გენპროკურორი გადადგა, რას იზამს იაცენიუკი? - გახდება სააკაშვილი უკრაინის პრემიერი?!
გენპროკურორი გადადგა, რას იზამს იაცენიუკი? - გახდება სააკაშვილი უკრაინის პრემიერი?!
16-02-2016
რამდენიმე საათის წინ უკრაინის პრეიზდენტმა პეტრო პოროშენკომ პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკსა და გენერალურ პროკურორ, ვიქტორ შოკინს გადადგომისკენ მოუწოდა.

შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სააგენტო "ლიგა" წერს, რომ პოროშენკოს მოსაზრებით, უკრაინის მთავრობამ ბევრი შეცდომა დაუშვა. "ჩვენ დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი და ურთულესი რეფორმები. ხალხი მეტს ითხოვს. ნათელია, რომ საზოგადოებაც და ხელისუფლებაც ცვლილებების ტემპით უკმაყოფილოა", - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის უმაღლესი რადის დათხოვნის უფლებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს. მისიი განცხადებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ  უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა, თანამდებობა დატოვა. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ "თვითერის" საკუთარ გვერდზე რადას დეპუტატმა პროშენკოს ბლოკიდან მუსტაფა ნაიემმა დაწერა. ეს ინფორმაცია უკრაინულ მედიას გენერალურ პროკურატურაშიც დაადასტურეს.

უკრაინული მედია უკვე წერს, იაცენიუკის გადადგიმის შემთხვევაში საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერებაზე.

კონფლიქტი იაცენიუკსა და სააკაშვილს შორის კარგა ხანია დაიწყო, რომელიც დრო და დრო განსაკუთრებით მწვავდება, ისინი ერთმენთის მიმართ არაკორექტულ ეპითეტებსაც არ ერიდებიან.

"საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას, ამბობდა:
"სააკაშვილსა და უკრაინის პრემიერ იაცენიუკს შორის კონფლიქტი ოდესის პორტისა და საბაჟოში არსებული ქსელების გამო დაიწყო. მართალია, აქტიური ბრძოლის შემდეგ პორტის ერთი ნაწილი მას დაუთმეს, მაგრამ მოგვიანებით უკრაინის ფისკალურმა სამსახურმა საბაჟოზე ტარიფები გაზარდა, ამიტომ ტვირთების უმეტესობამ დნეპროპეტროვსკისა და კიევის საბაჟოებზე გადაინაცვლა, სადაც ტარიფები ოდესასთან შედარებით საკმაოდ დაბალია. ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილს შემოსავლის პოტენციური წყაროები გამოაცალეს. სწორედ ამიტომ ის ვა-ბანკზე წავიდა და უკრაინის მოქმედ პრემიერს აშკარად დაუპირისპირდა.

სააკაშვილი გარანტირებული შემოსავლებისთვის იბრძვის, რომელიც ოდესის პორტში წელიწადში 2-3 მილიარდს აჭარბებს".

იაცენიუკი უკრაინის სახალხო ფრონტის ლიდერია, რომელიც პოროშენკოს კოალიციის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს, მაგრამ, როგორც ჩანს, მას მართლა გვარიანად შეუდგა წყალი, რაშიც ლომის წილი სააკაშვილმაც შეიტანა.

გაზეთ "კვირის ალიტრასთან"
ინტერვიუში უკარინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელიც იაცენიუკის გუნდის წევრად მიიჩნევა, ამბობს:

"ბოლო დროს სააკაშვილი უცნაურ და არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს... ვერ ვიტყვი, რომ სააკაშვილი ოდესაში წარუმატებელი აღმოჩნდა, მან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ოდესელებისთვის უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად. უკრაინაში კორუფციულ კლანებთან ბრძოლა არც ისე იოლია. სააკაშვილთან დაკავშირება არასდროს გამჭირვებია, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ახლა არაფრის გარკვევა არ მიცდია. ვერც ვიკადრებდი მისთვის კითხვების დასმას. არ ვიცი, იაცენიუკის გუნდის წევრად რომ მომიხსენია. ეს პოლიტიკური ეჭვიანობის გამო ხდება, თუ სააკაშვილს მცდარ ინფორმაციას აწვდიან… მე პროცესებს ასე ვუყურებ: უკრაინას რეფორმები სჭირდება, ამიტომ ფლანგებად დაყოფა საქმეს არ არგებს. იაცენიუკი უკრაინის პრემიერია, მე კი - მთავრობის წევრი. როგორ ფიქრობთ, სხვების საამებლად უკრაინისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს მივიღებ? ვიცი, ამას არც სააკაშვილი ელოდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე კვიტაშვილი. (იხილეთ)


glaxunas
19 თებერვალი 2016 13:46
ოე! ოე!ოე! ეეეე! არ გაუბერო,რას ჩაბჟირდი, კარგად ხარ? ხომ ხედავ ბოლი აგივიდა.
შენი 48 მილიონი უკრაინელი, რა სატრაბახო გგონია! ჯერ კიდევ ცოცხლები არიან იმათი ოჯახის წევრები ვინც თავის მცირეწლოვან შვილებს მიირთმევდნენ რიგ რიგობით და შვილებსაც აჭმევდნენ. და ყოველმა მომდევნომ იცოდა მალე მისი ჯერიც დადგებოდა
ალექს
19 თებერვალი 2016 13:37
მიშა მოქკავშირის ერთერთი ლიდერი იყო,არამარტო ნაცების,მისი ხელით და ხელისგრეხვით ტარდებოდა კურსი,რა კურსია ?
ვითომ ნატო,სინამდვილეში იქ არ შესვლის,ჩახედეთ კანონშემოქმედებას,მართვის და სამართალწარმოების მეთოდებს ,სუფთა საბჭოურია!
ფასადებია მხოლოდ დემოკრატიული !
ხოლო არსი და ფაქტი რომ 25 წელია შევდივართ.
მიშა აშენებდა „დემოკრატიას“ და აკეთებდა ფულს,მას ასე დაავალეს და ამის უფლება ქონდა,მაგრამ საჭირო მომენტში ქვეყანა ჩააბარა მტერს,რომ არა დასავლეთი თბილისიც ჩაბარებული იყო,გეგმა ასეთი იყო !
გაიყვანეს დროებით და უკან მოყავთ ახლა,უკეთესი შემსრულებელი არ ყავთ !

ბლეფია მიშას და ნაცების ყველა დამსახურება,რასც ყვება რუსთავი-2 რეპერტუარია,ანუ ტყუილია,თითოეული პუნქტის ბოლომდე ანალიზით დაინახავ,რომ ფასადის უკან ფული ,ფული და მხოლოდ ფული დგას .
სხვა სიახლეები
ჩრდილოელ მეზობელთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ შევძელით ის, რომ სამხედრო გართულებების საფრთხე თავიდან ავიცილეთ,
დაწვრილებით...
"საფუძველს მოკლებულია მოსამართლეების პრეტენზია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ, რომ "რუსთავი 2"-ის, ე.წ. კაბელებისა და საქართველოს მოქალაქე - გიორგი უგულავას საქმეები პლენუმის მიერ არაგონივრულ ვადებში იქნა განხილული"
დაწვრილებით...
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 57%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე.
დაწვრილებით...
ყველა ცდილობს დედაქალაქის სიცხეს გაექცეს, რომელსაც კიდევ უფრო ამძაფრებს წინასაარჩევნო კამპანიის მაღალი ტემპერატურა. საინტერესოა, ახერხებენ თუ არა პოლიტიკოსები ამ დაძაბულ ვითარებაში დასვენებას ან სად ისვენებენ მათი ოჯახის წევრები. ამ საკითხზე რამდენიმე პარლამეტარს ვესაუბრეთ.
დაწვრილებით...
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „რუტინული ამბავი“ უწოდა იმას, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომას არ ესწრება.
დაწვრილებით...
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური მთავარმა პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა.
დაწვრილებით...
NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის შეფასებით, 2014 წლის ივნისის შემდეგ მათ ქალაქსა თუ სოფელში საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა.
დაწვრილებით...
21 ივლისს, ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ.
დაწვრილებით...
სასწრაფოდ და ძალიან იაფად! იყიდება
ბინა კარგ მდგომარეობაშია!
ქირავდება დღიურად, კორპუსის იზოლირებული კომფორტული
იყიდება სასწრაფოდ! ბაგების დასაწყისში, დომუსის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები