"კოალიციას მივმართავ, - გააკეთონ არჩევანი! თოფაძემ კი სხვა საქმეებს მიხედოს"
"კოალიციას მივმართავ, - გააკეთონ არჩევანი! თოფაძემ კი სხვა საქმეებს მიხედოს"
18-02-2016
"თოფაძე ანტირესპუბლიკურ კამპანიაზე არ დახურდავებულა, ამ საქმეში სხვა ხალხია შემჩნეული"

"თუ თოფაძეს ხელისუფლების კურსი არ მოსწონს, რა უნდა მას მმართველ გუნდში?"


"რესპუბლიკელებისა" და "მრეწველების" დაპირისპირებიდან პარტია "ქართული ოცნების" წევრმა თამაზ მეჭიაურმა მარტივი გამოსავალი იპოვა - ორივე პარტიამ დამოუკიდებლად იყაროს კენჭიო. ამ განცხადების შემდეგ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა ეჭვი, რომ რეალურად კოალიციის ხელმძღვანელობა გოგი თოფაძის ავანსცენაზე გააქტიურებით, "რესპუბლიკელების" გაერთიანებიდან ჩაჩოჩებასა და მათი ამბიციების მოთოკვას ცდილობს. ცნობილია, რომ "რესპუბლიკელები" კოალიციასთან კვოტებზე სავაჭროდ ემზადებიან, რაზე მინიშნებებიც საჯაროდაც არაერთხელ გაკეთდა. მათ პოლიტიკურ აღზევებას კი, გაერთიანებაში გარკვეული ჯგუფი დიდი ხანია ეწინააღმდეგება. ასეა თუ ისე, გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო და მალე, სავარაუდოდ, "რესპუბლიკელებს" არჩევანის გაკეთება მოუწევთ - ან კოალიციაში დარჩებიან და მიიღებენ იმას, რასაც საარჩევნოდ შესთავაზებენ, ან ოპოზიციაში გადანაცვლება მოუწევთ, რაც, როგორც ჩანს, კოალიციის ნაწილს ნაკლებად აწუხებთ. მანამდე კი, თამაზ მეჭიაურის "შემოთავაზებაზე" "რესპუბლიკელების" პასუხით დავინტერესდით და დავით ბერძენიშვილს დავუკავშირდით:

- თამაზ მეჭიაურმა "რესპუბლიკელებისა" და "მრეწველების" კოალიციიდან გასვლის საკითხი, პირველ რიგში, საკუთარ პარტიაში დასვას. დეკლარირებულია, რომ "ქართული ოცნების" ფრაქციას გიორგი ვოლსკი ხელმძღვანელობს, როგორც დაანონსებულია, პარტიის თავმჯდომარე მალე გიორგი კვირიკაშვილი გახდება, კახა კალაძეც პარტიის გენერალური მდივანია. ჯერჯერობით, მათი პოზიცია თამაზ მეჭიაურის შეხედულებებისგან განსხვავდება.

- და ფიქრობთ, რომ მეჭიაურის ეს პოზიცია პარტიასთან წინასწარ შეთანხმებული არ იყო?

- ზოგადად, თამაზ მეჭიაური საინტერესო დეპუტატია, ზოგჯერ, ისეთ განცხადებებს აკეთებს, კომენტირებაც კი რთულია.

- ყოველ შემთხვევაში, "რესპუბლიკური პარტიის" მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე არ გაკეთებულა განმარტება, რომ მის მოსაზრებებს პარტიის ლიდერები არ იზიარებენ.
- ამ საკითხზე "ქართული ოცნების" ხელმძღვანელებმა უნდა ილაპარაკონ, მათ პოზიციას მართლაც ველოდებით. ჯერჯერობით, მაინც მგონია, რომ ეს აჟიტირებული ლაპარაკია, მაგრამ თუ "ქართული ოცნება" დისკუსიას ხსნის, კი ბატონო, შევხედავთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

- გაჩნდა მოსაზრება, რომ გოგი თოფაძის განცხადება შემთხვევითი არ ყოფილა და "რესუბლიკელების" წინააღმდეგ გარკვეული გეგმის ნაწილია - გამორიცხავთ, რომ ამ გზით კოალიციის ხელმძღვანელობა თქვენი პოლიტიკური ამბიციების შესუსტებას ცდილობს?

- ამას გამოვრიცხავ. გოგი თოფაძე "რესპუბლიკურ პარტიას" კი არა, კონკრეტულად თინა ხიდაშელს ერჩის. მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა კიდეც, "რესპუბლიკელები" კარგები არიან, ხიდაშელია - ცუდიო. თოფაძე ანტირესპუბლიკურ კამპანიაზე არ დახურდავებულა, ამ საქმეში სხვა ხალხია შემჩნეული. ის, როგორც "უფრო მსხვილი კალიბრის ფიგურა", ვიდრე "რესპუბლიკურ პარტიაზე" გაბრაზებული სხვა პოლიტიკოსები არიან, პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებას დაუპირისპირდა. გავიხსენოთ მისი ფრაზები, რომ ნატო აგრესიული ბლოკია, საქართველო კი ნეიტრალური ქვეყანა უნდა იყოს. თოფაძე დასავლური კურსს ღიად უპირისპირდება. თანაც, მისი განცხადებები საგარეო ვიზიტებს ემთხვევა, სწორედ იმ პერიოდს, როდესაც კვირიკაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე პარტნიორებზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და აქტიურად ვისმენთ განმარტებებს ნატო-ში საქართველოს გაწევრებაზეც. მაინტერესებს, თუ თოფაძეს ხელისუფლების კურსი არ მოსწონს, რა უნდა მას მმართველ გუნდში? საგარეჯოს საკითხი მან მხოლოდ პოლიტიკურ საბაბად გამოიყენა, რეალურად კი, მისთვის საგარეო პოლიტიკაა არსებითად მნიშვნელოვანი.

- მიანიშნებთ, რომ თოფაძე ხიდაშელს რუსული ინტერესების გათვალისწინებით დაუპირისპირდა?
- ამაზე
You must have Flash Player installed in order to see this player.
არცერთ ჩემ საჯარო გამოსვლაში მისაუბრია, მაგრამ ფაქტია, რომ მისი განცხადებები ანტიდასავლურ კურსზე მეზობლის განცხდებებს ემთხვევა. თოფაძე ანტიდასავლურად განწყობილ პირებთან, მათ შორის, ლევან ვასაძესთან ერთად ცდილობს ჯგუფის წამყვანი ფიგურა გახდეს. ვასაძესთან პრეტენზია არ მაქვს, რადგან ის საქართველოს ხელისუფლებას არ წარმოადგენს, თოფაძე კი, მმართველ გუნდშია. ამიტომაც მიჩნდება ლეგიტიმური კითხვა, რატომ არის ე ს ადამიანი ჩვენს რიგებში?

- თუ საბოლოოდ, გადაწყდა, რომ კოალიციაში "მრეწველებიც" რჩებიან, გაერთიანებაში პარტიებთან თანამშრომლობა როგორ წარმოგიდგენიათ?

- "რესპუბლიკელები" კოალიციის სუბიექტებთან ნორმალურ ფორმატში თანამშრომლობა არ გაუჭირდება. უბრალოდ, კოალიციას მივმართავ, - გააკეთონ არჩევანი! თოფაძემ სხვა საქმეებს მიხედოს.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთის)
tina
29 თებერვალი 2016 05:35
კი მაგრამ საინტერესოა ხალხს არ ეკიტხებით გვინდა თუ არა რესპუბლიკელები? საოცარია ვირს პიტნა ეჯავრებოდაო ისა თქვენი საქმე ტქვე 2% იანებო.თოფაძე აგისჰენდა ოჯახი ხალხის სათქმელი რომ თქვი არა და ახალი არაფერი უთქვია საგარეჯოს არჩევნები რომ გააყალბა ხიდაშელმა ეგ ყველამ კარგად იცის.რაც კი აქ კომენტარები დაიწერა ვეტანხმები სიმართლეა.თუ მაგრები ხართ ცალკე იყარეთ კენჭი და მაშინ მიხვდებით ვანა ხართ

gg
22 თებერვალი 2016 09:30
რესპუბლიკელები ქვეყანაში - მოსაცილებელი მუწუკი კაცის სხეულზე.
სხვა სიახლეები
"გამონახა დრო და სამეგობრო შეგვკრიბა. იმ დღეს ძალიან ხალი­სიანი მოგვეჩვენა... ოთხი დღის თავზე დაიღუპა..."

ზურაბ ჟვანია 9 დეკემბერს 53 წლის გახდებოდა.
დაწვრილებით...
დონალდ ტუსკი შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებულ შეთანხმებას ქართულ ენაზე ეხმაურება
დაწვრილებით...
ევროკავშირი მალე საშუალებას მისცემს უკრაინელებსა და ქართველებს, უვიზოდ ეწვიონ ევროკავშირს
დაწვრილებით...
"ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს მიშა თუ ბოკერია"

"სრულიად აშკარაა, რომ მეგის ქარდავას ასე უცბად და ხელოვნურად გააქტიურებული თემა მიზანმიმართულად უკავშირდება სააკაშვილის დისკრედიტირების დიდ სურვილს"
დაწვრილებით...
ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ინსტიტუტები ერთობლივ მოლაპარაკებაზე ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ შეთანხმდნენ.
დაწვრილებით...
"მიუხედავად მცდელობისა, ვერავინ შეძლებს ხელი შეგვიშალოს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში"
დაწვრილებით...
"არ ვემიჯნები არც "ცხრა წელს" და არც მიხეილ სააკაშვილის დამსახურებას საქართველოს ისტორიაში, მაგრამ არის ახალი რეალობა და ამ ახალ რეალობას სჭირდება ახალი პასუხი"
დაწვრილებით...
"ნუგზარი, აკო და ჩიორა რომ ახალაიას გუნდს წარმოადგენენ, ახალი ამბავი არ არის, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ახალაიას პოზიციაც მახსოვს და მისი გუნდის მხარდაჭერაც, ახალაიას ადვოკატის განცხადებებს რომ არ გაემიჯნენ და მას მერეც რომ განაგრძობს კამპანიას - ესეც ცხადია, გიგას, გიგის, კეზერას და ვანოს საწინააღმდეგო მესიჯებიც რომ ამ გუნდის მხარდამჭერებისგან მოდის,  ესეც ნათელია"
დაწვრილებით...
ოთარ კახიძე: "სააკაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის უფლება არა აქვს. ამიტომ ჩვენი პოზიცია იყო,
პარტიის თავმჯდომარის ადგილი დავით ბაქრაძეს დაეკავებინა"
დაწვრილებით...
ქირავდება სასტუმროს ნომრები დღიურად 40
იყიდება აღმაშენებლის ხეივანზე დიღომი 7-ში
ქირავდება დღიურად, ყველანაირი კომფორტით, ინტერნეტი,
გლდანის პირველ მიკროსა და მუხიანის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები