვარ, მაგრამ დათო თაქთაქიშვილის უნებლიე შეცდომაზე გამოხმაურებამ ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)
dalis!
18 თებერვალი 2016 22:01
ramden sxvas gaskdomia guli adre sasamartloshi da mashin ginerviuliat?
glaxuna
18 თებერვალი 2016 13:24


ტრიპოლსკი,ვოლსკი,ნიშნიანიძე,ივანა-ს-შვილი,ქანთარია,კობახიძე,თოფაძე,ტყემალაძე,ჟორჟოლიანი... ერთი ჩვეულებრი ბ ი ნ ძ უ რ ი ,ანუ გაიძვერა-ცბიერი,ცინიკოსი-ფლიდი-მუქთახორა-მოკრიმინალო,მ ტ ე რ თ ა ნ -მხდალი კომუნისტური თაობის საბჭოთა -ადამიანები არიან და

წარმომადგენლებია...გადაგვარებული ,,ქართველები,, რომელთაც დღესაც მიაჩნიათ,რომ ქართველობა -საბჭოთა ადამიანის გაიძვერა-ფარისეველი წაკრიმინალო-წაბრუტუნო მენტალიტეტს ნიშნავს და მისი ა მ ო ძ ი რ კ ვ ა ...ქართველობის დაკარგვას ნიშნავს ?!!!

და ასე ა ბ ო ლ ე ბ ე ნ ქართველობას როგორც შეუძლიათ...
და ცდილობენ გამოიყენონ ძალაუფლების მოპოვებისათვის და ასე მათი გამოყენებისათვის (!)

თუმცა ეს ყოველივე ნ ა თ ლ ა დ დაინახა 2012 წლიდან სწორად ქართველობამ და...

,,პუწინის,, პროპაგანდისტები ევროკავშირის დაშლაზე ო ც ნ ე ბ ო ბ ე ნ და რუსეთი რომ ე შ ლ ე ბ ა თ მასზე ხმასაც არ იღებენ...

ევროკავშირი ა რ დაიშლება,შეიძლება რაღაც რესტავრაცია,მაგრამ ა რ ა ს ო დ ე ს დაიშლება (!)

რადგან მისი გაერთიანება მოხდა არა ძალადობა-უსამართლობით,როგორც რუსულ-მონღოლური სამყარო...რუსეთად წოდებული,არამედ მრავალ ინდივიდიუალურ -თვისმყოფად ერთა ნ ე ბ ა ყ ო ფ ლ ო ბ ი თ ...დაფუძნებული საერთასორისო სამართლებრივ ნორმებსა და ურთიერთ ღ ი რ ს ე ბ ი ს და თავისუფლების ,სამართლებრივი პრინციპების აღიარებასა და დაცვაზე !!!

მართალია ამ ერთა ინტელექტუალური დონე და მსოფლაღქმა განსხვავებულია,მაგრამ მათ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ ს მათი სახელმწიფოებრიობის ა რ ს ი,დაფუძნებული ადმიანის,მოქალაქის ღ ი რ ს ე ბ ი ს ა და უფლებების აღიარებასა და მტკიცედ დაცვაზე,სამართლებრივი სახელმწიფო სტრუქტურებითა და ინსტიტუტებით (!)
საზოგადოებრივ პრულარიზმსა და განათლებაზე...

მით შეუქცევადი პ რ ო გ რ ე ს ი რ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს ყველა სფეროსა და ყველა მიმართულებით (!)-ადამიანთა საყოველთაო მშვიდობისა და საყოველთაო კეთილდღეობისათვის !!!
აქ
,,რუსულ სამყაროზე,, საუბარიც აღარ ღირს, ვისაც სურს შ უ ა საუკუნეობრივ ავტორიტარულ- კრიმინალურ,მით 21-ე საუკუნეშიც ბელადებისა და იმპერატორების მოძიებე ხალხის ...

(აქ რომელ თავისუფალ,პასუხისმგებლობაზე,ღ ი რ ს ე ბ ა საუბარიც კი შეიძლება ?!)
ანუ ყოვლად უპერსპექტივო სამყაროში ცხოვრება ...წ ა ვ ი დ ე ს (!!!)
ის რაც ხდება 2012 წლიდან-
ეს ამ ,,ყოფილი,, კომუნისტების,

ანუ ცბიერი წაკრიმინალო-წაბრუტუნო მენტალიტეტის ხალხის უკანასკნელი გაელვებაა არა მარტო ქართულ პოლიტიკაში,ქართულ სინამდვილიში!!!


სხვა სიახლეები
"ნაციონალებს თბილისიდან არავინ წამოუყვანიათ, მხოლოდ ფოთიდან ახლდათ ბოქსიორები და სამჭიდელები. ისინი კორცხელის საარჩევნო უბანზე ჩვენამდე მივიდნენ"
დაწვრილებით...
პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე სანქციები გამკაცრდება
დაწვრილებით...
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ციხისძირის სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხის გადარგვის საკითხზე ატეხილ აჟიოტაჟს ”ნაციონალურ მოძრაობას” უკავშირებს.
დაწვრილებით...
"სულელი უნდა იყოს ნოდარ ჯავახიშვილი და ნებისმიერი ხელისუფალი, თუ ჩათვლის, რომ სახელმწიფო ყოველგვარი ცოდვისგან თავისუფალია"
დაწვრილებით...
გიორგი ვოლსკი: "დავითს ჩამოყალიბება მართებს, რამდენად იზიარებს პარტიის ხედვებს და საერთოდ, რამ განაპირობა მსგავსი განცხადებები"
დაწვრილებით...
PRIME
"დადგა დრო, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაიღვიძოს!"

"თუ ვერ დავინახეთ ცვლილებები, ვიტოვებთ საყოველთაო გაფიცვის ორგანიზების უფლებას"
დაწვრილებით...
PRIME
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის #53-ე უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება, რომლის დროსაც "ნაციონალური მოძრაობის" სხვა აქტივისტებთან ერთად, პარტიის ლიდერები: გიგა ბოკერია, ნიკა მელია და თენგიზ გუნავაც გალახეს, ბევრის აზრით, შესაძლოა მომავალი საპარლამენტო არჩევნების ერთგვარ რეპეტიციადაც მივიჩნიოთ.
დაწვრილებით...
"არიან ისეთებიც, რომლებიც თანამდებობასა და ფულს ეჩვევიან - მათი სწრაფად გათავისუფლება აუცილებ­ელია"

"ლარის კურსის ნახტომისებური გამყარება ეკონომიკის განვითარებისთვის კარგი არ არის"
დაწვრილებით...
PRIME
"ვფიქრობ, თავად ხიდაშელსაც არ სჯეროდა იმის, რაც თქვა"

"პროკურატურის ლოგიკით, მე და ღარიბაშვილი დასასჯელები ვართ"
დაწვრილებით...
PRIME
გამჭოლი ბინა დოლიძეზე. გარემონტებული
იყიდება 3 ოთახიანი კუთხის ბინა
საბურთალოზე, საუკეთესო ადგილას,90 კვ.მ. ბინა.
ქირავდება ბინა, ბინაშია ყველაფერი, პირველადი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები